ყველაფერი დაიწყო იმით,რომ გაისმა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი (ზარად მიყენია),რომელმაც მამცნო,რომ ჩემი ნაწაერმოები გავიდა რჩეულ ფინალისტებში.სიხარულზე მეტად გაკვირვებამ მომხვია ხელი.ამის მიზეზი ის იყო,რომ განსაკუთრებული ინტერესის და მონდომების გარეშე ვიმოქმედე ,ასეთ დროს კი როგორც წესი შედეგს ნაკლებად ელი ხოლმე. გაკვირევბა-სიხარულმა რომ ჩაიარა,პირველი რაც გონებაში ამოტივტივდა იყო გზის ფული,ანუ 46 ლარი,რომელიც უბრალოდ არ გამაჩნდა.არ დავიწყებ თქვენი ინტერესის წვალებას,არც თავის შეცოდებას და პირდაპირ გეტყვით-ვისესხე!
დადგა 6 ნოემბერი.მოვამწყვდიე ჩანთაში ერთი-ორი პირადი ნივთი და გავწიე ვაგზლისაკენ.აღსანიშნავია,რომ იქ არავის არ ვიცნობდი,საზოგადოებაც ისეთი არ დამხვდა,როგორსაც ველოდი.ჩემზე გაცილებით დიდი ასაკის ხალხი იყო.ერთი კი ვინანე წამოსვლა,მაგრამ სიახლის სურვილი ჯერ კიდევ მიღიტინებდა და თავი ვინუგეშე.ნელ-ნელა სხვებიც მოვიდნენ და ახალგაზრდებიც გაერივნენ.
ამასობაში დავემშვიდობე გაგას და როგორც მჩვევია ხოლმე-დავდექი განცალკევებით.არც არავის უყრია ტლინკები,არიქა,მოდი,გაგვეცანიო.(მსგავსი გამოხტომები უკვე უშუალდ ბათუმში განახორციელეს). ტუჩის კვენტას რომ მოვყევი სიტუაციით უკმაყოფილომ,გვერდით გავიხედე და ჯერაც მეტროში მდგარი გაგა დავინახე,რომელიც მე მიყურებდა.ზემოთ ნახსენები სიახლის სურვილი მოქმედებდა მედგრად,თორემ "ერთი თქვენიც და თქვენი კონკურსისაც" და გაგასკენ გაქცევა იმ დროს ყველფერს მერჩივნა.ნუ,ცოტა ხასიათზე მოვედი და ამასობაში მატარებლისკენაც დავიძარით.
კუპეში ერთი მამრი და ორი მდედრი დამიმეზობლდა.2-მა ცოტა ხნის მერე დაგვტოვა.გევრდითა კუპეში საზეიმო ვითარებას შეუერთდნენ.მე დრო ვიხელთე და პლეერს შევესისხლხორცე.ჩემმა ეულმა მეწყვილემ მალევე დაიძინა,კუპეში ყველა სინათლე ჩავაქრე და კომფორტულად მოვკალათდი ფანჯარასთან.1-2 საათი სრულად ვისიამოვნე ამ ინტიმური ტრანსპორტით და ვარკსვლავებიანი ცის ცქერით.
გამთენიისას 6-7 საათისკენ ჩავედით ბათუმში.მოვლენებს გადავახვევ და მოკლედ ვიტყვი-დავბინავდით სასტუმრო "თანამგზავრში".ოთახში ორ გოგონასთან ერთად მოვთავსდი.თავიდან მაწუხებდნენ,მაგრამ, მეორე დღეს იმ საზოგადოებაში ყველაზე ახლო ურთიერთობა მათთან გავაჩაღე.
დილით,როდესაც გავიღვიძე,ნომერში მარტო აღმოვჩნდი.ცუდად არ მიგრძვნია თავი.ჩავრთე ტელევიზორი და გერმანულ მულფტილმებს ვუყურე.კონკურსი ორი დღე გრძელდებოდა.პირველ დღეს იყო პროზის ,ხოლო მეორე დღეს პოეზიის დაჯილდოვება.5 საათზე პროზის დაჯილდოვებაზე წავედით სასტუმრო "შერატონში".სასტუმროს ინტერიერი ძალიან მომეწონა.განსაკუთრებით კედლებზე გაკრული უზარმაზარი ფოტოები ,ცნობილი ხალხის გამოსახულებით:ბიორკი,კურტ კობეინი,ფარფლები,ბობ მარლი,ჯენის ჯოპლინი,ზეპელინები,მიკ ჯაგერი და ა.შ.უკეთ წარმოსადგენად იხილეთ ფოტო.

