Thursday, June 10, 2010

მიტოვებული სამოთხის კარი.




დღეს უმიზეზოდ,ჩუმად ჭრიალებს
მიტოვებული სამოთხის კარი.
სამოთხის კარი ღია დარჩაო,
დღეს ქვითინებდა ვიღაცა, ქალი.
ქალი-სათქმელად ასე მარტივი
და შესაცნობად რაოდენ რთული,
რა ადვილია ის გააღმერთო,
ან განწყობისთვის ატკინო გული.
სამოთხის კარი ღია დარჩაო,
კვლავ არ ჩერდება ვიღაცა, ქალი,
ვიღაცა ქალი?არა,გეშლება-
დიასახლისი სამოთხის კარის.
ბროლის თითების ხუთგვარი წყობა,
ნაზად ეხება კარების კიდეს
და ხურავს ისე,ვით არწევს აკვანს,
ანდაც პატარის საფენებს ცვლიდეს.
მიხურავს კარებს ,წარსულის მსგავსად
და აუჩქარებს სახლისკენ ნაბიჯს,
გზად აგონდება -ამ ნასახლარში
ახლა ის არის, კაციც და ქალიც.

1 comment:

შიო said...

ქალებმა რომ ბოლომდე იცოდეთ თქვენი ძალის ამბავი, ცხოვრებას თავდაყირა დაამხობდით :)