Tuesday, April 19, 2011

მკვდარი ქალაქი,ანუ სად ვცხოვრობ მე.

about me-ში ამაყად მიწერია,რომ მკვდარ ქალაქში ვცხოვრობ. ალბათ ეს უმეტესობამ ჩემს ზედმეტად გაქანებულ ფანტაზიას მიაწერა,ან - ასაკს. მოგეხსენებათ ახალგაზრდებს გვიყვარს არ არსებულ ადგილებში ცხოვრება. მაგ: იქ,სადაც არავინაა, ნევერლენდში, კუბოში, სიმარტოვეში, ქვაბში, იქ,სადაც ვერ მიპოვნი, მგლების ქალაქში და ა.შ. სადამდეც გადააწვდენთ ფანტაზიას,მეგობრებო,იქამდე იფანტაზიორეთ.
მე თამამად ვაცხადებ,რომ მკვდარ ქალაქში ნამდვილად ვცხოვრობ და ის ნამდვილად არსებობს.ეს ოფიციალურადაცაა დადასტურებული.საუბარია 1948 წლის 19 იანვრიდან ქალაქად წოდებულ რუსთავზე, იგივე ბოსტანქალაქზე.

ვითვალისწინებ,რომ ზოგიერთი ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ,ბრმად ენდობა სხვის ნათქვამს და იყალიბებს ისეთივე წარმოდგენებს,როგორიც აქვს სხვას. მე არ მინდა,რომ ვინმე ჩემ აზრზე გადმოვიყვანო,მითუმეტეს ის ადამიანი,ვინც რუსთავში ჯერ არ ყოფილა. ამიტომ გთავაზობთ ალტერნატიულ შემოთავაზებას.თქვენ გაქვთ შანსი რუსთავი იხილოთ ორნაირად:
ვიკიპედიის თვალით დანახული რუსთავი

ან,

ნინოს თვალით დანახული რუსთავი

არჩევანი თქვენზეა.


მე კი ვაგრძელებ ჩემს ისტორიას.



პატარა ექსკურსის სახით:
დავიბადე ქალაქ თბილისში საკუთარი ჭიპლარით გაგუდული. მერე როგორც ხდება,ექიმებმა ყველაფერი იღონეს,რაც შეეძლოთ და მეც დავიწყე არსებობა.

რუსთავი განსაკუთრებული ქალაქია (არა კარგი გაგებით), რომლის მსგავსიც არ მოიძებნება დედამიწის მკერდზე. ახლა იფიქრებთ, ცხადია არ იქნება არავის მსგავსი,ორი ერთნაირი ქვაც არ დაგორავსო. ვერ შეგეწინააღმდეგებით,თუმცა აქვე დავძენ,რომ "ჩემნაირი" რუსთაველი უნდა იყო,ამ ფრაზას ისე რომ მიუდგე და ჩასწვდე სიღმემდის,როგორც ვგულისხმობ.

        1. გარემო. 

რუსთავი ნაცრისფერია,ჩუმი და ერთფეროვანი.აქ მთელი დღის განმავლობაში არაფერი არ ხდება.სახლიდან თითქმის არ გავდივარ.გარეთ ბოდიალს მირჩევნია ჩემი აივნიდან ცას ვუყურო.საბედნიეროდ ცა რუსთავშიც ულამაზესია.ფინანსების შემთხვევაში სიამოვნებით გადავიღებდი ამ ქალაქში საშინელებათა ჟანრის ფილმს.

       2.ხალხი.
    
ხალხი,ხალხი...
ძირითადად ტიპური წარმოების.უმეტესობა უბედურია და დაუკმაყოფილებელი,ასევე დაბოღმილი და ბოროტი,განსაკუთრებით მოხუცები.განვიხილოთ სათითაოდ ასაკის მიხედვით.

მოხუცი ქალები: ისინი გიბღვერენ და გწყევლიან ,როდესაც იცინი.

დედის ტიპის ქალებში:  გვხვდებიან კლიმაქსიანი სწერვები,რომლებიც ჯიუტად ამტკიცებენ ყველგან (სამარშუტო ტაქსში,ბაზარში,სახლში,ეზოში),რომ ახლანდელი თაობა საზიზღარი,გარყვნილი და ამაზრზენია,და, აქვე დასძენენ,რომ ისინი  ძალიან ბედნიერნი არიან,რომ  მისი შვილი მათ არ ჰგავს.აი,აქ, როგორც წესი ისინი ხშირად სცდებიან ხოლმე.მათ მძაფრი რეაქცია აქვთ ქუჩაში გავლილ ლამაზ,გამომწვევ გოგონებზე.

მამის ტიპის კაცები: აქ გვხვდებიან ძირითადად ასევე აგრესიული,აღგზნებული,არც თუ ისე მაღალი ინტელექტის მქონე,არც თუ ისე სიმპატიური მამრების კოლონა.უმეტესობა უსაქმურია.ძირითად დროს ეზოებში ატარებენ კარტის,ნარდის სათამაშოდ,ან უბრალოდ სალოთაოდ.ზამთარში გასათბობად ისინი მიმართავენ წვრილ ქურდობას.იპარავენ სკამებს,ფიცრებს,გლეჯენ მაგიდებს,იპარავენ სხვის საკუთრებაში მყოფ ხის მასალას.ხშირად ახსენებენ შვილისტოლა გოგონებს,რომ მალე დათხოვდნენ,თორემ მერე დაიწუნებენ და აღარავინ მოიყვანთ.ამაზე უფრო რეალურ გულისტკივილსაც არ მალავენ და იქვე დასძენენ ხოლმე: "ისე როგორ უნდა მოვკვდე,რომ შენ ქორწილში ჭიქა არ ავწიო?" ცხადია,ისინი არც კი უშვებენ იმას,რომ შეიძლება მათი დაპატიჟება უბრალოდ არ მსურდეს ქორწილში,ან უბრალოდ,არ ვაპირებდე,რომ გადავიხადო 200 კაციანი ღრეობა ,შენიღბული ქორწილის სახელით,ან უბრალოდ საერთოდ არ ვაპირებ გათხოვებას.

