Monday, January 25, 2010

მე ისევ მინდა.




მე ისევ მინდა,რომ დავბრუნდე დედის საშოში
და დავიძინო,როგორც მეძინა ცხრამეტი წლის წინ-
ყველაზე კომფორტულ,საიმედო და თბილ საწოლში.

მე ისევ მინდა მიხაროდეს ჩემი დღეობა
და საათის წინ ვატარებდე ბოლო სამოც წამს,
რომ შევიგრძნო ჩემი წლების წამიერი ცვალებდობა.

მე ისე მინდა,რომ ახალ წელს სურვილებს ვწერდე
მერე ვწვავდე,ვყრიდე წყალში და ვსვამდე, როგორც ნაკურთ წმინდა წყალს
და მთელი წელი დაიმედებული ველოდებოდე არნახულ, პაპას.


მე ისევ მინდა,რომ ისევ მინდოდეს.

2 comments:

svani said...

bravo!!! mec bevri rame minda, mara sadaao... <--- es shabloni imisatvis, rata bekamac caikitxos es posti... :D :*:*:*

მტერსასრუტი said...

bekaze ver mivxvdi. : )

gmadlob..