ამხანაგმა,პეპემ დამთაგა არც თუ ისე დიდი,მაგრამ არც თუ ისე ცოტა ხნის წინ. ჯანდაბიანს სანამ განვდევნიდი ჩემიდან,სწორედ ამდენი დრო დასჭირდა,ანუ 1 კვირა. ვითვალსიწინებ "სჯობს გვიან,ვიდრე აარსდროს"-ს პრინციპს და სანამ ჩემი დის ციფრული ჯერ კიდევ ჩემ ოთახში ბინადრობს,დავწერ და მოგახსენებთ ჩემიანი ამოლაგებული ჩანთის ან ჩანთების შესახებ,ასევე მათში მობინადრე საგნებზე.





პა,პაამ.ესეც ასე.ჩანთა ამოლაგებულია,ახლა კი დროა უკან ჩავალაგო. )
რა დევს ნინოს ჩანთაში?აბსოლუტურად არაფერი განსხვავებული,ანუ ის,რაც არ სდებია ჯერ სხვას. : D ეს გახლავთ ჩემი ჩანთების ის ნაწილი,რაც მიყვარს და ძირითად გამოიყენება ჩემს მიერ.ბითლზების და ფლოიდების ჩანთების ხმარების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია,აგრეთვე ე.წ. ჯაჭვებიანი დიდი ჩანთისაც,რომელსაც ძირითადა სწავლის პერიოდში ვიყენებ,მისი მოცულობის და ჩემი წიგნების ზომის გათვალისწინებით.

რა ვუთხარი ისეთ ჩანთას,სადაც მპ3 პლეერი არ ბინადრობს?!რა ვუთხარი და არც არაფერი. ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი ნივთი,მილანის დისკების ჩასადებითურთ.ჩემ ჩანთაში მობინადრე ყველაზე ერთგული ნივთ-მეგობარია,რომელიც იოლად მატანინებს გპი-ში არსებულ ჯოჯოხეთურ ხმაურს და მარშუტკაში გამეფებულ ხლამურ-შიზოფრენიულ-ჯანდაბიანურ საუბრებს.

შემდეგი პაწაწინა ნივთები,რომლებიც ძირითადად ჩანთაში არა,ჩანთებზე ბინადრობენ,გახლავთ ე.წ. "ბრელოკები". ჩემი ინტერსებიდან გამომდინრე, ამ ნივთებზე გამოსახულია საყვარელი კლუბის,ნაკრების და ავტომობილის გამოსახულებები.
პ.ს. და ასევე ერთ-ერთი (ერთადერთი თუ არა) იტალიის სამაჯური,რომელიც ძალიან ადრე მაჩუქა კლასელმა.

შემდეგი ნივთები გახლავთ ჩემი პირადი ჩანახატების,აზრების საცავი,წითელი რვეულის სახით,ასევე ფანქარი,რომელიც ჩემთვის კალამზე მოსახერხებელია და ჩემი შორ მანძილზე საკავშირო მოწყობილობა იგივე-ტელეფონი,ფონზე საყვარელი ჯგუფის გამოსახულებით.

დასასრულს შევეხები შედარებით წვრილმანებს,რომლებიც ჩანთაში ძირითადად ქაოსურ მდგომარეობაში იმყოფებიან.ესენი გახლავთ: პირადობის მოწმობა,სანიშნი ფურცლები,სტუდ-ბილეთი,საფულე,ხელსახოცი (ძირითადად უსუნო,სუნიანებზე ალერგია მაქვს) და გაგას ნაჩუქარი მოსწავლის ბარათი,მიუხედავად იმისა,რომ ჩემი სტუდენტობის წლები უკვე 4-ს ითვლის.ჩემი გარეგნობის წყალობით,ჯერ ისევ მოსწავლის მდგომარეობას ვინარჩუნებ და ეგებ ამის წყალობით 40 თეთრიც დიდხანს დაიზოგოს. )

პა,პაამ.ესეც ასე.ჩანთა ამოლაგებულია,ახლა კი დროა უკან ჩავალაგო. )
No comments:
Post a Comment