Tuesday, February 28, 2012

ბავშვობაში გვეგონა რომ..

***
მეგონა, რომ მანქანით რომ მივდიოდით მთვარე თან დაგვყვებოდა.
მეგონა,რომ ბამბის ნაყინი ღრუბელს მოგლიჯეს.
მეგონა,რომ წვიმა მარტო შემოდგომაზე მოდიოდა.

***
მეგონა რომ წვიმა ჰაერს წმენდდა. და ამიტომაც იყო ახალნაწვიმარზე ჰაერის სუნთქვა სასიამოვნო.
ახლაც მასე მგონია.

***
მეგონა,რომ ტელევიზორიდან მხედავდნენ და მიკვირდა ადამიანები როგორ ეტეოდნენ ტელევიზორში.


***
მეგონა დედამიწა ვაშლს გავდა.
მანქანით მოძრაობისას ხეებს თუ დავითვლიდი ავად არ გავხდებოდი.

***
მეგონა მეტროში მატარებლები ისე სწრაფად იმიტომ დადიოდნენ რომ არ დაგვენახა გვირაბში რა ხდებოდა.

***
მეგონა,რომ სარეცხის თოკებზე ჩამოკიდებული ყინულის ლოლოები არ იჭმეოდა.

***
მეგონა რომ სადაც გახეთქილი იყო ასვალტი იქ რომ დამებიჯებინა გასკდებოდა მიწა და ჩავვარდებოდი.
მეგონა რომ ზღაპრის გმირი ვიყავი.

***
მეგონა, რომ არსებობდა მთა, რომლის წვერზე ასვლისას ცას მიწვდებოდი.

***
მეგონა რომ სექსი მხოლოდ ერთ პოზაში იყო შესაძლებელი.

***
მეგონა რომ უკან ვიღაცა დამყვებოდა.

***
მეგონა რომ ფეხბურთის მოედანზე კარების წინ წყალი ესხა.

***
მეგონა  თოვლს თუ შაქარს დააყრიდი ნაყინი იქნებოდა.

***
მეგონა რომ ლამაზი ვიყავი.

***
მეგონა 11 წლის როდესაც გავხდებოდი ძაღლის ბეწვი გადამეყლაპებოდა და მოვკვდებოდი.
რომ სკამზე დამაგრებული ქოლგა მიცავდა.
თოჯინებს ლოცვით გავაცოცხლებდი და როცა მე ვიძინებდი ისინი მერე ცოცხლდებოდნენ.პატარა ხმაურზეც თვალს ვახელდი.მეგონა ისინი დადიოდნენ.  მეგონა,რომ ჩემი რეზინის სტფილოსფერი თოჯინა სპეციალური მისიით მოაგზავნეს ჩემს სახლში.ამ იდეით გარშემოტყმულმა ბუნკერში ჩავაგდე და ველოდებოდი როდის ამოვიდოდა.
მეგონა,რომ წუა ბამბა იყო.
ღრუბელს ყოველთვის ვადარებდი რძის ფხვნილს.
მეტროში,ესკლატორზე ჩასვლისას მეგონა,რომ სწრაფად თუ არ გადავახტებოდი კიბეს შიგნით შემითრევდა.

***
მეგონა რომ მთელი ცხოვრება ასეთი ვიქნებოდი და ჩემი პატარა კურდღელით ვითამაშებდი.

***
მეგონა,რომ ნაშვილები ვიყავი.

***
მეგონა რომ არსოდეს გავიზრდებოდი და ახლა მგონია რომ არასდროს დავბერდები .

***
მეგონა რომ წვიმის დროს მზე ბანაობდა და ჭარხლის წვენს თუ დავლევდი მალე გავიზრდებოდი.

***
მეგონა, რომ ყველაფერი ზუსტად ასე იქნებოდა.

***
ბავშვობაშე მეგონა რომ ადრე ცხოვრება შავთეთრი იყო როგორც ფოტოზე
ახლა კი ვიცი რომ ცხოვრება ახლაც შავთეთრია.

***
მეგონა რომ პაპა და ბაბუა სხვადასხვა რამ იყო.

***
მეგონა რომ ძაღლები ბავშვების გადასარჩენად იყვნენ.

***
ბავშვობაში მეგონა რომ მამაჩემი ულვაშებით დაიბადა.

***
მეგონა  მიწას თუ გავთხრიდი დედამიწა გამოჩნდებოდა.

***
მეგონა კარაქიან პურს მაგიდის ქვეშ თუ ამოვაკრავდი ბებიაჩემი ვერ მიხვდებოდა .

***
ბავშვობაში სოფელში რომ ჩავდიოდი მთებზე ნისლი ჩამოწვებოდა ხოლმე
ხოდა სულ გვეგონა მე და ჩემს ძმას რომ ჭიანჭველები ანთებდნენ ''ფეჩს'' და იმისი ბოლი იყო ეს ნისლი.

***
მეგონა  ღმერთი ნათურაში იჯდა.

***
მეგონა, რომ პურს ხე ისხამდა.
მეგონა, ჩემი და ძალიან დიდი იყო.
მეგონა, რომ ყველა ადამიანი, ვინც კი კანფეტს მთავაზობდა, მანიაკი იყო.

***
ჩემს სადარბაზოში შავი პარკი ეგდო,რომელშიც წითელი 'რაღაც' იდო,რაღაც მრგვალი,თითქოს ადამიანის თავი იყო. როცა ღამით მაღაზიაში მიშვებდნენ,მეგონა რომ ეს 'ადამიანის თავი' უკან გორავ-გორავით გამომეკიდებოდა,ამიტომ ყოველთვის 'დავრბოდი'.

***
მეგონა რომ ყველა ღამე არ თენდება და დაძინების მეშინოდა.

***
მეგონა, რომ ხიდზე თუ ბევრჯერ გადახვიდოდი ჩაინგრეოდა.

***
მეგონა,ღამით თუ არ დავიძინებდი არ გათენდებოდა.

***
მეგონა ქალი თუ მანქანას ატარებდა ბოზი იყო.

***
მეგონა რომ ყვავილებს ჩემი ესმოდათ... კიდევ მეგონა ქალი და კაცი თუ ერთად მღეროდნენ აუცილებლად ერთმანეთი უყვარდათ.

***

ბავშვობაში მეგონა,რომ ყველა მაგარი ფეხბურთელი ბრაზილიელი იყო.

***
მეგონა რომ დიდები ყოველთვის სწორად იქცეოდნენ.

***
ბავშვობაში მეგონა, რომ "ესკალატორს" "კალატორი" ერქვა და "ეს" ნაცვალსახელი იყო უბრალოდ.

***
მეგონა ულვაშებით მარტო ქართველი კაცეიბი დადიოდნენ.

***
 ბავშვობაში მეგონა თუ სულ პირდაპირ ვივლიდი დედამიწა დამთავრდებოდა.

***
მეგონა რომ ეშმაკი ღმერთის ბოროტი ძმა იყო.

***
მეგონა რომ მასწავლებლებს კალგოტკა არასდროს ეხეოდათ.

***
მეგონა, მართლა შეიძლებოდა იმ ადგილას მისვლა, სადაც მთვარე ჩადის.

***
ბავშვობაში მეგონა,რომ ქუჩაში თუ დედაჩემს ხელს არ ჩავკიდებდი ვინმე მომიტაცებდა .







No comments: