Monday, June 7, 2010

საუბარი, ხესთან.



პროლოგის მსგავსი.

ყოველთვის. როდესაც კალამს ფურცლის მარცხენა მხარეს ვუმიზნებ,მგონია,რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი..
ის ისტორია,რაზეც ახლა მსურს გიამბოთ,ჩემმა ბავშვობის მეგობარმა მომითხრო.ისტორიას ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბის ელფერი გადაჰკრავს .მეგობარს ხათრს ვერ გავუტეხავდი,მითუმეტეს,რომ თავიდანვე გამაფრთხილა,სულაც არ ველი,რომ დამიჯერებო.ჩემს აზრს არ მოგახვევთ თავს.წაიკითხეთ.დაჯერება-არდაჯერების ტვირთიც თქვენთვის დამითმია.




სტუდენტობამ აქამდე შეკეცილი ფრთები გამიშალა.პირველივე წელს სასრველ ფაკულტეტზე მოხვედრა ცხადია დიდი ბედნიერება იყო ერთფეროვნებით გადაღლილი გონებისათვის. ფოტოგრაფობა მას შემდეგ ავინიჟე,რაც სკოლის მე-9 კლასში ერთი გოგო გადაემტერა ჩემ თვალებს.საოცრად იშვიათი სილამაზის პატრონი იყო.როცა ახლოს გავიცანი ,დავპირდი ფოტოგრაფი გავხდები და ფოტოებს გადაგიღებ მეთქი.პირობა ავასრულე,მართლაც ჩავაბარე დაპირებულ ფაკულტეტზე,მაგრამ ჩემი მუზა გაფრინდა სხვაგან.როგორც ჩემამდე მოსულმა ხმებმა მაუწყა ოჯახი პრობლემების გამო სხვაგან გადაცხოვრდა. ცხადია უკან ვეღარ დავიხევდი,თან არც ჩემს უნივერსიტეტში დამხვდნენ მასზე ნაკლები გოგონები. მათი ყურებისას ხშირად ვემადლიერებოდი გულში პირველი არშემდგარი კადრის ავტორს.ის რომ არა ვინ იცის,ვიპოვნიდი კი სასურველ პროფესიას. მანამდე არც არასდროს გამივლია აზრად თავში,თუ რა მინდოდა მომავალში. საბედნიეროდ კარგი ფოტოების გადაღების ნიჭი აღმომაჩნდა და თავი ქუდში დავიგულე : ვიყავი სტუდენტი,მომწონდა გარემო,მამამ უპრობლემოდ მიყიდა სასურველი ფოტოაპარატი.18 წლის მოზარდს რაღა მინდოდა ბედნიერებისთვის,ყოველ შემთხვევაში იმ დრომდე მაინც,ვიდრე ეს ყველაფერიც მომბეზრდებოდა. შემდეგ როგორც ხდება,ავიკიდებდი ხოლმე აპარატს და დავხეტიალობდი ქალაქში,ვიღებდი ყველაფერს რაც თვალწინ გადამეღობებოდა,თუნდაც სრულიად უაზრობას. დედას მაინცდამაინც არ ხიბლავდა ჩემი შედევრები.მირჩია ბებიასთან ჩავსულიყავი,სოფლის ხედების გადამკიდე ნამდვილად კარგი მასალა დამიგროვდებოდა. გამიხარდა,რომ დედას ასეთი კარგი იდეა დაებადა. არ გამომიდია თავი.სოფელში ჩასვლით ორ კურდღელს ვიჭერდი: წინასწარ ვტკბებოდი იქაური ხედების წარმოდგენით და თან ბებიასაც შევუვსებდი ჩემი მონატრებით გამოწვეულ სიცარიელეს. პაპა ახალგაზრდა გარდაიცვალა,როგორც გადმოცემით მითხრა დედამ,ღვიძლი დაშლია.დარჩა ბებია სახლში მარტო,არ ვიცი მიზეზი,მაგრამ ჩვენც საკმაოდ იშვიათად ჩავდიოდით,უფრო სწორად კი ჩემი მშობლები,მე 11-12 წლის მერე აღარც გამიხედავს იქით. შემეცოდა რომ წარმოვიდგინე,თან გონებაში ჩემ თავს არ ვუტყდებოდი,რომ ამ ყევლაფრის გააზრების მერეც ფოტოების გადაღების ხათრით უფრო ჩავდიოდი,ვიდრე ბებიის ნახვის სურვილით ანთებული. მოვამწყვდიე ჩანთაში ერთი-ორი პირადი ნივთი და გავეშურე მშობლიური კუთხისკენ.სახლის ასავალ-დასავალი გონებიდან ამომვარდნოდა.კითხვა-კითხვით მივედი ბებიას სახლამდე.სირცხვილს რომ ავრიდებოდი,ვიტყუებოდი შორეული ნათესავი ვარ და აქეთ პირველად ვარ მეთქი.ბებია აივანზევე შევნიშნე:-როგორ შეცვლილა,როგორ მომტყდარა.-ვფიქრობდი და გული მეწურებოდა.-ვაითუ ვერც მიცნოს.
