
რა არის სიკვდილი?
მარადიული ლოდინის საგანი,რომლის შეგრძნებასა და სიმძაფრეს ყოველდღიურობა აქარწყლებს და ძალას უკარგავს.ამიტომაცაა ალბათ,რომ მარტოსული ადამიანები გაცილებით მწვავედ განიცდიან სიკვდილის საკითხს,ვინაიდან მათი გონება ყოველდღიურობის წვრილმან საკითხებს არ ეხება.
ბევრი ამაზე ფიქრს ერიდება.მიზეზი შიშია,ამ თემის სიძულვილი ან უბრალოდ ზედმეტად უდარდელობა.არადა ეს ისეთი მოვლენაა,რომლის მოსვლის შესახებაც ეჭვს ვერადროს შევიტანთ.ფაქტობრივად,ეს ერთადერთი მოვლენაა,რაც ადამიანებმა ზუსტად ვიცით,რომ მოხდება.უბრალოდ დროის ამბავია:ვიღაცასთან მალე მივა,ვიღაცასთან-ნელა,ვიღაცა თავად მოიყვანს მას..ის ყოველთვის ჩვენს გევრდითაა უსიამოვნო სტუმარივით,მომაბეზრებელი ადამიანივით ყველგან გვეჩხირება.ხშირად ვიგებთ როგორ მიაკითხა და წაიყვანა ვიღაც,იქ ,საიდანაც მხოლოდ თვითონ ბრუნდება.
ნუ შეგეშინდებათ,ადამიანებო!მიიღეთ ის ისე,როგორც მარადიული ლოდინის შემდეგ დაბრუნებული უსიამოვნო სტუმარი.
და მაინც,როგორ მაინტერესებს,ვისთან მივა პირველად:მასთან ვინც ეს დაწერა,თუ მასთან,ვინც ახლა ამას კითხულობს?!
1 comment:
"და მაინც,როგორ მაინტერესებს,ვისთან მივა პირველად:მასთან ვინც ეს დაწერა,თუ მასთან,ვინც ახლა ამას კითხულობს?"
:D
უუუ
კარგი იყო
Post a Comment