
დღეს გაგაცნობთ იაპონელ პიანისტს,რომლის კომპოზიციებიც ჩემ გულს ხშირად მალამოდ ედება.როგორც ხდება ხოლმე,წარმოგიდგენთ მის მოკლე ბიოგრაფიას და რამდენიმე რჩეულ კომპოზიციას.აქვე მოგაწვდით ლინკს მისი ოფიციალური საიტიდან.შეგიძლიათ ესტუმროთ და გაეცნოთ უფრო ღრმად მის შემოქმედებას. მაშ ასე მოამზადეთ ყურები და ორთავ თვალი:
პიანისტი და კომპოზიტორი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა იაპონიის სცენაზე.მის მუსიკას ხშირად მოიხსენიებენ,როგორც "სამკურნალო მუსიკას".იგი დაიბადა კობეში,იაპონიაში 1949 წელს.თავისი პროფესიონალური კარიერა დაიწყო როგორც მუსიკოსმა 19 წლის ასაკში.უკრავდა ჯაზს და სოულს.1988 წელს მან მიიღო მედიტაციური განათლება.ბოლო წლებია იგი აქცენტს აკეთებს იმპროვიზაციაზე. იგი ასრულებს სოლო კომპოზიციებს ფორტეპიანოზე.ის ხშირად მართავს ტურებს სხვადსხვა ქვეყანაში. (ეგებ საქართველოსაც ეღირსოს).მიუხედავად იმისა,რომ ვონგმა მუსიკალური კარიერა დაიწყო ჯაზით,იგი ცნობილია როგორც master of new age ჟანრისა.
ოფიციალური საიტი : http://www.satowa-music.com/e/index.html
ეს კომპოზიცია არ დევს ნეტში.ვინაიდან ვიდეოს დამზადება არ ვიცი,მარტივი გამოსავალი მოვნახე. დავდექი აივანზე,ჩავრთე ეს კომპოზიცია და 3 წუთით მთვარეს ვაპოზიორებდი. ) მთავარია მოსასმენად გამოდგება.