როდესაც შემნიშნა,წამოდგა და დამაკვირდა.არ ვიცი რატომ,მაგრამ მოხუცების გადაკოცვნა და ჩახუტება გვარიანად არ მსიამოვნებს,ამჯერადაც ძლივს გადავიტანე ბებიის აღფრთოვანებული ხვევნა-კოცნა. ერთი-ორი სიტყვით რომ მოვუყევი ოჯახის ამბები,ვუთხარი რისთვისაც ჩამოვედი.ცხადია პირველად ვახსენე,რომ მისი ნახვა მინდოდა და შემდგომ ფოტოების გადაღება.მერე რა,რომ მოვატყუე,სამაგიეროდ ვასიამოვნე ამ უბრალო ეშმაკობით. ვკითხე,სად იყო ლამაზი ადგილები.გამოყოლა შემომთავაზა,არანაირი სურვილი არ მქონდა მისი თანდასწრებით მეცოდვილა. თანდათან სულ უფრო უხერხულად ვგრძნობდი თავს,დავპირდი მალევე დავბრუნდები მეთქი და სახლიდან სწრაფადგამოვედი. გენიალურ ხედებს რა დალევს ჩემ სოფელში.ნაცნობი ადგილებიც ნელ-ნელა აღდგა გონებაში და გავშინაურდი.ალბათ 2 საათის განმავლობაში მაინც ვიღებდი ხედებს,სიარულისგან გადაჩვეული ფეხები აცრემლებული რომ დავინახე,შემეცოდა და იქვე ხის ქვეშ წამოვწექი.საშინელი შიმშილის გრძნობა მეცა,ვინანე,სახლიდან ხელს რომ არაფერი არ გამოვაყოლე.სუფთა ჰაერმა თავი ისახელა და მეც ჩამთვლიმა.ცოტა ხანში რხევამ გამომაღვიძა,თითქოს რაღაც კანკალებდა.თავიდან მიწისძვრას დავაბრალე,მაგრამ ცოტა აზრზე რომ მოვედი მივხვდი,ბიძგებს მხოლოდ ზურგში ვგრძნობდი.აშკარა იყო-ხე კანკალებდა. სანამ ახლადგამოღვიძებული ვცდილობდი გამერკვია რატომ კანკალებდა ,როდესაც გარშემო ნიავიც კი არ ქროდა,5 წუთი მაინც გავიდა. სწორედ აქედან იწყება ის საკვანძო მომენტი.შეგუებული ვარ,რომ შეიძლება გიჟად ჩამთვალო,უბრალოდ ეცადე ,რომ მომისმინო. მე ხე დამელაპარაკა,დიახ,მეგობარო,ხე.
-მე ვიცი რასაც აპირებ.
დაფეთებულმა ინსტიქტურად უკან მოვიხედე.არავინ რომ არ იყო წამოვხტი და აქეთ-იქით დავიწყე ყურება.
-საით იყურები,აქეთ,ზემოთ.
ახლა ზემოთ დავიწყე უმწეოდ თვალების ცეცება.ადამიანის კვალიც რომ ვერ შევნიშნე,ვიფიქრე,რამე ბოროტი ძალა თუ მესაუბრება მეთქი. ცხადია რაიმე მსგავსის საუბარს უფრო ვიწამებდი ,ვიდრე ამეტყველებული ხისას,თუმცა მალევე მომიწია ამის დაჯერება,როდესაც თავად განმიცხადა,ხე გესაუბრებაო.
-კი მაგრამ,ეს როგორ?ხეს არ,არ . .ხე არ საუბრობს!
-ჰო,აბა,რა.ეგ მხოლოდ ადამიანებს შეგიძლიათ.
ღმერთმანი,ხე დამცინის,გავიფიქრე.
-მე ვიცი რისთვისაც მოხვედი.-ისევ გამიმეორა,წინანდელზე მტკიცედ.გაგეცინება ალბათ,ხმის სიმტკიცე სადღა შენიშნეო.შევნიშნე,მეგობარო,უფრო უარესიც შევნიშნე,იქამდეც მივალ.
-ვერ მიგიხვდი,რას ვაპირებ ან, რა ხდება საერთოდ ჩემს თავს.
