
ბევრი ვიფიქრე ,თუ სულ არ ვიფიქრე,გადავწყვიტე დამეწერა ერთ მეტად ამაღელვებელ ფაქტზე.
ჩემო ძვირფასო ამხანაგებო,ადამიანისებრნო,ჯიში გვაქვს ერთი,მაგრამ ვაი,(ან კაი?) რომ აზროვნება გვიბლაგვდება ზოგჯერ,როგორც ხმალს უბლაგვდება ზედაპირი დიდხანს დებისგან.(შეგვეძლო აქ დაჟანგებული ქვაბის მაგალითის მოყვანაც).
მაინც რას გერჩით?ახლავე მოგახსენებთ,მანამდე გვერდით მოდგმული ჩაის ჭიქები შეავსეთ რამით:”ყელი რომ იყოს სველი”.
გრძლად.(“მოკლედ” უარვყავი)
ინტერნეტის არსებობამ ბევრ ჩვენგანს გადაუარა,ზოგჯს მიელაქუცა,მოეფერა,უმეტესობას კი უკვე როგორც აღვნიშნე -არა არგო რა.
დღის განმავლობაში ვურთიერთობ (არა პირდაპირ,მაგრამ ვიზუალურად მიანც) ბევრ ხალხთან,დავბოდიალობ სოციალურ ქსელებში,იმ ადგილებში, რაც ასე გვიზიდავს.ხშირად ვაწყდები ე.წ. ნიკებს,შემკობილს საკუთარი სახელითა და გვარით. ასე მაგალითად:ნანუკა ვარ მაჩაიძეეეე,ლადუკა ვარ ჯამჭურჭელგასიპულიძე,თაკუნა ვარ კაკას ლოვეე,ლუკა ვარ ვერელი,ზეინაბი ვარ ოპოზიციონერი,მალხაზი ვარ იმპოტენტი და ა.შ.
თუ ზემოთ ნახსენებ ჩამონათვალში შემთხვევით თქვენს სიწმინდეს, როგორც ასეთს ანუ იგივე ნიკს გადააწყდებით,მომიტევეთ,განგებ არ მინდოდა,ფანტაზიამ სხვა მხრივ ვერ გამაქანა,დასატენია ეტყობა.
ერთი შეხედვით თითქოს არაფერი ხომ?იქნებ ფიქრობ კიდეც,ამის წაკითხვას ავმდგარიყავი გავსულიყავი იქ, სადაც მეფეეებიც თავისი ფეხით დადიან,დილიდან რომ ვითმენო,მაგრამ ნუ იჩქარებთ:”მოჩქარეს მოუგვიანდესო” (თუ სხვანაირად ჟღერს ეს ფრაზა,მაშინ ჩავთვალოთ,რომ ცვლილება განიცადა).
ამ ერთი შეხედვით უმწიკვლო,უმნიშვნელო ფაქტის უკან იმალება არც მეტი,არც ნაკლები: ეგოიზმი,უაზრობა,უშინაარსობა,ეპოქის მიერ მოტანილი ჭუჭყი,საკუთარი თავის ზედმეტად გაფეტიშების სურვილი,თვითკმაყოფილება.
დიახ,დიახ,გიხდებათ ოდნავ გაღებული პირი,მაგრამ მაინც დახურეთ.
უცილობლივ გავამართლებდი,თქვენ ამ გამოხტომას რომ ჰქონდეს ახსნა და გამართლება.მესმის იყო საზოგადო მოღვაწე,გქონდეს რაიმე დამსახურება ამ გახუნებულ სამყაროში,მესმის გადარეული იყოს შენზე შთამომავლობა და შენი სახელისა და გვარის წარმოთქმისას ბაგე თაფლით უსველდებოდეს,მაგრამ როცა არ აკმაყოფილებ აწ უკვე ნახსენებ არც ერთ კატეგორიას,მაშ,რა ვუწოდო ამ ყველაფერს? დიახ,ადამიანისებრნო.თქვენ ხშირად არ გიჭრით გონება.
p.s.თუ აგაღელვეთ,პატარა მეგობრული რჩევა.წაიკითხეთ ჩემი მორიგი ხლამი სათაურით: http://mtersasruti-mtersasruti7.blogspot.com/2010/01/blog-post_18.html . ვერ შეგპირდებით,რომ გამხნევდებით,მაგრამ პირობას გაძლევთ,რომ უფრო მეტად არასასურველი პიროვნება გავხდები თქვენთვის.
1 comment:
ჯერ ნამტანი
სასიამოვნო ხარ ამხანგო შენ ჩემთვის..
Post a Comment