Friday, July 30, 2010

ინტერვიუ საკუთარ თავთან,ანუ დაბნეული პასუხები.

რაზე წერ?რანაირად წერ?რაღაცნაირად წერ,სხვანაირად.ადამიანები არ გიყვარს თითქოს,ხომ? რამდენ ხანს უთმობ წერას? თემა როგორ გაფიქრდება? რამდენი ხანია რაც წერ?

ეს იმ კითხვების ჩამონათვალია,რომლებიც ჩემ გარშემო მოტრიალე ნაცნობებსა თუ უცნობებს მოსწყდებათ ხოლმე ბაგეთაგან ანდაც თითებიდან. სიმართლე რომ გითხრათ,მსგავსი კითხვები ჩემ პერსონას გვარიანად აბნევს,ვინაიდან ჩემი წერის პროცესი იმდენად უბრალო,იმწუთიერი და ჩვეულებრივია,რომ მიჭირს იგი ამ კითხვების მიერ შექმნილ ჩარჩოებში მოვაქციო .. ხშირად ამ კითხვებზე უბრალოდ მეღიმება,მაგრამ არა კითხვის ხასიათიდან გამომდინარე,უფრო ჩემ ყოფას ვუღიმი და უსუსურ კითხვას,რომელიც პირველად მოდის თავში : რა ვუპასუხო? ყეყეჩიზმი და ტყლარჭვიზმი არა მხოლოდ წერის ან საუბრის დროს,ზოგადადაც მამძიმებს.ასე მაგალითად.იგივე კითხვების დასმისას სხვათა პასუხები : მე ბავშვობიდან ვწერ,რაც თავი მახსოვს,ან, წერის დროს თითქოს სხვა სამყაროში ვარ,სკუთარ თავს ვპოულობ და ა.შ. სადამდეც გადასწვდება თქვენი აზრთა ჰორიზონტი ,თავად მოიფიქრეთ ჭრელა-ჭრულა პასუხები. მოათრევენ აწ უკვე გადაღლილ პასუხებს,რომელთაც სული ძლივსღა მოჰყვებათ წარმოთქმამდე.
ჩემსავე დაგმობილს მე როგორ გაკადრებთ,ამიტომ ვეცდები ამ კითხვებზე ერთხელ და სამუდამოდ მეც გავცე პასუხი.იქნებ,ზემოთ ნახსენებ ყეყეჩიზმს მეც გავერიო.სხვა თუ არაფერი ამას მაინც გავიგებ,მეც ზედმეტად მეჭრელაჭრულება კალამთან ურთიერთობა თუ არის მაინც რამენაირი სხვაობა. მაშ,ასე,მეგობრებო,ზეიმი იწყება,შენ დაუკარ!



კითხვა 1 :
რაზე ვწერ? ჰმ, არა- ყველაფერზე, არა- არაფერზე. უფრო თუ ჩავეძიებით,მოგახსენებთ ამდაგვარად. წარმოვიდგინოთ მწკრივში ჩაწყობილი ზამბარები.ისინი მკაცრი სიზუსტით არიან განლაგებულნი. ეს ზამბარების წყობა პირობითად ჩემი ტვინია,ის,რაც მაიძულებს,რომ ვიაზროვნო. ხანდახან ამ ონავარი ზამბარების წყობიდან,ერთი ზამბარა ამოხტება ხოლმე. ამ პროცესს მეორენაირად აზრის დაბადება ჰქვია. როდესაც ვიგრძნობ გონებაში ერთი ზამბარის ამოხტომას,ვიღებ კალამს,ფურცელს ( არავითარ შემთხვევაში არ ვხსნი წორდ-ს) და ვიწყებ წერას.



