
დიდი ხნის წინათ, 9 მთასა და 9 ზღვას იქით არსებობდა ერთი მთა სახელად- მოლოდინი…მწვანე თვალებში ყოველთვის რაღაცის მოლოდინი ჰქონდა ჩაბუდებული..იდგა და იდგა…ფიქრობდა და ფიქრობდა…ელოდებოდა რაღაცას, მოლოდინი…
თურმე, ოცნებაც შეძლებია მთას..ისიც ოცნებობდა-ადამიანის ნახვაზე ოცნებობდა..გაჰყურებდა ჰორიზონტს ადამიანის გამოჩენის იმედით.ხანდახან ჩიტები მიდიოდნენ მასთან და უყვებოდნენ ადამიანებზე ლამაზ ამბებს,ეუბნებოდნენ, რომ მათ სამყაროში ყველაფერი ლამაზია,რომ მათ შეუძლიათ ღიმილი,სიცილი და ზოგჯერ ტირილიც…..უყვებოდნენ, როგორ კვებავდა მათ ყოველ დილით პატარა გოგონა პურის ნამცეცებით..მოლოდინიც ისმენდა ამ ყველაფერს და უფრო მეტად ივსებოდა ადამიანის ნახვის სურვილით..თუმცა, დრო გადიოდა,მოლოდინის წინ გადაშლილი ჰორიზონტი კი არ იცვლებოდა...
მოვიდა ზამთარი,მოლოდინის სხეული თოვლმა გადაფარა. ჩიტებიც იშვიათად მოდიოდნენ მასთან...მოიწყინა...
-ლამაზო თოვლო,გიყვარს ზამთარი??
-აბა, როგორ არ უნდა მიყვარდეს?!მე ხომ მხოლოდ ამ სეზონზე ვსტუმრობ დედამიწას..
-რა ბედნიერი ხარ...
-ხო?ვითომ რატომ?
-იმიტომ, რომ შენ შენი მოსვლით ადამიანების გახარება შეგიძლია,მე კი აგერ უკვე საუკუნეა ვარსებობ და ჯერ არავის უთქვამს, რომ ბედნიერია ჩემი არსებობით..რა ხანია ველოდები ადამიანებს,ისინი კი არ ჩანან..
-რად გინდა ადამინების ნახვა?
-რად მინდა?ისინი ხომ დედამიწაზე ყველაზე კეთილი არსებები არიან,ჩიტებმა მითხრეს. რომ ადამიანებს უყვართ ყვავილები,თუ ასეა. რატომ არ მოდიან ჩემთან?მე ულამაზეს ყვავილებს ვაჩუქებდი მათ...
-ეეჰ..
-რატომ ოხრავ. თოვლო?
-შენს გულუბრყვილობაზე..ჩიტებმა ალბათ არაფერი გითხრეს, რომ კეთილი ადამიანების გარდა არსებობენ ბოროტი ადამიანებიც,რომლებიც მზად არიან შენი ლამაზი ყვავილები და ბალახიც წამში გადათელონ,ააშენონ შენზე სახლები,გააშენონ ვენახები, გირტყან ყოველ დღე გულში ნიჩაბი,ისე ,რომ არც დაგეკითხონ,იარონ შენზე და სანაცვლოდ მადლობაც არ გითხრან.
-მაგით რისი თქმა გინდა, თოვლო?შენ არ ხარ ბედნიერი, როდესაც ადამიანი გეხება?
-ვარ, მოლოდინო ვარ,მაგრამ მე კეთილი ადამიანების ნაფეხბურები არ მემძიმება,შენ ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ ღამით მალულად რომ ვეფინები მიწას,როცა ვიცი, რომ დილით უამრავ ბავშვს გავახარებ. და, აი, თენდება..ვხედავ ფანჯრებში ბედნიერ სახეებს,შემდეგ მესმის ჟრიამული,მორბიან პატარები მეხუტებიან,მისვრიან ზემოთ,მკოცნიან,მადნობენ...მეც მინდა ჩავეხუტო ,მაგრამ მეშინია არ გავყინო მათი სათუთი სხეულები და არ ვეკარები...
-ბოროტი ადამიანები?ისინი როგორები არიან, თოვლო?
-მხოლოდ კეთილი ადამიანების ნახვაზე იოცნებე, მოლოდინო,მხოლოდ მათზე იფიქრე... ჩიტუნები მართლები არიან..მე ..მე ნუ მომისმენ...
-მეშინია...
-რისი?
-ბოროტი ადამიანების, თოვლო...
-ნუ გეშინია,ისინი შენ არ შეგხვდებიან...
მოლოდინს კიდევ უნდოდა დიდხანს ესაუბრა ადამიანებზე, მაგრამ გაზაფხულდა და თოვლიც წავიდა მისგან..მარტო დარჩა ისევ,ხშირად ფიქრობდა თოვლის სიტყვებზე,ცდილობდა თავად გაეგო რას ნიშნავდა ზუსტად "ბოროტი ადამიანი"..გავიდა ზაფხულიც.მოლოდინს ენატრებოდა ჩიტები..ერთ დღესაც გამოჩდნენ, მაგრამ ადრინდელი ჟღურტულით აღარ შემოსევიან მთას..მოლოდინს გაუკვირდა მათი მოწყენილი სახეების დანახვა...
-როგორ ხართ ჩიტუნებო?რატომ დაიკარგეთ?იცი როგორ მომენატრა თქვენთან საუბარი..სად არიან სხვები?
-სხვები აქ აღარასოდეს მოვლენ, მოლოდინო!
-რატომ?რამე ვაწყენინე?დავუშავე რამე?
-შენ არა,ადამიანებმა,ბოროტმა ადამიანებმა..
მოლოდინი ჩაფიქრდა,ყველაფერი ერთად ამოუტივტივდა გონებაში,სწრაფად გაიაზრა და დააწყო აქამდე მისთვის აუხსნელი ფრაზები.მწარედ ამოიოხრა..საშინლად მოუნდა წვიმის მოსვლა ,რომ ეტირა...მას იმ მომენტში ყველაზე ნაკლებად უნდოდა ადამიანის ნახვა....
1 comment:
"შენ ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ ღამით მალულად რომ ვეფინები მიწას,როცა ვიცი, რომ დილით უამრავ ბავშვს გავახარებ. და, აი, თენდება..ვხედავ ფანჯრებში ბედნიერ სახეებს,შემდეგ მესმის ჟრიამული,მორბიან პატარები მეხუტებიან,მისვრიან ზემოთ,მკოცნიან,მადნობენ.."
ბავშვობა მონატრებულ მოზარდებსაც..
და მოლოდინმაც უნდა იცოდეს,რომ ბოროტება ადამიანშI იმიტომ ყვავილობს,რომ იმ ადამინს სიყვარული და ყურადღება მოაკლეს ოდესღაც ალბათ..
Post a Comment