-აქ ხდება ის,რასაც ადამიანები ხშირად აკეთებთ ხოლმე ,როდესაც ჩვენს ჩრდილში გვარიანად გამოიძინ-გამოისვენებთ.
კიდევ უფრო დავიბენი.ხის ქვეშ ალბათ 11-12 წლის მერე არ წამოვწოლილვარ.მოგეხსენებათ,ქალაქში ხის ქვეშ ძილი ზედმეტად კომიკური მოვლენაა,ამიტომ ვერ გამეგო რა ბრალს მიყენებდა,ხე.
-ჩანთაში რა გიდევს?
აქ უკვე ვეღარ მოვითმინე და ისტერიული სიცილი დავიწყე.მეც არ ვიცი რა მახარხარებდა,ვიფიქრე,ხომ არ გავრეკე მეთქი.თუმცა რა ცოდნა უნდოდა,ხეს აინტერესებდა რა მქონდა ჩანთაში,გესმის?ინსტიქტურად ვეცი ჩანთას და ამოვაყირავე.წამოვყარე ყველაფერი,ფოტოაპარატიანად.
-აი,ესენი მაქვს.ფოტოაპარატი ხომ არ გათხოვო?სადაც საუბარი გცდონია,იქ კარგი ფოტოების გადაღებაც გეცოდინება,თან შენიდან გაცილებით კარგი ხედი იქნება,მაღალზე ხარ.
ისტერიკა ჯერ კიდევ არ მქონდა გავლილი,როდესაც ხემ საკმაოდ მკაცრი ხმით მკითხა:
-ცულს სად მალავ,ადამიანო?!
აი,თურმე რაში ყოფილა საქმე.აი,თურმე რა ბრალს მიყენებდა იგი.
-მე ცული აბა,რად მჭირდება,ბატონო.არც არასდროს დამჭირვებია.გამოძინების მერე ისევე დაგტოვებდი,როგორც მოვედი.
მცირე პაუზა ჩამოვარდა.
-მაინც,რატომ იფიქრე,რომ ცულით მოგადექი და შენს მოჭრას ვაპირებდი?
-უცნაური კითხვაა. .შენი სახელი?
-სანდრო.
-სასიამოვნოა,ხე,კერძოდ,მუხა.
ამ მომენტში ალბათ ყევლაზე გამოთყვანებული კაცის სახე მქონდა მთელს დედამიწაზე.გამოხატვის უნარიც კი წამერთვა.უბრალოდ, დინებას მივყვებოდი და ველოდებოდი რა მოხდებოდა.
-ჰო,სანდრო,კითხვას დავუბრუნდები.გაინტერესებს რატომ ვიფიქრე ასე.აბა,გაიხედე ერთი ცოტა იქით,მარჯვნივ.ხედავ მოჭრილ წიფელს?ჯერ კიდევ 3 დღის წინ ცას აჰყურებდა.ვინ აქცია შენი აზრით კუნძად?
ცხადია მეც ადამიანი ვიყავი და სრულიად საფუძვლიანი იყო მისი ეჭვი ჩემზეც.მეწყინა,საოცრად მეწყინა.
-სავალალო იცი კიდევ რა არის?ჩვენივე მასალა უდევს საყრდენად,ჩვენსავე მკვლელს.
ცულის ხის ნაწილს გულისხმობდა,ალბათ.ეს მერე გავიაზრე.საოცრად მომინდა დედამიწაზე არსებული ყველა ცულისთვის მომესპო არსებობა.
-უმადურები ხართ ბუნებით ადამიანები.არ კმარობთ ჩვენგან ნაყოფს,ჩრდილს.ასე მგონია ჩვენს სილამაზესაც აქციეთ ზურგი.აი,შენ დიდი მონდომებით რომ გვიღებდი წეღან ფოტოებს,ხვალ შენნაირივე ჯიშის ძირში გადაგვჭრის.
(დუმილი)
-თუმცა,შენ რას გერჩი?!როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ გადაგვარებულა თქვენში ყველა.
-მართალი ხარ.გეფიცები,ფოთოლსაც კი არ გაცლით ხოლმე.-დავიწყე დატუქსული ბავშვივით თავის მართლება.
-მჯერა,სანდრო,მჯერა.-და აქ მოხდა ის,რაც არასდროს არ წაიშლება ჩემი თვალებიდან.ხემ გამიღიმა.დიახ,დიახ,ნუ მიყურებ ასე.მთლიანი არსებით ვიგრძენი მისი გაღიმება.მივედი და მთელი ძალით ჩავეხუტე, როდის ავტირდი არც მახსოვს.ვუსვამდი დაკოჟრილ კანზე ხელს და მინდოდა მთელი კაცობრიობის ცოდვები მე მეზღო.

