Friday, March 25, 2011

გაცუდებული ოცნება.

დიდი ხანია სურვილი მბწკენს,რომ ეს პოსტი დავწერო.იქიდან გამომდინარე,რომ მეტად მტკივნეული საკითხია ჩემთვის ხშირად მომდევნო დღისთვის ვდებდი ხოლმე.არ აქვს აზრი,სათქმელი უნდა ითქვას!

ყველაფერი დაიწყო იმით,რომ საქართველოში გაისმა სიხარულის ყიჟინა მაისში deep purple-ის სტამბულში ჩასვლის შეხაებ.ავფორიქდი,აქეთ ვეცი,იქით ვეცი ფულის შოვნის იმედით (500 ლარი იყო საჭირო),მოვირბინე მთელი სახლი,ვეძებდი რა გამაჩნდა გასაყიდი.პირველმა მღელვარებამ გვერდით რომ ჩამირბინა მივხვდი,ტყუილად ვიჭაჭებოდი -
მე ფარფლების კონცერტზე ვერ წავიდოდი!
.

მერე როგორც ხდება ხოლმე-ტირილი,ხასიათის მოსპობა,საკუთარი უსუსურობის შეგრძნება და ა.შ.

დროის საოცარი სამკურნალო ეფექტის შესახებ გსმენიათ,ალბათ.გამონაკლისი არც მე ვიყავი.გავიდა დრო.დადგა 2010 წელი და კვლავ გაისმა ხმა ჩვენს ქვეყანაში
"deep purple 25 მაისს ერევანს ესტუმრებაო


წასვლაც გაცილებით იაფი ჯდებოდა ( 100 ლარი გზა და 27$-დან იწყებოდა ბილეთის ფასი).კიდევ ერთხელ მოვირბინე სახლი და ამჟამად აღმოჩნდა,რომ ვმუშაობდი და + ციფრული აპარატიც მქონდა,რომელიც მაინცდამაინც დიდად აღარ მომწონდა.საბოლოო ჯამში მოვაგროვე 150 ლარამდე და ვიყიდე ტურ-პაკეტი თავისი ბილეთიანად.სხვა აღარაფერი იყო საჭირო,გარდა 25 მაისამდე ლოდინისა. (27 მაისს დაბადების დღედ წოდებული დღე მქონდა და ვიფიქრე,ეს ყველაზე ბედნიერი შობადობის დღე იქნება მეთქი ჩემთვის.ჰოი,როგორ ცვდებოდი).

მისი უდიდებულესობა,ბილეთი.




დადგა ნანატრი დღეც.აქ უკვე მოკლედ ვიტყვი:ავიბარგე,წავიბარგე,მივებარგე და.....ვერ წავედი.




მიზეზი: პასპორტის არ ქონა.
რატომ არ წავიღე:არ მქონდა.

-არ იცოდი,რომ დაგჭირდებოდა?
-არა.მეგონა ტურ-პაკეტში შედიოდა.ორგანიზატორ გოგონას სამწუხაროდ ერთხელაც არ დასცდა სიტყვა,რომ ეკითხა პასპორტი თუ მაქვს,ან უბრალოდ ეთქვა,რომ მჭირდებოდა.


მოკლედ,იქ მისულს მიცახდებენ,რომ ვერ წავალ.ჩემი რეაქცია ერთხელ დავწერე უკვე.თავიდან წერის აუცილებელობას ვერ ვხედავ,ამიტომ, პირდაპირ ჩავაკოპირებ,აქ:

აუ,აი,რა ვთქვა?!
არ დამიწყოთ ის,რასაც მე ვეტყოდი სხვა.რომ არაუშავს,რომ აუდსუიგჰუსჰუიფჰისდჰფსდუიფჰსდფჰუისდჰფიუსდჰფ

უშავს!

გავისაუბროთ მეგობრებო სამართალზე?!

არასდროს ამომივა თვალებიდან ის სცენა.ვიდექი ხალხის წრეში,სადაც ერთი 3-4 კაცი მიმეორებდა,არა ვერ წამოხვალ,შანსი არ არის,გამორიცხულია.უკნიდან ყრუდღა ჩამესმოდა,"უიმე, რა ცოდოა,ეს ის არის ადრე რო ვერ მოდიოდა და ახლაც ასე დაემართა" (სიცილი).

-გამარჯობა,გიორგი ხარ ხომ,კიკონიშვილი?
-კი.
-მე ის ვარ ფეისბუქზე ,რომ მოგწერე.
-ა,მტერსასრუტი ხო?
-კი.
-ვაა,როგორც იქნა მოდიხარ.
-ვერ მოვდივარ.
-რააა?
ამ დროს ჩაერთო ვისაც მივყავდი,ის.

-წარმოიდგინე,ყველაზე პირველი მოვიდა აქ,ყევლაზე მეტად უნდოდა წამოსვლა,ყველაზე აქტიური იყო და ვერ მოდის.
-აუ,კაი,რა თან ბილეთიც გაქვს?აუუუუუუუუუუ..

მინდა ვთქვა რამე ,მაგრამ ცრემლი მახრჩობს.

-აუ,აი,გპირდები აქ ჩამოვლენ და ერთ ბილეთს პირადად მე მოგცემ.წავედი აბა,კარგად და...

ისევ ვერაფერს ვამბობ,მადლობა ამოვიხრიალე და წამოვედი.
სისულელეა.სადაც ჩემი ტრაგედია იწყება,იქვე იწყება ვიღაცის სიხარული და ამ ქაოსში წუწუნის სურვილიც კი გიქრება,როდესაც ამას იაზრებ.

