Saturday, January 16, 2010

პ.ს. უფალო შემიწყალენ!!




ღმერთო,ნუთუ ვერასდროს გნახავს ადამიანი?!
გამოდი,დაგვენახე,ჩვენ ხომ ყველას ასე გვჭირდები.
შენც ხომ ამჩნევ ნელ-ნელა რომ ყველა გივიწყებს
ვეღარ შველის შენს ხსოვნას აქა-იქ მოვლენილი სასწაულები.
უნდობელი შექმენი ბუნებით ადამიანი-
მათ აღარ სჯერათ ლეგენდა ჯვარზე გაკრული იესოსი.
გვჭირდები. . .
გვჭირდები. . .
გვჭირდები. . .
ვისაც ჯერ კიდევ გვჯერა შენი,იმათ გვჭირდები.
თორემ ,ვის გაუზომავს ადამიანის მოთმინება,
იქნებ, ერთ დღეს მეც ურწმუნოს გამომეღვიძოს.


პ.ს. უფალო შემიწყალენ!!

No comments: