
ფიფქები ცვივა და..მეც მცვივა პატარა სიხარული.მოდის და მოუხარია დედამიწისკენ,თოვლს.ან კი რატომ არ უნდა უხაროდეს?აკი მითხრა კიდეც ადრე საუბრისას:
-აბა, როგორ არ უნდა მიხაროდეს ?!მე ხომ მხოლოდ ამ სეზონზე ვსტუმრობ დედამიწას.შენ ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერი ვარ ღამით მალულად რომ ვეფინები მიწას,როცა ვიცი, რომ დილით უამრავ ბავშვს გავახარებ. და, აი, თენდება..ვხედავ ფანჯრებში ბედნიერ სახეებს,შემდეგ მესმის ჟრიამული,მორბიან პატარები მეხუტებიან,მისვრიან ზემოთ,მკოცნიან,მადნობენ...მეც მინდა ჩავეხუტო ,მაგრამ მეშინია არ გავყინო მათი სათუთი სხეულები და არ ვეკარები...
რუსთავს არაფერი არ უხდება გარდა თოვლისა.აი,ახლაც თვალს ვაპარებ აივნისკენ და საოცრად მელამაზება "მკვდარი ქალაქი".კიდევ უფრო მიწყნარდა,გაისუსა,ფიფქების დაცემის ხმაც კი აღწევს ყურამდე.
ჩვენ ერთად ვუსმენთ ამ მელოდიას.უცებ მწყურდება.თოვლს არ უნდა რომ მივატოვო,წამში დნება და წყალს პეშვით მაწვდის.
ლამაზია,თოვლი.ვერ უპოვნით ნაკლს.კიდევ უფრო ლამაზია იქამდე,სანამ მოხვდება ადამიანის გასვრილი ტერფი.მენანება ღამის გაპარვა.ვიცი დილით ვეღარც ვიცნობ ჩემს ცივ მეგობარს,სულ მთლად აატალახებენ.თან ამის მორიდება რომ ვიცი.განა დასცდება საყვედური?!
მიყვარხარ,ჩემო გაციებამდე გახურებულო მეგობარო.ხშირად მოდი ხოლმე,თავს ნუ მანატრებ.თორემ ,ვის გაუზომავს ადამიანის არსებობა ამ ბებერ მიწაზე?ეგ შენ ითოვ კიდევ ძალიან,ძალიან დიდხანს,თორემ მე რა იცი,იქნებ ერთ დღეს აღარც კი დაგხვდე აივნის კიდესთან მისასალმებლად ლოყამოშვერილი.
3 comments:
gamarjoba.saintereso blogia da bevri mkitxveli geyoleboda tu dizains shecvlidi:) damijere muki perebi dzalian damglelia tvalebistvis.
grmad mwams,rom namdvili mkitxveli tvalebis gamrudebas cota xnit gadadebs da mainc waikitxavs tu daainteresebs raime. : )saintereso dizaini tu gamokrta sadme,albat shevcvli. gmadlob rchevistvis
Post a Comment