კითხვა 2:
რანაირად ვწერ? კალმით,მეგობრებო,კალმით.ზოგჯერ-ფანქრითაც. : D




კითხვა 3 :
ეს კითხვა არაა,უფრო უბრალოდ წინადადებას ჰგავს,მაგრამ შეიცავს საკმაო მონაცემის ინტერესს,ამიტომ ღირსია პასუხის გაცემის. პირველ რიგში, მადლობას უნდა გაკოცოთ ლოყაზე სხვანაირად წერის მანერა რომ “დასწამეთ” მის პატრონს. ეს ზედმეტად სასიამოვნო მოსასმენია ჩემი ორთავე სასმენი აპარატისთვის. რაც შეეხება კითხვის არსს-ადამიანების მიმართ სიყვარულს. “მეც ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური არ მეუცხოვება” © ვიღაც. ძნელია ამ ფრაზას რაიმე დაუპირისპირო.ერთი შეხედვით ჩემი ადამიანებისადმი არც თუ ისე დიდი ქომაგობა თითქოს ნათელია და ამას არც უარვყოფ,თუმცა ჩემი წეირის მანერა ადამიანებისადმი სიძულვილის არა,უფრო მათი გამოფხიზლებისაკენ არის მიმართული. მე არ მსიამოვნებს ადამაინისებრთა ჯიშის დამოკიდებულება ბუნების,სამყაროს,ზოგადად მოველენების მიმართ.ჩვენში ზედმეტად არის მომადლებული :ყეყეჩიზმი,ჯანდაბიანიზმი,ხლამიზმი,ამპარტავანიზმი და მრავალი სხვა მანკიერებანი. მე არ ვაღიარებადამიანს,როგორ სამყაროს უპირველეს გონს,ყველაზე მოაზროვნე არსებას,რომელსაც გააჩნია შეუზღუდავი უფლებამოსილება,გონიერება და ა.შ. (იხ. ჩემი ჩანახატი “ლოთები vs ძაღლები”, http://mtersasruti-mtersasruti7.blogspot.com/2010/06/vs.html აგრეთვე “ის,რაზეც არ გიფიქრიათ უმეტესობას მაინც http://mtersasruti-mtersasruti7.blogspot.com/2010/01/blog-post_18.html) ადამიანებმა ბევრი რაღაც მივიღეთ აი,ასე,უბრალოდ. თითქოს ეს ასეც უნდა იყოს და მეტი არაფერი,აღარ ვიმეტებთ რიგითი მოვლენებისთვის გრამ ემოციასაც კი. ჰო,მერე ,რა,რომ ამოდის მზე,წვიმს ან ცა თავს ისაზღვრავს ცისარტყელით- ცისა და მიწის გამოყოფი დეფისით. © მერე რა,რომ მედიცინა მწვერვალებს იპყრობს, რომ ერთი ადამიანის გული ისე მარტივად გადადის მეორის მკერდში,თითოქს სულ არ გამოეცვალოს ბინა, მერე,რა,რომ მარსზე წყალი აღმოაჩინეს ანდაც ის,რომ ჩვენი ერთი სურვილი და ხელოვნების ნიმუშს აგვიწყობენ, მანქანის სახით, ნომრის საკუთარი სახელით შეცვლა კი მოგახსენებთ, ადამიანური სიყეყეჩის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.მერე,რა,რომ არსებობს უკვე ინტერნეტი,არსებობს ქვეყნიდან ქვეყანაში მიმოწერის უსწრაფესი საშუალებები,რომელიც უფლებას გვაძლევს ინფორმაცია უმოკლეს დროში გავცვალოთ მსოფილოს ნებისმიერ წერტილში და ვახტანგ გორგასალივით არ მოგვიწიოს რუსეთში გაზავნილი დეპეშის პასუხისათვის ლოდინი 6 თვე. მერე,რა,რომ ისევ ისე იზრდება ხე (ბოდიში,რომ ხემ დროის მსვლელობის მიუხედავად თავისი წარმოშობის ხერხები ვერ დახვეწა და მაინცდამაინც ვერ მოიპოვა რობოტების ეპოქაში მაცხოვრებელი მოდგმის მოწონება), მერე,რა,რომ ზღვას ისევ დაჰყვება ტალღები ნაოჭებად და აქაც არაა სიახლე, მერე,რა,რომ მერე რა? მე ვისურვებდი,რომ ამ ყველაფერს დაეტანოს უფრო მეტი ემოცია,ვიდრე ეს ახლა ხდება,მოხდეს მოვლენათა უფრო სიღრმისეულად აღქმა. ქუჩაში ვხედავ გამომხმარ ემოციებს,რომელიც ადამიანთა უმეტესობას აქვს აკრული სახეზე,გეგოენბა საგანგებოდ იზრუნაო ამაზე ვინმემ. ეს კატასტროფაა (იხ. ჩემი ჩანახატი “ისევ და ისევ”,http://mtersasruti-mtersasruti7.blogspot.com/2010/07/blog-post_383.html “რად უნდა სათაური”http://mtersasruti-mtersasruti7.blogspot.com/2010/07/blog-post.html ). მეტის დამატება ვფიქრობ,უაზრობაა.




კითხვა 4:
წერისათვის ყველაზე დიდი ხანი,რაც დამითმია არის მაქსიმუმ 1 საათი. თუმცა უმეტესობა ნაწერისა სადღაც 15-დან 25 წუთამდე იწერება.



კითხვა 5:
თემის მოფიქრებაზე ზამბარების მაგალითს გავიხსენებ ისევ და დავამატებ, რომ ამ ზამბარის ამოხტომას უზრუნველყოფს გარემოება - საწყისი და უმთავრესი მიზეზი თითქმის ყველაფრისა.




კითხვა 6:
რამდენი ხანია რაც ვწერ? რაც ტანი მახსოვს. : D



ადამიანებო, ჯიში ერთი გვაქვს,მაგრამ ზოგჯერ ისე მეუცხოვებით...

1 comment:

Anonymous said...

ადამიანი!