
ძლივს შესამჩნევად ეგდო მიწაზე:მობუზული,დახუჭული თვალებით. მეგონა მკვდარი იყო.მაინც მივედი,ავიყვანე და მას მერე ჩემი ხელისგული ვუქციე ბუდედ. ამ პატარა ბუმბულის ნაგლეჯმა გამიღვიძა მოვალეობის,ვიღაცაზე ზრუნვის გრძნობა.სულ რამდენიმე გრამით დამიმძიმა ოთახი,მაგრამ სწორედ ეს უმნიშვნელო გრამები იყო მიზეზი ჩემი სიხარულისა.
თავიდან იმედი მომცა,-კარგად ვარ,კიდევ უფრო გამოვკეთდებიო.მეც გავშალე შეკეცილი ფრთები და დავიწყე იმ დღეზე ფიქრი,როდესაც პირველად გაფრინდებოდა ცისკენ.ვეტერინარმაც დამაიმედა 2 კვირა გამოკვებე და მერე თვითონ გაფრინდებაო.შევყარე ყველა,ბუზს სანაგვეს აღარ ვაკარებინებდი არავის.საჭმლის პირთან მიტანის დროს,მისი გაღებული ნისკარტი ჩემი სიხარულთან მიგებების ტოლფასი იყო.

-ახლა წესით მკვდარი უნდა იყოს,მაგრამ,შენი წყალობით ,ნახე,კარგადაა.-მეუბნებოდნენ და მეც ვირწმუნე,რომ გმირი ვარ,რომ ძალიან,ძალიან დიდ საქმეს ვაკეთებდი.და მაშინ,როდესაც თითქმის ყველაფერი იდეალურად უნდა დაგვირგვინებულიყო,ჩემი პატარა მეგობარი გამიფრინდა ხელიდან და სხეული მე დამიტოვა.შევრჩი ოთახს მარტო.აბა,მე სად შემიძლია ფრენის ასე მალე სწავლა.მე დედამიწაზე ყოფნა მაქვს მისჯილი მთელი ცხოვრება.
მაგიდის ქვეშ ძლივს შესამჩნევად მოკუნტული იწვა.მეგონა,ეძინა.სხეულის უაზროდ მოგრეხილი კონტურები რომ შევნიშნე,მივხვდი ნაადრევად ისწავლა ფრენა.შეცდა ვარაუდში ვეტერინარი,შევცდი-მეც.
ალბათ ,ყველა ვერ ეგუება ამ გახრწნილ დედამიწას.ზოგი ცხოვრების საოცრად პატარა მონაკვეთში იაზრებს ამას და მიდის,იქ,სადღაც...

ჩემი ჩიტუნას სიკვდილის გამო პროტესტს ვუცხადებ სხვა ბეღურებს,რომლებმაც იგი არ მიიკარეს.მათ ყოველ დილით ჩემს აივანზე აღარ დახვდებათ არც პური და არც-წყალი.
დედამიწის მასას გამოაკლდა რამდენიმე ძვირფასი გრამი და რამდენიმე მილიონი კილოგრამით დაბინძურებული მასა ისევ აგრძელებს ტრიალს. ასეთია ჩვენი "სამართლიანი" ყოფადობა წაკუზულ დედამიწაზე!
მე მეგობარი მომიკვდა წუხელ,
ასე ჩიტები კვდებიან მხოლოდ,
როდესაც ვეღარ უძლებენ წუხილს
და ნებდებიან ბოლოს და ბოლოს.
ო.ჭილაძე.
პ.ს. და, მაინც, მე ძალიან მინდოდა მენახა მისი პირველი გაფრენა ცისკენ.
8 comments:
:< საწყალი :<
ხშირად მინახავს "გარეული" ფრინველის ბარტყი ადამიანის მზრუნველობის ქვეშ, მაგრამ წამოფრთიანებული - არასდროს.
ან არასწორი კვება (+მოპყრობა) კლავს, ან დარდი.
საიდან მოდის ეს გამოთქმა არ ვიცი, მაგრამ მოხუცებისგან გამიგია "ბარტყი ადამიანის ხელში ისუსხებაო".
vifiqre,vifiqre da davaskveni. chemi azrit dardma mokla. aivanze mosul chitebs ori dge dasdevda.matgan evranairi tanagrznoba da gamoxmaureba rom ver igrzno,ver gauzlo. bartys deda unda,me ver vikisre eg ambavi. : S kveba aramgonia,matlebic vuyide,buzebi,kaliebi,mshvenivrad chamda..
კარგს გეტყვი :)
კვერცხები იშოვე ბეღურის, დაჩეკე სითბოში და ისინი გაფრინდებიან :)
mere magatac rom rame daemartot,vegar gaadvitan.ar minda. ar gamovdgebi beguris dedobilad.
მე ვუვლიდი ეგრე ნამგალას ბარტყს... მარა მეც მომიკვდა :(
მე კი მტრედის ბარტყი გამიზრდია და ფრენაც მე ვასწავლე. ჯერ ხელში მეჭირა და გავრბოდი და ფრთებს შლიდა, მერე პირველი სართულიდან დაბლა გადაფრენას ვაიძულებდი, მერე ნელ-ნელა სიმაღლესაც მოვუმატე, ბოლოს ხეზე აფრენა ისწავლა და გავუშვი. სხვა მტრედების საზოგადოებასთან პრობლემა არ ჰქონია სხვათა შორის, ჩვეულებრივად მიიღეს, ერთად მოდიოდნენ ხოლმე ნამცეცებისთვის, ბახალა (ეგრე შეარქვეს :)) მოდიოდა, მაჯდებოდა ხოლმე, სხვები არ მეკარებოდნენ.
მიყვარს ეს,, და საერთოდ აქაურობა.. და ნინო.
Post a Comment