უზარმაზარმა სარკეებმაც არ დამტოვა გულგრილი:

მე როგორც მაცნობეს გასული ვიყავი (უფრო სწორად ჩემი ნაწერი) პოეზიით.პოეზიის საღამო კი მეორე დღეს იყო დაგეგმილი.შესაბამისად,პირველ დღეს აბსოლუტურად მშვიდად ვიყავი და ვტკბებოდი საღამოთი:ვსვამდი უფასო ჩაის და ყავას და ტორტიც დავაგემოვნე,რომელიც საღამოს ბოლოს გაიჭრა.
თუმცა,ვაი-შენ,ნინო!უსიამოვნო თავგადასავლებს ხშირად მაგნიტივით ვიზიდავ,შესაბამისად,ჩემ ბათუმურ ვოიაჟსაც არ ჩაუვლია ინციდენტის გარეშე.თურმე არევიათ და მე არა პოეზიით,არამედ პროზით გავსულვარ ფინალისტებში.ეს ყველაფერი კი მხოლოდ მაშინ გავიგე,როცა პოეზიის საღამოზე სპეციალურ დაფებზეგამოკრულ ლექსებს შორის ჩემ ლექსს ვეძებდი და ვერაფრით ვერ აღმოვაჩინე.საოცრად დამწყდა გული.მე ხომ სწორედ ის მინდოდა,რომ ჩემ ნაწერთან მოსული ხალხის რეაქცია უშუალოდ მენახა.ჩემი პროზა მაინც დაიბეჭდა წიგნში,მაგრამ დიდი შეღავათი ნამდვილად არ იყო ჩემთვის.

ამ უსიამოვნებას ისიც წაემატა,რომ ბათუმში მყოფმა ვერ ვიხილე ზღვა.მხოლოდ ასე,შორიდან.

ბოლო დღეს,გადაღლილს საკუთარი სააბაზანოსა და საწოლის გარდა არაფერი აღარ მინდოდა:არც შერატონის დარბაზი,არც სასტუმრო,არც რესტორანში ჩიტის რძე არმოკლებული სუფრა და არც ინტიმური ტრანსპორტი.ასე მეგონა 2 დღე კი არა 1 თვე გავიდა ჩემი აქ ყოფნის მერე.
ეს იყო ჩემი მეორე გაფართხალება,ანუ კონკურსში მონაწილეობა.წინას მსგავსად წარმატებით დასრულდა და ფინალისტებში და წიგნში მყარად დავიკავე ადგილი.(მეტის სურვილი არც მქონია, ზემოთ დაწერილი ზედმეტი მონდომების გარეშე ქმედებიდან გამომდინარე).გამოვიცვალე გარემო.ვიმგზავრე მატარებლით და კვლავ გამახსენდა ნიშნიანიძის ლექსი:"იგვიანებენ მატარებლები და პოეტებიც იგვიანებენ".მესმოდა ხალხი როგორ გვეძახდა პოეტებს,რაზეც მცირედ სიამოვნებასთან ერთად მეცინებოდა კიდეც.გავიცანი კარგი და ცუდი ადამიანები.დავწერე ბლოგისათვის ორი თემა,რასაც რუსთავში ყოფნის დროს სიზარმაცის გამო ვერ ვახერხებდი.ჩემი იქ ყოფნის დროს გავაკეთებინე რუსთავში დატოვებული კვებისბლოკ გადამწვარი მონიტორი.მივხვდი,რომ გაგასგან შორს ყოფნა ცუდია.კიდევ ერთხელ მივხვდი,რომ სიყალბე ადამიანის მძლავრი თვისებაა,და რომ მოვლენების თვისება მუდმივი შენიღბვაა.ცოტა ვისაუბრე და ბევრი მოვისმინე.მივხვდი,რომ პოეზია არ მესმის ყველასნაირად,არც ყველას ესმის პოეზია ჩემნაირად.გავიცანი კიდევ ერთი ნინო გოგიაშვილი (ჟიურის წევრი).კიდევ უფრო დავაფასე ჩემი კერა.და ,ბოლოს,ცდა რომ ბედის მონახევრეა თქვენც კი იცით.

ჩემი ნომერი

დასკვნის სახით:

3 comments:
მომწონს შენი წერის სტილი. : )
სასიამოვნოა ,თუ როგორც არის..
: )
Post a Comment