წეღან ტუალეტში გეახელით.დიდი ვერაფერი დაწყებაა,ხომ?
კომპოზიცია წყლის წვეთმა შემომთავაზა.
აი,როგორ მოხდა:
ეცემა წყლის წვეთი რკინის დიდ ქვაბზე,აქვს დაგუდული და მძლავრი ხმა. ამას ემატება ონკანის შიშინი.ავუყოლე რკინის აბაზანას ხელი,დაგუდული წვეთის მერე ორჯერ ფრჩხილს ვურტყამ აბაზანას,შემდგომ, ნელ-ნელა ჩემი შარდის ხმა მივამატე წყვეტილად,მერე ფეხის იატკაზე დარტყმა დავიწყე.ბურთულიან კალამსაც გავუჭეჭყე თავი ერთი-ორჯერ. გახევის ხმის ეფექტი ტუალეტის ქაღალდს დავესესხე. გამოსვლისას სინათლის ჩამრთველს მოვუთათუნე ხელი ზემოთ-ქვემოთ...
თქვენ,რა,მუსიკა ამაზე მეტი გგონიათ?!
No comments:
Post a Comment