ახლა სიცხე მაქვს,მომბეზრდა გერმანულის გამეორება,გონებამ დაწერის იდეა შემომავაზა და მეც დავეთანხმე.ვორდს ერთი-ორი ფრაზა მოვახსენე და მაშინვე ფურცლისკენ გამექცა თვალი.რა ვქნა,ვერ ავუწყე ფეხი ტექნიკის განვითრებას. ფურცელი და კალამი ისევ ისეთი ძვირფასია ჩემთვის. მოვავლე ხელი ორივეს და აივანზე დავჯექი,კომპიუტერისგან შორს. (ქაღალდიდან შემდეგ აქ გადმოტანა მეზრება თუ არა? არა!)
დღეს გამახსენდა,რომ ცხოვრებაში ბევრი რაღაც მინდოდა(და მინდა) ჩემი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე. რაიმე საქმის დაწყება და ბოლომდე დაუმთავრებლობა ჩემი ხასიათის შტრიხად იქცა. აქედან გამომდინარე ძნელი აღარ უნდა იყოს პოსტის სათაურის ჯეროვნად აღქმა. 21 წლის განმავლობაში დიახ,მე ბევრი გზაანეული სურვილი დამიგროვდა.ვეცდები ყველა გავიხსენო.მეტად რთულ საქმეს კი შევეჭიდე.
ბავშვობის სურვილიდან დავიწყებ.ო, ამ დროს ჩემი ფანტაზია ყველაზე მეტად იყო აყვავებული. აივანზე ჩემი კუთხე მქონდა მოწყობილი (ოთახი არ მქონდა და ამიტომ დავბინავდი,იქ),არაჩვეულებრივად მქონდა მორთული,გათვლილი,დაგეგმილი. ხან ექიმი ვიყავი,ხან მასწავლებელი,უფრო ხშირად კი -ოფისის დირექტორი.მქონდა უამრავი საბუთი,ჩეკი,ამომშრალი ბეჭდის დასარტამები.მოკლედ ყველაფერი,რაც სამუშაო გარემოს სჭირდებოდა. დილიდან საღამომდე ვიჯექი და ვაწყობდი გეგმებს,ვთვლიდი მოგებებს,ვესაუბრებოდი არ არსებულ თანამშრომლებს ტელეფონზე თუ პირადად.სახელიც კი მქონდა -მირანდა გაფრინდაშვილი.ალბათ მაშინ ვერავინ შეიტანდა ეჭვს იმაში, რომ ეკონომისტი ვიქნებოდი ან ბიზნეს-მდედრი. დრო გავიდა და ამ სურვილებმაც მოიჭამა თავისი ფეხები. გაგრძელება აღარ ისურვა და ჩემს ფუსფუსიან სამუშაო დღეებსაც წერტილი დაესვა.ამან მაუწყა ,რომ ცოტათი კიდევ გავიზარდე.
მომავალში რასაც მივხვდი იყო ის,რომ ასაკის მატებასთან ერთად ჩემი სურვილებიც და ინტერესებიც უფრო და უფრო მეტად ახალგაზრდავდებოდა.თითქმის ჩამოყალიბებული ბიზნეს-მდედრობიდან გადავინაცვლე კუნგ-ფუ-ში.(კარატის ერთ-ერთი სახეობა).ამან იმდენად გამიტაცა,რომ სიხარულით მევსებოდა გული,როდესაც ბიჭები ჩემზე საუბრობდნენ "მაგარი კარატისტია"-ო და არა "ლამაზი გოგოა"-ო. ეს ჩემი ბუნებრივი მდგომარეობა იყო: შაკები,ახტაჯანობა,სპორტული ტანსაცმელი. ამის პარალელურად ქართულ ცეკვას და ბალეტს ერთნაირი მონდომებით ვეუფლებოდი.მოგვიანებით კარატისტობის სურვილმა უკან დაიხია და მე-6 კლასში თავი დავანებე.შემოვრჩი მხოლოდ მოცეკვავეობის სურვილს,ოღონდ არა ბალერინობას,ესეც უკან მოვიტოვე.
როდესაც 3 წლისამ აღმოვაჩინე ( ან აღმოაჩინეს) რომ სმენა და ხმაც მივარგოდა, ანსამბლ "გვირილებში" მიმიყვანეს,სადაც ვმღეროდი და ვხალისობდი იმ დრომდე,სანამ გადასახადი არ გააძვირეს და მეც ამის გამო არ მომიწია იქიდანაც წამოცუნცულება. მოგვიანებით პიანინოს შესასწავლად მიმიყვანეს,სადაც 2 თვე გავჩერდი.ალბათ იმიტომ ,რომ დაკვრის მცდელობა უფრო ადრე მქონდა,სადღაც 4 წლის ასაკში,როდესაც ჩემ დას ვუყურებდი დაკვრისას და მერე უკვე თავადაც ვეცილებოდი საკრავის სკამის დაკავებაში.ამან იმდენად შემაჩვია ჩემ გემოზე დაკვრას,რომ ვეღარ ავიტანე მასწავლებლის მიერ შერჩეული რეპერტუარი და ნოტების ზუთხვა.
მოგვიანებით, 10-ე კლასში,ისევ გამოცოცხლდა ჩემში სპორტული ჟინი და გარდა ეზოში ფეხბურთის თამაშისა სურვილი გამიჩნდა მევლო ტაიკვანდოზე (კარატის ერთ-ერთი სახეობა).ამასობაში მოვიდა აბიტურიენტობის დროც. ჩემი გრაფიკი გიჟის ცხოვრებას ჰგავდა: სკოლა,რეპეტიტორი, კარატე,ცეკვა.სახლში ღამე შემოვდიოდი ერთდროულად დაღლილი (გონებრივად) და დასვენებული (ფიზიკურად).საბოლოო ჯამში გავაკეთე საბედისწერო არჩევანი სწავლასა და ცეკვა-კარატეს შორის,იმ იმედით,რომ ჩაბარების შემდეგ მათ ისევ მივუბრუნდებდი. ვახ-შენ,ნინევია! ასე დასამარდა ტაიკვანდოისტი და 7 წელი მოცეკვავე ნინოს სურვილები.
2006 წელს ჩავაბარე "ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეეტზე" (?). რატომ? საიდან,აქ? რას ფიქრობდი? როდესაც ამ კითხვებმა და უმაღლესმა მათემატიკამ ერთად გამაწამა,გადავწყვიტე ფაკულტეტი შემეცვალა და საბოლოოდ დამექნია ხელი ფარმაცევტობისათვის.ალბათ ბევრი ფიქრის შედეგად გადავწყვიტე,რომ ფსიქოლოგობა ძალიან ნინოსეულია,მაგრამ გეპეი-მ დამცინავად ჩაიქირქილა ეს სპეციალობა არ მაქვსო და მეც ჩავთვალე,რომ ჟურნალისტობა ჩემთვის ზედგამოჭრილი პროფესია იქნებოდა.გარკვეული როლი ერთ-ერთმა ლექტორმაც ითამაშა. როდესაც შუალედური წერის დროს,ფიზიკის ამოცანების ამოხსნის მაგივრად,ფიზიკოსებზე მხატვრულად დაწერილი ნაშრომი წარვუდგინე,( რაშიც ლექტორმა -0,003 დამიწერა) გადაწყვიტეს,რომ წერა კარგად გამომდის და უპრიანი იქნებოდა ჟურნალისტობაზე მეფიქრა.გადავბარგდი სხვა სასწავლო გარემოში იმ აზრით აღჭურვილი,რომ განახლდება სასწავლო წელი და მე ვიქნები უკვე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი.მაგრამ,ჰოი,მუხთალო გეპეი,სამწუხაროდ არ შეგროვდა ხალხის საჭირო ოდენობა ,რამაც გამოიწვია ,ის,რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტი უნდა გადაკეთებულიყო ჰუმანიტარულ-სოციალურ ფაკულტეტად და მე სწავლის გაგრძელება მომიწია სამართალმცოდნეობის განხრით. ჰმ,იურისტი ნინო? ეს რაღაც სიახლეა. ქიმიურ ტენოლოგიებში დაბრუნებას ისევ აქ დარჩენა ვამჯობინე და აი,დღემდე ამ უცნაურად მოხვედრილ გარემოში ვიზრდები. უკვე მე-4 კურსზე ვარ,წელს ვამთავრებ,ერთროულად მეტირება და მეცინება კიდეც ჩემი აბდაუბდა ცხოვრების გადამკიდე.
პირველ კურსზე აღმოვაჩინე ,რომ კინომ დამაინტერესა. მსახიობობაც არ იქნებოდა უინტერესო პროფესია.ამან მაიძულა,რომ მევლო კოლეჯში თითქმის ერთი წელი და დავუფლებოდი სამსახიობო ოსტატობას.საბოლოო ჯამში ამ ყველაფერსაც დავუქნიე ხელი,თუმცა ეს პერიოდი ყოველთვის ლამაზად მახსენდება.
მე არ ვიცი რა იქნება ჩემი მომდევნო გზააბნეული სურვილი,ნებით თუ ძალით მოსული ჩემამდე. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი - ძვირფასო მეგობრებო,ფრთხილად მოექეცით საკუთარ სურვილებს.ისინი ბევრია,ცხოვრებისათვის კი საკმაოდ ცოტა დრო გვაქვს.მე ჯიუტად მწამს,რომ ბედნიერი იქნება ის ადამიანი,ვინც საკუთარ თავს იპოვნის რამეში და მას თავს მიუძღვნის.მე ჯერ კიდევ ძიების პროცესში ვარ და მუდმივად თან დამყვებიან ჩემსავით გზააბნეული სურვილები..
პ.ს. 2 თვეში გერმანიაში მივდივარ.ესეც მორიგი,გზააბნეული სურვილია ვითომ?

3 comments:
daaxloebiT shennairad var :D
sevdiani posti momechvena.
ramdeni rame gcodnia..
"gvirila" gamigia :)
ho,bevrii rame vicodi.win kidev bevri ramis codnis dro maqvs. : ))
An impressiνе share! I have just forwarԁed thіs onto
a сowoгker who had been сonducting a little homewοrk on this.
Anԁ he аctually ordered me lunch due to the fact that I found
it for him... lol. So lеt mе reword this.
... Thanκ YΟU for the meal!! But yeah, thаnx
for spendіng the time to disсuѕs this ѕubjеct here on your ωeb рage.
Here is my web site ... v2 cig coupon code
Post a Comment