
მოხუცი და ახალგაზრდა-დროის ორი ქმნილება,სიცოცხლის ორი გადაკვეთა,სიცოცხლის ორი სხვადასხვანაირობა.დრომ ორივეზე ერთნაირად იზრუნა,უბრალოდ დრო და დრო როგორც ნივთები,ადამიანებიც ძველდებიან,ბოლოს კი მთლად გამოუდეგარნი ხდებიან.უნდა გადააგდო,ან ჩატენო ,სადმე ძველ ყუთში და მიივიწყო.. ისე კი,აბა ,რა მოსატანია სიბერეზე ფიქრი,აი,ახლა,როდესაც ამის წერის პარალელურად სიცოხლით სავსე ახალგაზრდები სიცილისგან მომდგარ ცრემლს აკანკალებული ხელებით იწმენდენ,იმ ცრემლს,რომლის ჩამოვარდნაც მხოლოდ მათი ასაკსის ხათრით ხდება.
მაინც რა არის სიბერე?სიცოცხლის ბოლოში გასული ადამიანი?როგორ უნდა ვისწავლოთ სიბერესთან შეგუება?როგორ უნდა ავიტანოთ იგი,მაშინ როდესაც კანსაც კი ბეზრდები და იტალღება ყევლგან,რომ რაც შეიძლება ნაკლებად მოგინდეს შეეხო შენსავე სხეულს,ადრე საათობით რომ უჭვრიტინებდი სარკეში.მასინ,როდესაც გასვლისას უკან აღარ ბრუნდები სარკის დარჩენის გამო,მაშინ,როდესაც უწინდელი სიამოვნებიბსგან მიღებული ნეტარების ინტენსივობა 0-მდეა დასული.
დაფიქრებულა ახალგაზრდა,თუნდაც წამით,როდესაც მზერა შემხმარ მოხუცს გადაჰყრია ქუჩაში თუ რას ფიქრობს ამ დროს იგი?რა სასაცილო და გულუბრყვილო კითხვაა? მოხუცს რომ ჩააჩერდეს და იკვლიოს მისი ჩამქრალი მზერის მიზეზები ,მერე რა უთხრას შეყვარებულს,რომელიც მეტროსთან ელოდება,რატომ დამაგვიანდაო? ანდაც რომ დაიკეტოს ის მაღაზია,სადაც დღეს კაბა უნდა შეეძინა,საღამოს რა უთხრას მეგობრებს,რომლებსაც დაპირდა,რომ ანახებდა მის ახალ “ძონძს”..
დიახ,დედამიწელებო,საფიქრალი ქამელეონივით ცვალებადია.ზოგისთვის კაბაა საფიქრალი,ზოგისთვის სიკვდილთან შეხვედრის მღელვარება,ვაითუ არ იცის ლოყის მოშვერა.. ცხადია ახალგაზრდა გონება ძნელად თუ გაიგებს მოხუცის მგდომარეობას.როგორც წესი მათი გონება აღგზნებულია იმ ასაკის შესაფერი შტრიხებით,რომლის იქიდან გამოჭვრეტაც ზედმეტად მომქანცველია მათთვის.არც ესაა გასაკვირი.განა, ის მოხუციც ამ ასაკში ასევე არ იქცეოდა?
დავდივართ იქამდე,რომ ყევლაფერი მხოლოდ მისი აღმატებულება ,დროის ამბავია: ტრაგედია,სიხარული,სიცოცხლე,მოვლენების აღქმის ინტენსივობა და სიღრმე. . . და ა.შ. და ა.შ.ვინ მოთვლის რამდენი რამ,სადამდეც გადასწვდება თქვენი აზროვნების ჰორიზონტი შესტენეთ ყევლაფერი დროს.ნუ გეუხერხულებათ,არაფერი არ ეთაკილება,თვითონაც იცის,რომ დამნაშავეა,საათში და ჩვენში გამომწყვდეული დამნაშავე.
p.s.აქვე რჩევის სახით დაგიტოვებთ ჰერმან ჰესეს,რომელიც იგივე პრობლემაზე საუბრობს,ცხადია გაცილებით ოსტატურად.მე ნებას გრთავთ,რომ კითხვა ჩემი არა,მისი ნაშრომიდან დაიწყოთ. : )
http://lib.ge/body_text.php?3457
No comments:
Post a Comment