
"ვინ მოთვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაში ვარსკვლავები"?!(ც)ვიღაც.
სწორი შენიშვნაა.ჰოდა,შენიშვნით შემნიშნავებმა სჯობს ის მოვითვალოთ,რაც დათვლადია.ქართველი მდედრების ცნობიერებაში გამეფებულ წიკოზავრებს მართლაც აქვს საერთო ჩამოთვლის მხირვ პირველ ფრაზასთან,მაგრამ,საბედნიეროდ დაწვრილმანება კარგი რაღაცაა.
დღეს ვეცდები,სხვა მცდელობების მსგავსად ვისაუბრო ბოლო დროს ჩემს მიერ შემჩნეულ საკითხზე,კერძოდ,ქართველი მდედრების უმეტესობის მიერ (მათ შორის,ვისაც ვიცნობ და ზოგადადაც),პატარა მამრების (კერძოდ 15-დან 20-მდე ასაკის) "დაწუნების" თაობაზე.
ხშირად მსმენია ორთავ ყურთაგან,რომ ამ ასაკის მამრი დაცინვის თემადაა ქცეული.ხშირად ამკობენ მსგავსი ფრაზებით მათ
:"უიმეეე,ბავშვთან როგორ ვიყოოოოო?!",ან, "მაგხელა შვილი უნდა მყავდეს",პირზე რძის ჯერაც არ შეშრობასა და სხვა ჯანდაბიანობების ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ.
მებადება კითხვა-რატომ?
იცით,გოგოლმა თქვა მსგავი ფრაზა "შინელში" :
"საკმარისია გაჰქრეს სილამაზე და მაშინ ქალს მამაკაცთან შედარებით 20-ჯერ მეტი ჭკუა სჭირდება,რათა არათუ სიყვარული,მისდამი პატივისცემა მაინც აღგიძრათ".რაო,დაფიქრდით?!მერე?!არის ასე?! ჰოო.
ვცადე მომეძიებინა მიზეზები და მგონი მიავგენი კიდეც ზოგს.დიდი მამრების სიყვარული გამოწვეულია იმით,რომ ქალებს ზოგადად გვერდში ე.წ. ცოცხალი ძალა სჭირდებათ,რათა გადაიფაროს მათი სისუსტე (ვტფ?!),მათ ან თქვენ სურთ ან გსურთ,რომ ვიღაც მათზე ან თქვენზე ზრუნავდეს.აუცილებლად გჭირდებათ,რომ თქვენმა ყავის ჭიქასთან მოჭორავე დაქალებმა სინანულით გადაულაპარაკონ ერთმანეთს,თუ როგორი სრულყოფილი და ნამდვილი მამაკაცი გყავთ გვერდით.გიყვართ,როდესაც გაქვთ მოსაყოლი,როგორ გაჩუქათ ბრილიანტის ბეჭედი (ვტფ!),როგორ დაგპატიჟათ რესტორანში სანთლების შუქზე,ენა გექავებათ,სანამ ამ ყველაფერს იტყვით და ზედ ერთ-ორ არარსებულ მოვლენასაც წაუმატებთ,თქვენი დაქალების კიდევ უფრო გადასაციებლად.ზოგიერთმა მათგანმა იქნებ იმითაც მოიწონოთ თავი,რომ თქვენი სრულყოფილი მამაკაცი თქვენგან სექსსაც კი არ ითხოვს,იმიტომ,რომ მან მოწიწებით შეგადარათ ღვთისმშობლის ხატებას,ხოლო მასთან,ვინც მისთვის შარავანდედიანი ღვთისმშობელი არაა,სიამოვნებით იკმაყოფილებს თქვენგან მოკლებულ ხორციელ ნეტარებას.
თქვენ იტყუებით და სხვასაც ატყუებთ.ადამიანებს გვიყვარს ტრაფარეტებს უკან ამოფარება,ათასნაირად ავამუშავებთ საკუთარ ფანტაზიას,ოღონდაც უფრო ლამაზად,უფრო საინტერესოდ გააცნოთ გაშემო მყოფთ თქვენი ერთფეროვნებით გაჟღენთილი ცხოვრება,რომელსაც თქვენი 30 წლის სრულყოფილი პრინცი ვერ ამრავალფეროვნებს.