გავიხსენოთ სცენა "პეიზაჟი ნისლში"-დან.
გემახსოვრებათ ცხენს რომ მოიყვანენ და დააგდებენ,ბავშვები რომ უყურებენ,ბიჭი რომ ტირის და ამ დროს უკან ქორწილია,ზეიმი,ღრეობა...დღეს ასეთ ზეიმს ვუყურებდი სცენის კულისებიდან,მაგრამ,ვერ გავაღწიე სცენამდე,ვუფრიალებდი ბილეთს,მაგრამ,ვერ შენიშნეს..

ამოვწუროთ.

ყველაზე ცუდი კი ამინც ის არის,რომ ახლა ემოციის საწყის ბურუსში ვარ,ნარკოზივითაა,ტრაგდეიის სიმძაფრეს ვერ ვგრძნობ ბოლომდე,გაბუჟებული ვარ.ნელ-ნელა დავიწყებ ნარკოზიდან გამოსვლას და აი,მთავარი აფეთქება იქ მელის.როდესაც დავიწყებ ფაქტების შეჯამებას,რეალური,ცივი გონებით გააზრებას.
ამნეზია მჭირდება..

პ.ს.ადამიანებს თანადგომა როგორ დავიწყებიათ.


ავტობუსების გასვლას აღარ დაველოდე.დავურეკე ორ ყველაზე საყვარელ ადამიანს და ვახარე,რომ არ მივდიოდი,ესეც იმიტომ,რომ ემოციისგან არ ავფეთქებულიყავი.შემდეგ მახსოვს ქუჩაში მარჯვნივ და მარცხნივ ტრადიციული გახედვის გარეშე გადავჭერი რუსთველის ქუჩა,შევედი მეტროში,დავჯექი ესკალატორზე და ვტიროდი.საოცრად მაღიზიანებდა ხალხის ცნობისმოყვარე მზერა,მაგრამ,რას ვიზამდი?განა მეც ასე არ დავუწყებდი ყურებას ჩემნაირ გაუბედურებულ მდგომარეობაში მყოფს ცნობისმოყვარეობით ამჩატებული?გზაში,სამარშუტო ტაქსში მყოფს ერევანისკენ მიმავალმა ავტობუსებმა გვერდით ჩამიქროლეს.ეს ბოლო წვეთის დამატება იყო ჩემს ტარგედიაზე.

სახლში ვერ მივედი.რატომღაც გეზი რუსთავის "ოლიმპის" სტადიონისკენ ავიღე.იქვე საპასპორტოში შევედი,დაჩქარებული წესით პასპორტის გაკეთების საფასური ვიკითხე.200 ლარიო...გამორიცხული იყო ყოველი მცდელობა.უნდა გამოვტყდომდი ჩემს თავს,რომ ამჯერადაც
ფარფლების კონცერტზე ვერ წავიდოდი




საპასპორტედან გამოსულმა,სტადიონისკენ ავიღე გეზი,დავჯექი სკამზე და რატომღაც უბრალოდ ვიღიმოდი.ამ დროს მოვიდა სმს:
"შინელი გაიხსენე,ოღონდ იცოდე,შენთან ვარ მე!"
დიახ,მარტო არ ვიყავი,მე! საოცარი სიმშვიდე დამეუფლა.მიყვარდა სამყარო,ვგრძნობდი როგორ მესაუბრებოდა,როგორი ჰარმონიული იყო ყველაფერი.გავყურებდი ამწიფებულ მწვანეს და მიხაროდა.რომ გეკითხათ,რა, ალბათ ასე გიპასუხებდით - სიმშვიდე.

11 comments:

Anonymous said...

ვაიმე ვაიმე :((
გეფიცები, ჯერ სტამბულის კონცერტზე გამახსენდი, ყველაფერი რომ დაყიდე და მაინც ვერ მოაგროვე ფული, მერე ერევანში...

აქაც გეტყვი, მე და შენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს Deep Purple-ს კონცერტზე, თუნდაც თბილისში, ადრე თუ გვიან :)

რამდენი წელია ამ ჯგუს უსმენ? მე დაახლოებით 7 წელი ველოდებოდი დღეს, როცა ფარფლებს ლაივში ვნახავდი. არც მე მჯეროდა მაგრამ ვნახე. შენც ნახავ, ჯერ დაშლას არ აპირებენ :P

mtersasruti said...

მე მჯერა შენი. )
გაგხსენდა ის სიტუაცია ეს მცირე დიალოგი რომ წაიკითხე? ))

მართა said...

vaime nino :( :(
warmomidgenia rogor iqnebodi aeroportshi :(
dzalian amagelvebeli posti iyo.. shentan ertad ganvicade

mtersasruti said...
This comment has been removed by the author.
mtersasruti said...

gmadlob. )

Anonymous said...

ყველა წინადადებაზე გამაჟრიალა თითქმის, რაცკი ამ პოსტში იყო :< რა ცუდი გრძნობაა :< იმედია, კიარადა მე მჯერა, რომ შენ მოხვდები ფარფლების კონცერტზე ♥

mtersasruti said...

pe,gmadlob. (hug)

gijmaj said...

ეჰ. ეს არის გაუმართლებელი დაუდევრობა. აღარაა, მოკვდა საბჭოთა კავშირი როცა უპასპორტოდ შეგეძლო მოგზაურობა :D ერევანიც საზღვარგარეთია, აზერბაიჯანიც და რუსეთიც :)))

mtersasruti said...

დიახ,ეს არის გაუმართლებელი დაუდევრობა + სხვა რაღაცებიც.

Anonymous said...

ertis mxriv, dzalian metkina guli am postis wakitxvis mere. meores mxriv, asetma sisulelem agmashfota :|

mtersasruti said...

it's ok. ))