-ყმაწვილო,ცუდად ხო მარ ხართ?ყმაწვილო,გესმით ჩემი?
ძლივს გამოვერკვიე,მოხუცი კაცი წამომდგომოდა თავზე და შეშინებული თვალებით მიყურებდა.
-10 წუთია გაკვირდბი, შვილო,ხეს ელაპრაკებოდი,ხომ კარგადა ხარ?
-ხეს?-ისე გამიკვირდა,რომ მე თვითონ შევცბი,რატომ ვიკითხე მეთქი-დიახ,დიახ ხეს ვესაუბრებოდი.
მის სახის მიმიკას რომ შევეჯახე,პასუხი აღარ დავაცალე და ვკითხე:
-თქვენ მოგიჭრიათ ოდესმე ხე?
-რა თქმა უნდა,მომიჭრია.ზამთარში ჭირს შვილო შეშის გარეშე.
-დამპირდით,რომ ხეს აღარსდროს არ მოჭრით.არა,მე არა,აი,ამ ხეს დაპირდით.იცით ახლა გვისმენს,გრძნობს და ეშინია,ცულის ეშინია,გესმით,ცულის და ჩვენი,ადამიანების.არ ღირს გათბობის გამო მათი მოკვლა,არა!!
-მესმის შვილო,მესმის.ვისი ბიჭი ხარ შენ?
-მე?
-. . .
-მე მარიამ ბებიას შვილიშვილი ვარ,პაპას სანდრო ჰქვია,ომის ვეტერანი იყო.
-აჰა,სანდრო,სანდრო.ვიცნობდი,მაშ.შენ კი ახლა გამახსენდი,სულ პატარა მახსოვხარ.აღარ ჩამოდიოდით ხოლმე აქეთ.რად დაივიწყე მშობლიური მხარე,ბიჭო?აგერ,ხესაც მონატრებიხარ,ისე გაუხარდა შენი დანახვა,რომ საუბარიც კი გაგიბა.
დამცინა მოხუცმა.მივხვდი,მაგრამ არ გამოვპასუხებივარ.
-კაი ბიძიკო,წავალ მე.კაცის თვალთვალი ვერაა კარგი საქმე.მეგონა უჭირს თქო რამე და ამიტომ გამოგეხმაურე.მომიკითხე ბებია,შვილო,კარგად.
როგორც კი თვალს მიეფარა,მაშინვე ხეს მივუბრუნდი,თუმცა მას ხმა აღარ გაუცია ჩემთვის.როგორ არ ვეხვეწე,ვემუდარე, დამშვიდობებაც ვერ გამოვტყუე,არც კი შერხეულა.