იქნებ,ზოგს მართლაც გაგიმართლათ და გევრდით თქვენი ოცნების პროინცი გყავთ,მაგრამ მაშინ დამანახეთ თქვენი უპირატესობა ყველა იმ ადამიანთან შედარებით,ვისაც მასზე პატარა ასაკის ადამიანთან აქვს ურთიერთობა.რით ახსნით თქვენს ერთი ნაბიჯით წინ დგომას?ეს დამცინავი ტონი,ეგებ თქვენი უსუსურობის ოსტატურად შენიღბვის მცდელობაცაა?ან იქნებ მეტისმეტად რთული ამბავია?
განა ყველას შეუძლია,რომ იტვირთოს ძუძუს წოვება ბავშვზე და ქმარზე ერთდროულად.
სხვა მიზეზების ჩამოთვლაც შეიძლება,კერძოდ:შიში პატარა ასაკის ბიჭთან ყოფნისა,დაქალებისგან დაცინვა-გაკიცხვა,ოჯახის ფაქტორი,დამახინჯებული აღქმა,რომ:
ყველა პატარა მამრი,ყველა დიდ მამრზე სულელია,აგრეთვე ჩამყაყებული ცნობიერება და აზრი,რომ იცით,ეს უბრალოდ ასეა! "იცით,არაფერია ცუდი,უყვარდეს,მაგრამ მაინც,აი,რავი,რაააააა,პატარასთან პროსტა ვერ რააააააა".
ვაშა,ვაშა,მეგობრებო!რა თქმა უნდა,როგორ შეიძლება დაირღვეს ქართული,ტრადიციული ოჯახის შექმნის
ტრადიცია: ბიჭი უნდა იყოს დიდი! ეს აქსიომაა,დამტკიცებული,შეუცვლელი,მყარი.
ქართველი ხარ და შეეწინაღმდეგე.(კარგი დედის შვილი ხარ და შეეწინააღმდეგე,ან,მაგარი ბიჭი ხარ და შეეწინააღმდეგე-ს გადაკეთებული ვარიანტი. ავტ).
პ.ს.მე 21 წლის ნინო ვარ და 16 წლის გაგა მიყვარს.და,თქვენ,ჩემზე სრულყოფილ მამრებთან მყოფო მდედრებო,მინდა,რომ გვერდითა მაგიდიდან ძღვენის სახით რამდენიმე ყულფი გამოგიგზავნოთ,რომ თავი ჩამოიხრჩოთ.
10 comments:
wow.. yochag nino! magari xar.
გმადლობ. )
ვიცნობთ ერთმანეთს?
ლოლ.. ზატო გაგა რა კაცი იქნება თავის საძმაკაცოში?! Number One :D
anu?
ყოჩაღი :)
ისე 16 წლამდე კანონიც კრძალავს :)
kanonis atana yvelaze naklbad amaRelvebeli probelmaa. : D
es sazogadoeba unda daxvrito da mere iqneba ragac.uremi gadabrundeba da gzac gamochndeba.
hm,rac sheexeba am temas ,mec minda vtkva ragac..asakis gamo damengra cxovreba..age 20is var da ar metkoba nin,nanastan (kopiltan) su magis problema gvkonda gavivlidit da midioda uazro komentarebi am pataras ra unda amastan ,uejveli nasha daitria,an dlivs wvdebao es glapio da tavis asakis gogo modebnoso..arada im brbom ra icoda ro erti asakis vikavit,es aramarto garet aramed mis samsaxurshic ki xdeboda..chemi e.w "patara shexedulebam " ikamde miikvana es gogo ro chemi komleksi gauchda..mec mkavs 16wlis gogo romelic mapasebs da vukvarvar da minda vtkva rom asaki arapers shuashia ,sikvarulma xom asaki ar icis..arc me vikavi mashin didi ,gaxsovs? tundac is didi da puliani tipebma shemejibron kalis dapasebashi,ar vambob ro ideali var mara exla bevrma dakarga kalis mimart pativiscema da xshirad aviwkdebat mat rogor unda moekcnen..
გაივლის წლები და უკვე 30-ს რომ მიუკაუნებს კაცი, ქალიც, ეს 5-7 წელი გაიფანტება. უფროსობა არც ერთს არ დაეტყობა. ალბათ, ისევ და ისევ, მხოლოდ სიყმაწვილის ამპარტავნობა და სიმორცხვე წარმოქმნის ზედმეტ ჩარჩოებს. აბა უფროსი თაობა ამას დიდად აღარ აქცევს ყურადღებას.
მგონი.
biwebs gvshuurs gagasi :P
გადავცემ.
Post a Comment