Thursday, July 1, 2010

რად უნდა სათაური?




ქუჩაში..რა ხდება ქუჩაში? არც რომ არაფერი.ისევ ეს უმოძრაო სახეები.მაშინვე შეატყობ,რომ ახალს არაფერს გეგმავენ. ამას მაშინ ვაფიქსირებ,როცა მზერა მიწიდან ადამიანებზე გადამაქვს. შემდეგ გავდივარ სხეულიდან და საკუთარ თავს გარედან ვუმზერ,ისევე მიმავალს ქუჩაში,როგორც ყველა.დიახ,ყველა! და მებადება კითხვა: განა მე ვაკეთებ რაიმე ახალს და უჩვეულოს?განა მეც ისევე არ ვმოძრაობ სხვისთვის სახეზე არაფრის კეთების წარწერით? იწყება ფიქრი უპირატესობებზე,რომ როგორმე გადავარჩინოთ მილეული ინდივიდუალურობა. აი,მაგალითად,ჩემს წინ მიმავალ გოგოს ზედმეტად ბევრი ცელულიტი დაერიცხა წელის ანგარიშზე.ნუთუ უპირატესობაა? მის გვერდით მიმავალ მამრს სახეზე როდესაც ვერ ვატყობ რომ მაინცდამაინც ემძიმება მისი პარტნიორის ცელულიტი ვხვდები,რომ ეს უპირატესობაც მეცლება ხელიდან.. რატომ ვეძებ უპირატესობას აღნაგობაში? მოდით ,ეს ზღაპრები ძილის წინ არარსებულ გმირებს მიუყევით. დილით კი წყლის მაგივრად სახეზე რეალობა შეიშხაპუნეთ..

და, მაინც,ცა ჩემი აივნიდანაც ყოველთვის იდეალურია.

No comments: