
ძალზედ გაცვეთილი ფრაზაა,ადამიანის გონების მიერ ალბათ მილიონჯერ გადათელილი ფიქრი...ფიქრი იმ დღეზე,როცა ყველაზე ბედნიერი იქნები..მეც ხშირად მიფიქრია ამაზე.და,აი,ეს დღეც..რა საოცარიც არ უნდა იყოს ჩემთვის და თქვენთვის უბრალოდ მორიგი ფაქტი რიგითი ადამიანის ცხოვრებიდან,ეს დღე დადგა!
საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში,ულამაზეს მინდორში,ლამაზი ,წყნარი ცის ქვეშ,ვზივარ მუხლებზე ,მას კი თავი ჩემ ფეხებზე უდევს და ბალახს პირში ათამაშებს..მე ცისფერი ქუდი მახურავს და ფეხზე მწვანე ფეხსცმელი მაცვია..მას?მას რა აზრი აქვს,ისედაც საყვარელია..ხანდახან შემომხედავს ხოლმე თვისი დიდი,ულამაზესი თვალებით.ერთი შეხედეთ რა ლამაზი წამწამები აქვს:გრძელი,ხშირი..ზოგჯერ მშურს კიდეც (თეთრი შურის არ მწამს) ასეთი წამწამები არ სჯობს გოგოს ჰქონდეს-მეთქი?!
ზოგჯერ ამომხედავს,თუმცა მის სახეზე ვერ ვკითხულობ ვერც ერთ ემოციას..ზოგჯერ მგონია,რომმიღიმის ან უბრალოდ მიყურებს..იქნებ ნაწყენია ჩემზე ან სულაც მადლობას მიხდის..
ნაზად ვეფერები თავზე,ყელში,ვუღიმი და მგონია,რომ დღეს ორივე ყველაზე ლამაზები და ბედნიერები ვართ..
მართლაც, რომ საუცხოო გრძნობაა,ქალაქიდან შორს მოწყვეტილი,ყოველგვარ ხმაურს მოშორებული,პატარა, ლამაზ სოფელში,ლამაზ მინდორში ყოფნა....
ვზივარ მუხლებზე,მას კი თავი ჩემ ფეხებზე უდევს და პირში ბალახს ათამაშებს,ჩემთვის სრულიად უცნობი მენახირის,საოცრად საყვარელი ბოჩოლა...
No comments:
Post a Comment