სახლში გამოხრული დავბრუნდი,ფეხზე ძლივს ვიდექი.უკანასკნელი ენერგიის წვეთი, სახლის ბოლო კიბეს შევატოვე.
-სად დაიკარგე,სანდრო?ამდენი ხნით გადაკარგვა გაგონილა?მოდი, შეშას ამოვიტან და მჭადებს დაგიცხობ,მანამადე ნაცარი გამოიღე ფეჩიდან ბებია.
-არ მინდა!-ისე ვიყვირე,რომ ჩემივე ხმის შემეშინდა.
-რა მოხდა ბებია?წაგეხემსებინა.აკი გიყვარდა ხოლმე ჩემი დაცხობილი მჭადები,არ გახსოვს?
ცხადია ბებიამ ვერც მაშინ და ვერც მერე ვერ გაიგო ჩემი მაშინდელი წამოყვირების რეალური მიზეზი.შევნიშნე ნაწყენი დარჩა.ის ღამე ისე ჩაიფარცხა,რომ აღაც კი გამომსაუბრებია.დაწოლისას ერთი გამომძახა,ძილინებისაო და გაიკეტა კარი.
მეორე დღეს ავიკარი ჩემი ბარგი და წამოვედი.თავი დახრილი მქონდა,არ მინდოდა ხეებისთვის შემეხედა.ვნატრობდი ქალაქის ხმაურს და ხეებით არა,მანქანებით გადაჭედილ ქუჩებს.
ჩემი წამოსვლის მერე,სოფელში ხმები დარხეულა : მარიამის შვილიშვილი ჭკუიდან შეშლილი ყოფილა,ალბათ ამიტომ არ ჩამოდიოდნენ,სირცხვილს ერიდებოდნენო.ამ ამბის მერე ჩემი სოფლისკენ აღარც კი გამიხედავს.ზამთარი სუსხიანი იყო,ბევრ ხეს აქცევდნენ კუნძად,ჩემს ხეზეც მედარდებოდა,ვაითუ ისიც მოჭრეს მეთქი.
თითქოს დავივიწყე კიდეც ეს ამბავი.აგერ,15 წლის მერე გავიხსენე,მომნატრებია.ალბათ მომავალში აღარც მივუბრუნდები,მაგრამ ღრმა კვალი მაინც დატოვა,რომლის წინაშეც წლები უძლურია.დღემდე, ყოველი მოქნეული ცულის დროს გულში რაღაცა მძიმედ მწყდება.

2 comments:

Anonymous said...

რეალობის ნაცვლად, ხესთან სიზმარში რომ ესაუბრა, იგივე რეაქცია ექნებოდა?
სამწუხარო ისაა, რომ უმეტესობა "შოკისმომგვრელი თავგადასავლის" გარეშე ვერ იაზრებს მაგდენს, ზოგი ვერც მერე იაზრებს.

mtersasruti said...

hoda, chems gmirebs swored amitom vaizuleb,rom fxizel mdgomareobashi isaubron iset sagnebtan,romeltac adamainebis grma rwmenit saubari ar zaluzt. : )