ცოტა..რა არის ცოტა?
ეს განცდაა იმისა,რომ გვინდა ბევრი.
ბევრი..რა არის ბევრი?
ბევრიც განცდაა.ის გვაგრძნობინებს,რომ არ გვაქვს ცოტა. ცოტა ფული,ცოტა სინდისი და ცოტა თმა მომრგვალო თავზე.
შენ ხომ ამაზე არ გიფიქრია?ხომ მართალი ვარ,რატომ შეწუხდი?შენ ხომ ამაზე საფიქრალად დრო არასდროს გამოგინახავს?!
მაინტერესებს რა არის განცდა?
განცდა მრავალი:გრძნობის,დროის,სიცივის,ბედნიერების..
დიახ! შენ არც ამაზე გიფიქრია!რატომ მიყურებ ასე?ფიქრობ ცილს გწამებ?არა,მე შენს თვალებში ვკითხულობ ამას.
მე კიდევ ბევრი რამ მაინტერესებს.შენ?შენ არაფერი.
ნეტავ,რას გადაგეკიდე ადამიანის საუკეთესო მეგობარო.
ხო,მართლა,ჩემს ძაღლს "ინტერესი" ჰქვია.
პ.ს.მთელი ამ ნაჯახირების დედააზრი ისაა,რომ ძაღლებს ამ ყველაფერზე დაფიქრება არ შეუძლიათ.ამ ქვეყნად კი ბევრი ადამიანი-ცხოველია,რომელთაც ძალუძთ ამაზე ფიქრი,მაგრამ არ ცდილობს.სწორედ ამიტომ უტოლდება ადამიანი ხშირად ცხოველს.
პ.პ.ს. თუ კიდევ ვერ გაიზარე ბოლომდე ჩემი ნათქვამი და გულში ცოტა ბრაზიც მოგერია,არ არის გამორიცხული,რომ შეიძლება სწორედაც შენ ხარ ეს "ძაღლი".
პ.პ.პ.ს.თუ უფრო მოიღუშე ე.ი. ზუსტად შენზე ვსაუბრობ, "ცხოველო".
3 comments:
bevrs vpikrob arada Zalian :s me bevr ramaze mifiqria :S
krgia..gaagrzele fiqri!
momewona dzalian :>
Post a Comment