Thursday, June 2, 2011

ლაიკა.

ფლორა და ფაუნა ნინოს,ანუ ჩემი სისუსტეა.რამდენადაც ახლოს ვარ ბუნებასთნ,მით უფრო კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ თავს. შემიძლია საათობით ვუყურო ჩიტების სადილობას,ძაღლის თამაშს,მცენარის ფოთოლს,ხეს.. მე სრულყოფილი ვარ სამყაროსთან ურთიერთობის დროს,როდესაც შორს ვარ ადამიანებისგან.

I don't hate people. I just feel better when they arent't around.(c) bukowski 


ის ძაღლის ჯიში კი,რომელზეც ახლა მინდა გესაუბროთ ჩემი დიდი ხნის ოცნებაა ლაბრადორთან ერთად.ამ უკანასკნელზე საუბარი სხვა დროს იყოს.დღეს კი გაგაცნობთ ლაიკას..


მაშ,ასე დავიწყოთ :




როდესაც ამ სახელს ვახსენებთ,პირველ რიგში,ალბათ ყველას კოსმოსში 1957 წლის 3 ნოემბერს გაფრენილი ლაიკა გაგახსენდებათ.დიახ,ამ პატარა გმირ ცუგას ბევრ ჩვენთაგანზე საინტერესო,მაგრამ მოკლე ცხოვრება ჰქონდა.მან ღირსეულად დაიმკვიდრა სახელი ისტორიულ პიროვნებებს შორის.
არსებობს ლაიკის რამდენიმე სახეობა.ესენია:



რუსულ-ევროპული ლაიკა:
    

აღმოსავლურ-ციმბირული ლაიკა:



დასავლურ-ციმბირული ლაიკა:




იაკიტური ლაიაკა (Якутская Лайка) :




ფინური ლაიკა:

ამჟამად ყველაზე ფართო გამოყენება აქვს დასავლურ-ციმბირულ ლაიკას,რომელსაც იყენებენ ბეწვიან ნადირზე,წყალზე მცურავ ფრინველზე,დათვზე,ჩლიქიან ცხოველებზე სანადიროდ.იგი გამოიყანეს რუსეთში მე-19 საუკუნის მიწურულს და მე-20 საუკუნის დასაწყისში.მისი პირველი სტანდარტი მიიღეს 1949 წელს.

მოკლე აღწერა:

სიმაღლე:ხვადი 55-62სმ, ძუ 51-58სმ.
წონა:ხვადი 20-23კგ, ძუ18-21კგ.
სიცოცხლის ხანგრძლივობა:12 წელი
წარმომავლობა:რუსეთი

ჯიშის აღწერა
საშუალო ზომის, საკმაოდ ძლიერი ძაღლი, მას ძალაინ კარგად აქვს განვითარებული ორიენტაციის უნარი. აქვს ხშირი სწორი ბეწვი. შეფერილობა:თეთრი, რუხი, წითური.

 ხასიათი
არის ძალიან ერთგული,მამაცი,არასდროს ამჟღავნებს ადამიანის მიმართ აგრესიას.


წვრთნის პროცესი:




მარხილში ყოფნის დროს:



მომედევნო პოსტებში საუბარი მექნება მალამუტსა და ჰასკიზე.

6 comments:

Anonymous said...

მართლა კარგი ძაღლია, სანდომიანი :)

mtersasruti said...

კი.
მე ჰასკი მიყვარს.ბევრს ერევა ლაიკა და ჰასკი,ამიტომ ვაპირებ მათზე დაწერასაც. ჩემთვისაც სასარგებლოა,ბერვ ახალ რაღაცას ვიგებ მათზე. ))

Anonymous said...

საინტერესო იქნება:)
კი ბლოგს ეგ კარგი ფუნქციაც აქვს, თავად იგებ ბევრ ახალ რაღაცას :)

Anonymous said...

აღმოსავლურ ციმბირული მომწონს ყველაზემეტად :)

mystery said...

როგორ მიყვარს ლაიკა <3
აღმოსავლურ-ციმბირული და იაკიტური მომწონს ყველაზე მეტად.

Anonymous said...

დათვი ცოდოა..