Thursday, June 16, 2011

ჰასკი და მალამუტი

ხშირად, ეს ორი ჯიში ერთმანეთში ერევათ ხოლმე.არცაა გასაკვირი,გაუწვრთნელი თვალი ნაკლებად ამჩნევს მათ შორის სხვაობას.
დავიწყებ ჰასკით. (ზოგი ხასკის უწოდებს,რასაც გავამართლებდი ქართულ ანბანში ჰ ასო რომ არ მოგვეპოვებოდეს).
საუბარს დავიწყებ ჩემი მოსაზრებით ამ ულამაზეს ცუგაზე. თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ადამიანზე ჭკვიანი მზერა აქვს და ზოგადად თვალები.მიმიკები ცალკე ამბავია.ამ ძაღლის გვერდით თავს უბრალოდ სულელად ვგრძნობ და ყველაზე მძაფრად განვიცდი იმას,რომ მე ადამიანი ვარ და ის -ძაღლი. ჰასკის პატრონობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება.იმედია ოდესმე ეს პატივი მეც მხვდება წილად.მანამდე კი ასე,შორიდან შევნატრი.




სხვაობა მალამუტსა და ჰასკის შორის არის მათი ტანის ზომები და თავის ფორმა,ასევე თვალის ფერი და ბალანის სიგრძე.თემცა ორივე ჯიშში გვხვდება როგორც მაღალ ასევე დაბალ ბეწვიანი სახეობები.ჰასკის თავი შედარებით წვრილია ,ისევე როგორც სხეულის ზომები.მისი თვალის ფერი შეიძლება იყოს როგორც ყავისფერი,ისე ცისფერი და ყავისფერ-ცისფერიც ანუ be - eyed . მალამუტს კი არ შეიძლება ჰქონდეს ფერადი თვალი,იმიტომ,რომ საქმე გვექნება ჯიშის დარღვევასთან.
ჰასკის წინაპარი ნახევრად მგელი იყო,რაც მის  გარეგნობაშიც მკაფიოდ ჩანს.


რამდენიმე ფოტო:
რამდენიმე ვიდეო:


ეს ყველაზე ცნობილი ჰასკია,ალბათ,მიშკა. : ) იუთუბზე ყველაზე ცნობილი და საყვარელი ცუგა,რომელსაც საუბარიც კი შეუძლია. (ერთი ამით ვჯობნიდით და..: D)




ეს კი ცუდი გოგო მიკი,რომელმაც სახლში მოისაქმა და ახლა სირცხვილით პატრონს თვალებში ვეღარ უყურებს. : )




რაც შეეხება მალამუტს.სხვაობაზე ზემოთ ვისაუბრე.რამდენიმე ფოტოს დავდებ,რომ უფრო მკაფიოდ დაინახოთ განსხვავებები.




აქვე გაგაცნობთ მალამუტების 10 სახალისო წესს:


1) თუ მომწონს ე.ი. ჩემია.
2)თუ ეს ნივთი ჩემს პირშია ე.ი. ჩემია.
3) თუ რამდნეიმე წუთის წინ მქონდა ე.ი. ჩემია.
4) თუ ისე გამოიყურება თითქოს ჩემია ე.ი. ჩემია.
5)თუ ეს ჩემია, ვერასდროს იქნება შენი.
6) თუ ძირს დადე ე.ი. ჩემია.
7) თუ პირველმა დავინახე, ე.ი. ჩემია.
8)თუ წაგართმევ ეი. ჩემია.
9)თუ მე ის დავღრღენი, ყველა ნატეხი ჩემია.
10) თუ გავტეხე, წაიღე შენი იყოს.



ეს კი ყველაზე ლამაზი და საინტერესო,რეალურ ისტორიაზე გადაღებული ფილმი,სადაც  ორივე ჯიში მონაწილეობს.


ნახეთ ფილმის ტრეილერი:

ფილმის საყურებელი ლინკი


პოსტის დასასრულს კი გეტყვით,რომ გიყვარდეთ ძაღლები.ისინი ნამდვილად ჩვენი საუკეთესო და უღალატო მეგობრები არიან.

1 comment: