
ათასჯერ ნათქვამს,ათასჯერ გააზრებულს,გაადაღეჭილს თავიდან მივუბრუნდები,რომ ათასმეერთეჯერ ვთქვა,გავიაზრო..სადამდეც დრო მეყოფა,ვეცდები არ დავარღვიო ეს "გაცვეთილი ტრადიცია". გაცვდა არა მხოლოდ ფიქრი,სამყაროც,ხალხიც და მეც.
ყველამ და ყევლაფერმა ამოწურა თითქოს თავი.აღარ გევჩვენება არაფერი სხვანაირი:აღარც მზე,აღარც ჰაერი,აღარც სიკვდილი..ეს ყევლაფერი ყოველდღიურმა წვრილმანებმა დააბეჩავა.გამოგვწოვა დრო და ინტერესი,რომ სხვა რაღაცებზეც ვიფიქროთ-უფრო ღირებულზე,უფრო ამაღლებულზე.. ადამიანებმა ყველაფერი ისე მივიღეთ,თითქოს ეს ასეა და ასეც უნდა იყოს! გაცვდა ადამიანეის ემოცია,გამოიფიტა,ინტერესი დაკარგა ინტერესმა.ყველა თავისი გზით დაფოფხავს ან -დარბის.გაუცვდათ ფეხსაცმელი,ტერფებიც და მაინც მიდიან.ტკივილსაც ვერ გრძნობენ..და,მე,ამ უზარმაზარი ქაოსის პატარა ნაწილაკი,ვზივარ ნაცრისფერ ფერში გახვეული,ჯერაც ტერფებგაუხუნებელი და ვფიქრობ,საით წავიდე?ან,ღირს კი საერთოდ წამოდგომა?
2 comments:
კრიტიკული კი არა, პესიმისტური პოსტია, ჩემმა მზემ :D
: )
Post a Comment