02.07.2011.
ყველაფერი ძალზედ ემოციური იყო.კერძოდ,რა? რასაც საყვარელი ადამიანების საბოლოოდ ნახვა ან დიდი ხნით განშორება იწვევს.
აფრენა ცისკენ..
"ნეტავ რა არის ზეცაში ასეთი იდეალური,რომ იქ წასული კაცი უკან მობრუნებული არ მინახავს?!წავალ მერე მეც,გავიგებ რა ხდება.."ახლა უკვე ვიცი! იქ,ზემოთ სამოთხეა! დავყურებდი დედამიწას ზემოდან და გონებაში ზედიზედ ხვავდებოდა ფრაზების გროვა : მე ცაში ვარ! მე ცაში ვარ! ღრუბელი დამალობანას მეთამაშებოდა,შევიდოდი შიგნით და ათეთრებდა ყველაფერს დაბრმავებამდე.ამის შემდეგ,როცა ვინატრებ ღრუბელში ან ღრუბელზე ყოფნას,გამახსენდება ეს ემოცია და მხოლოდ თვალების დახუჭვა იქნება საჭირო,რომ მასზედ მოვკალათდე.ფანტაზიამ წყალი ბოლომდე დალია. რა ლამაზია ზეცა,ადამიანებო!იდეალური სივრცე,რომელიც გაშეშებს.ზემოდან დედამიწა ისეთი უსუსურია და ნაკლებად სასურველი.ფიქრობ : რა მინდა ქვემოთ?!როგორ ვიცხოვრე ამდენი ხანი,იქ?! მაოცებდა ხალხი,რომლებიც ფანჯარაში ყურების ნაცვლად გაზეთს ჩაჰკირკიტებდნენ,ან ფანჯარას ფარდით ფარავდნენ..ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი შეგრძნებაა,როდესაც ამ დიდ ჩიტში მჯდომი იმაზე იწყებ ფიქრს ახლა რომ ჩამოვარდესო.ჩემ თავს განგებ ავუკრძალე მსგავსი ფიქრები,რომ არ შევშინებულიყავი,მაგრამ გაოცებამ ტუჩთან მოიკალათა ღიმილის სახით,როდესაც ამაზე ფიქრი კი არ მაშინებდა,პირიქით - მაღიმებდა. სილამაზემ შთანთქა სიკვდილის შიში,მე გავიმარჯვე მასზეც!
ასე იყო თუ ისე,მიზიდულობის ძალამ თავისი მაინც გაიტანა და ისევ დედამიწას მიმაჯაჭვა.ახლა ჩემი ახალი სახლის ფანჯრიდან გავყურებ ცას და ვიხსენებ იმ წუთებს,როცა მასთან ახლოს ვიყავი.და,რაც მთავარია - ახლა მე უკვე ვიცი რა ხდება,იქ,ზემოთ!
1 comment:
chemi gamgzavreba gamaxsenda. : )
da chemi gancdebi. : )
Post a Comment