პაპა კაცები:  ამ ბოლო დროს (არა მხოლოდ რუსთავში) ხშირად ვამჩნევ აფორიაქებულ მზერას პატარა გოგონების მიმართ. მთლიანობაში ეს კატეგორია ყველაზე მეტად მაკმაყოფილებს.

ამწიფებული მდედრობა: ერთფეროვანი,ინტელექტის დონე უმეტესობის დაბალია. აზროვნება,ჩაცმის სტილი,ინტერესები,მუსიკალური გემოვნება ერთგვაროვანი. ხშირად შევხვდებით 16-17-18 წლის გოგონას რუსული,ბრადიაგული ან ქართული ,იამაჰაზე შესრულებული სიმღერებით მოარულს.მარშუტკაში ყოფნისას გაცილებით აუტანელი ხდება მათი მუსიკალური გემოვნების ატანა,ვინაიდან ყურსასმენებიდან ხმა ჩემამდეც აღწევს და მინიმუმ 30-35  წუთი ვიტანჯები.უმეტესობა დადის "კუტოკებად",მძაფრი რეაქცია აქვთ ლამაზი მამრის გავლისას,რომელსაც სიცილით ან უფრო ხვიხვინით გამოხატავენ,ან რაიმე უაზრო ფრაზის წამოსროლით. აქაური და არა მარტო აქაური მამრების აზრით რუსთაველ გოგონებს ულვაშები აქვთ და ბაკები.მე ამ საკითხს არ ვეხები,იმიტომ,რომ ამაზრზენია ამაზე ხორხოცი და ქილიკი.ხშირად ახასიათებთ დიდი ქალების მსგავსი ფრაზებით საუბარი. ბევრს ფიქრობენ,იმაზე,რომ უნდა გათხოვდნენ,ასევე ბევრს ფიქრობენ სხვის შეყვარებულებზე,სხვის "ზმანებზე" და სოციალურ მდგომარეობაზე. უმეტესობა უბრალოდ მომავალი პოტენციური დედაა.

ამწიფებული მამრობა: 
ერთფეროვანი. ინტელექტის დონე უმეტესობის დაბალია. აზროვნება,ჩაცმის სტილი, ინტერესები,მუსიკალური გემოვნება,ცხოვრების სტილი ერთგვაროვანი. ხშირად შეხვდებით 16-17-18-19-20-21-22.... წლის ბიჭს რუსული,ბრადიაგული ან რესტორნის საქეიფო სიმღერებით მოარულს.მდედრებისგან განსხვავებით,ისინი არ იყენებენ ყურსასმენებს და უხვად გვიზიარებენ და თავს გვახვევენ თავიანთ ტელეფონში ჩაწერილ მაგარ "ჰიტებს". უმეტესობა ფიქრობს,რომ მგელი უნდა იყო ამ ცხოვრებაში და ძმა-ბიჭებისთვის თავი გადადო.ისინი თავად ადგენენ ცხოვრების წესებს.მათში ხშირადაა საუბრის თემა ცოლის მოყვანა.იდეალურად შეუძლიათ მთელი დღე იდგნენ უბანში და ყველა გამვლელი შეაფასონ.ამ დროს როგორც წესი მათ ერთი ფეხი აკეცილი აქვთ,ერთ ხელში ტელეფონი,დანა ან კრიალოსანი უჭირავთ, ხოლო მეორეში  თუ გაუმართლათ და ფულიანი დღე იყო ლუდის ჭიქა,ან მზესუმზირა.ხშირად თავს მოვალედ თვლიან ,რომ აკონტროლონ მათ უბანში მცხოვრები გოგონები.მათი უმეტესობა მუშაობს ფიზიკურად.ნაკლებად ინტერსდებიან განათლებით.

სად ვცხოვრობ მე:
















რუსთავში არსებული ნათელი წერტილი:



პ.ს. გამონაკლისების შესახებ თქვენც გექნებათ გაგონილი და,მოდი ამ მხრივ აღარ დავკონკრეტდები.

6 comments:

მართა said...

vaime ramdeni vicine.
agfrtiovanebuli var postit

mtersasruti said...

gmadlob. )

თოკა said...

ხო მართლა კაი სტადიონი გაქვთ ==)) ერთი ნათლი წერტილი ეგაა ბოსტანქალაქში მარა მეორე შენ ნინ :P :*

mtersasruti said...

hah,gmadlob. )

Anonymous said...

lol :D გმადლობ რმ ჩემი აზრებიც გადმოეცი :დ უბრალოდ, ვცდილობ ხოლმე, ასე ძალიანაც არ გადავუარო,აქ გავიზარდე და :დდდ

სენმაპოსტამ სანდროს პოსტი გამახსენა :დ პირველად რომ ჩამოვიდა რუსთავში
http://gafuwebuli.wordpress.com/2011/02/02/%e1%83%9b%e1%83%99%e1%83%95%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%97%e1%83%a3-%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a1/

zuuuk said...

:D teos binas vxedav netav tviton sad aris aivanze rom ar chans :D :D