
დილით სიცივემ შემაწუხა.ფეხი გარეთ გამომეყო საწოლიდან და გამყინვოდა .სასწრაფოდ უკან დავაბრუნე და ვცადე ძილის გაგრძელება.ვეღარ შეეგუა საწოლი ჩემ უსაქმურობას და ფეხზე წამომაგდო.აღარ შევეპასუხე,კუჭმა სიტყვის თქმა არ დამაცალა.ტანსაცმელმა ხელი გამომიწოდა და ჩავიცვი.სამზარეულოსკენ ლასლასით გავედი.
მესიამოვნა ცხელი ჩაის დალევა მეც და კუჭსაც.ის-ის იყო მაცივრის კარი უნდა გამომეღო კარაქის პოვნის იმედით,რომ მოხრიგინე,თეთრმა ყუთმა მოწყენილი სახით თავი გააქნია-ტყუილად გამომაღებო.სხვა რა გზა იყო,სანამ კუჭი ყურს ამიწევდა სასწრაფოდ მოვუხმე ფეხსაცმელს და მაღაზიისკენ გავეშურე.
სადრბაზოს კარი გაღებული არ მქონდა,რომ სიცივემ ხელი ჩამომართვა.სასიამოვნოდ შემაჟრჟოლა და ქუჩას ავუყევი.ერთ-ერთი მაღაზიიდან სიცხიანი ხაჭაპურები მომესალმნენ.ვიფიქრე უფრო ახლოდან მოვიკითხავ-მეთქი,რომ წიგნების მაღაზიიდან გამყიდვლის,ჩემი ძველი ნაცნობის ენერგიული ხელის ქნევა შევნიშნე,თავისკენ მიხმობდა.ხაჭაპურებს დროებით დავემშვიდობე და წიგნების მაღაზიისკენ გავწიე.
ნიკოს თბილად მივესალმე.შემდეგ როგორც ხდება ხოლმე,ძალით მოვათრიეთ ჩვენამდე გადაღლილი კითხვები:როგორ ხარ?რას საქმიანობ?ოჯახში როგორ არიან? როდესაც გამოვეთხოვეთ მოვალეობას,წიგნების თაროებს შევყევი.
-როგორ გალამაზებულან.-ვუთხარი ნიკოს ნახევრად ირონიულად.
-ჰო,აბა,მაშ როგორ?!-მითხრა კმაყოფილი ხმით და ალბათ სახითაც.
ერთ-ერთი წიგნის ახლოს გაცნობა გადავწყვიტე,რომ ამ დროს მაღაზიის კარი გაიღო და შემოვიდა ასე 45 წლამდე,სიმპატიური გარეგნობის ქალბატონი.დაახლოებით ისეთი ტიპაჟის ,მხოლოდ მან და მისმა რამდენიმე მეგობარმა რომ იციან მისი “ნაკითხობის” შესახებ.მოურიდებლად გაიხადა პალტო,თითქოს საკუთარ სახლში შევიდაო ისე იქცეოდა.ვერც კი შევატყე ახლადმოსულის მორიდება.მოგვესალმა ისე,რომ არ შემოუხედავს ჩვენთვის.როდესაც გავაძღეთ ყურებით ჩვენი თვალები,ისევ ჩვეულ პოზიციებს დავუბრუნდით,თუმცა ზოგჯერ მაინც ვაპარებდი ხოლმე თვალს.
რამდენჯერმე აიარ-ჩაიარა ქალმა.ბოლოს როგორც იქნა გააკეთა არჩევანი და კმაყოფილი სახით გასძახა გამყიდველს:
-იქნებ საწყობიდან ახალი გამომიტანოთ,ეს მეტისმეტად დასვრილია.
-ახლავე, ქალბატონო.-დაბნეული ხმით უპასუხა, ნიკომ.
არ მესიამოვნა ამ ქალბატონის ზედმეტად თვითკმაყოფილი სახე და მზერა მოვარიდე.
-აი,ინებეთ.-როგორც იქნა გამოაღწია დაღლილი სახით ნიკომ.
-გმადლობ.
ის-ის იყო აპირებდა წიგნის ჩანთაში მოთავსებას,რომ გაისმა ხმა:
-მე არ მაქვს სურვილი,რომ თქვენ წამიკითხოთ.-უთხრა წიგნმა.
ქალს სახეზე ფერი ეცვალა.
-რა თქვი?-ისე იკითხა თითქოს გვანიშნა უცილობლად მომესმა და მეორედ სულ სხვა პასუხს მოვისმენო.
-რაც გაიგეთ.-არ ეპუებოდა წიგნი.-მე არ მსურს,რომ თქვენ წამიკითხოთ.
-ეს როგორ,როგორ ბედავ?ღმერთმანი,როგორი სითავხედეა!მე..მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი შეურაცხყოფილი.
-ჰოდა,ახლა ხართ.გთხოვთ დამაბრუნოთ ჩემ ადგილზე.-სიამაყისგან ანთებულ სახეს ვერ მალავდა, წიგნი.
ქალი საბოლოოდ მოტყდა,გაწითლდა.ცოტაც და მეგონა გასკდებოდა.ნერვიულად ჩაიბუტბუტა:
-მე ამას ასე არ დავტოვებ.-ისე თქვა ,რომ ცხადი იყო ამ სიტყვების თავადვე არ სჯეროდა.წიგნი მაგიდაზე დადო და მაღაზიიდან გავიდა,გასვლისას კარი ისე მძლავრად მოაჯახუნა ,რომ მინები შემეცოდნენ.
ცოტა ხანი სიჩუმე იდგა.ვერ ვბედავდით ხმის ამოღებას,ვერც მე და ვერც ნიკო.ბოლოს ისევ წიგნმა გამოგვაფხიზლა:
-დიდხანს უნდა ვიყოთ ასე?დამაბრუნეთ ჩემ ადგილზე!
-ჰო,ჰო,ახლავე.-ადრინდელზე უფრო დაბნეული ხმით ჩაილუღლუღა ნიკომ და წიგნი საწყობში არა-თაროზე მოათავსა.
ხელში შერჩენილი წიგნი ნაზად დავხურე და ადგილზე დავაბრუნე.ნიკოს სასწრაფოდ დავემშვიდობე,რომელსაც გაკვირევბა ჯერ კიდევ არ შეშრობოდა სახიდან და მაღაზიიდან გამოვედი.გამოსვლისას ძლივსღა მომესმა წიგნის კმაყოფილი ხმა:
-მე სრული უფლება მაქვს,რომ თავად ვირჩევდე მკითხველს.
უკან მოხედვა ვერ გავბედე.სწრაფი ნაბიჯით დავტოვე მაღაზია და ხაჭაპურებისკენ გავწიე.ვჩქარობდი,არ მინდოდა კუჭს ყური აეწია ჩემთვის.
7 comments:
სამალი მკითხევლისგან..
albaT gindoda geTqva-salami. : )
gmadlob,rom shemoixede chems blogze. : ))
კიჰ..
მინდოდა მეთქვა -სალამი..
პ.ს შენი ნიკი მეცნობა მე..
ერთ-ერთი ფორუმიდან..
ho,ert-ert forumze var da imitom albat. : )) teen.ge-s gulisxmob ,vgoneb.
aha..
zustad egaa..
ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, თამამად შემიძია ვთქვა, რომ ძალიან მომწონა! :)
მაშინ,თამამი მადლობა შენ. ))
Post a Comment