Friday, September 16, 2011

ფეისბუქი - აზრების საცავი.

სოციალური ქსელების სიცუდეზე ბევრი საუბრობს,მაგრამ,მაინც აქტიურად იყენებენ მას. მე ამ ბოლოს დროს ყველაფერში კარგის დანახვა და გამოჩიჩქვნა ვისწავლე,ამიტომ არ გამჭირვებია ერთ-ერთი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" კარგი თვისების შემჩნევა. კერძოს,ის ინახავს ჩემს აზრებს,საკმაოდ დიდი ხნით,ვიდრე ტვინი და უფრო საიმედოდაც. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ე.წ. არქივატორი,ანუ საიტი,რომელიც გვიჩვენებს ჩვენს მოღვაწეობას დარეგისტრირების დღიდან აი,ისიც.  მეც ჩავეშვი ცხვირით ამ დიადი ქექვის საქმეში და ხან გამეცინა,ხან - ამეტირა. ამ პოსტში მინდა დავწერო რამდენიმე სახალისო,თუ უბრალოდ ჩემთვის საინტერესო და გარკვეული აზრის მატარებელი სტატუსი.მინდა,რომ ისინი არა მხოლოდ ფბ-მ,არამედ,ჩემმა ბლოგმაც შემოინახოს.
მანამდე კი ჩემი ფბ-ზე არსებობის მოკლე ექსკურსი:

Wall messages : 2010 წლის 14 იანვრიდან ჩემი კედელი იტევს 204 შეტყობინებას.
Statuses : 2010 წლის 4 თებერვლიდან დღემდე დავჯღაპნე 426 სტატუსი.
Posts : 2010 წლის 24 დეკემბრიდან დღმდე მაქვს 765 პოსტი.
Links : 2010 წლის 20 იანვრიდან დღემდე დამიგროვდა  631 ლინკი.
Photos : 2010 წლის 30 აპრილიდან დღემდე მოვინიშნე 33 ფოტოზე.
Videos : 2010 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე მოვინიშნე 12 ვიდეოზე.
Notes : 2011 წლის 13 ივნისიდან დღმედე მაქვს 3 ჩანაწერი.
Likes : 2010 წლის 16 თებერვლიდან დღემდე მაქვს 139 მოწონება.
Events : 0
Checkins : 0


ახლა კი უშუალოდ სტატუსები:



2010 წელი.
4 თებ : მე რა მჭირდება?ხმელი საწოლი,რომელზეც უფრო მალე თენდება.
28 მაი : დამთავრდა 1 წლიანი ილუზია ფარფლებთან შეხვედრისა!
4 ივნ: ფეისბუქი ფიქრობს, რომ მე 38 მეგობარი მყავს.
6 ივნ: 5 დღეში დაიწყება საყოველთაო ზეიმი,ფეხბურთის გულშემატკივართათვის. "მარადიული დღესასწაული" იწყება,მეგობრებო.
7 ივნ : რატომ ასეთი ბანალური სტატუსები,მეგობრებო?ხომ მშვიდობაა? 
10 ივნ : დღეიდან ჩემი გონება ეკუთვნის ფეხბურთს.
14 ივნ : რომ იცოდეთ როგორ ჰკიდიხართ ფეხბურთს "22 კაცი ერთ ბურთს დასდევს"-იანად,რომ აღარ იწვალებდით ამდენს მის ძაგებაში. ფეხბურთს არ უნდა უყუროს ყველამ.მისი გათავისება დიდი ნიჭია.ჩათავლეთ,რომ თქვენ ეგ ნიჭი უბრალოდ არ გაქვთ.
17 ივნ : გრანდიოზული შემოთავაზება მომივიდა,"ყველაზე ლამაზები"-დან. მათ უნდათ,რომ დავუმეგობრდე. თქვენის ნებართვით ორ ყულფს გადავუგზავნი აქეთა მაგიდიდან,რომ სადმე დაეკიდონ.
3 ივლ : ჰოლანდია და ურუგვაი,როგორ საზიზღრად მოხვდნენ ერთ ჯგუფში.ორივე ჩემი ფავორიტია.როგორ გავიხლიჩო ახლა?!
9 ივლ : მეგობრებო,ფილმი ურჩიეთ თქვენს მოყვასს,ნინოს.
10 ივლ : მოვიმჩვარე.სადაა ძილი? 3 საათში სკამიდან ავდგე თუ - საწოლიდან?
10 ივლ : ხვალ დიდებული დღეა. "მარადიული დღესასწაული" ფრთების აკეცვამდე გაიბრწყინებს კიდევ ერთხელ და დაგვემშვიდობება 4 წლით. 
19 ივლ : მოკვდა ჩემი ბეღურა. ყველა კი ვერ ეგუება,ამ გახრწნილ დედამიწას! 
23 ივლ : 66 მეგობარზე ნუ გამაჩერებთ.ერთმა ამომშალოს,ან ერთი დამემატოს. ან 10-მა ამომშალოს და აღარ დამემატოთ. ან..ან..ან..
7 აგვ: ზედიზედ ქრება ფანჯრებში შუქი, ფანჯრები ასე ხუჭავენ თვალებს..(ც)
7 აგვ: ბებერივით ვცხოვრობ. უბრალოდ,შვილიშვილები არ მყავს ჯერ.
7 აგვ : იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი. (ც)
9 აგვ : ისეთ დღეს რა ვუთხრაი, თუ კარაქიანი პურით და ყველით არ დაასრულე.
13 აგვ : მთვარეს გახედეთ.მთელი დიდებულებით წარსდგა ცაზე ჩვენს წინაშე.
27 აგვ : და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ. (ც)
31 აგვ : პატარობაში თოფის ტყვიებს დავეძებდი და ვაგროვებდი. იგივე მოვლენას ახლა რა დაერქმეოდა?
1 სექ : კუმირები მამის _ ლენინი და სტალინი! კუმირები შვილის _ ლენონი და სტალონე!
7 სექ : ეს მუჯლუგუნი რას ნიშნავს,გამარკვიეთ! ვინმეს რომ ვუჯიკებ,სკამიდან გადაყირავდება თუ?
8 სექ : ეს ქალაქი მინდა,რომ დაკუჭოს დედამიწამ და მოსაქმების დროს ტრაკში ამოისვას. (რუსთავს ასე ვეფერები ხოლმე)
17 სექ : ხალხი ბრბოა! ვიცი,რომ იცით.მე უბრალოდ ჩემებურად ვიცი.
20 სექ : Right place,wvrong time.
25 სექ : სტატუსზე რამე 'გოგოშკურის' წაწერება რატო არასდროს არ გამჩენია? იგივე ავატარად,რომელიმე მდედრის ფოტო,რომლის მხოლოდ ჩულქები ან სიაგრეტიანი ტუჩები ჩანს.ან..ან..ან..
1 ოქტ : თმაზე ატმის სუნი მაქვს და უნებრუად გამეფიქრა. ოთახში ერთი ხე ყველას უნდა ერგოს.
4 ოქტ : გიგანტური კოღო მყავს ოტახში,მაგრამ არ ვკლავ სპეციალურად.მიანტერესებს, ნაკბენიც თუ გიგანტური მექნება.
5 ოქტ : "ქუჩაში სიარულისას ცაში ყურება უყვარდა ხოლმე. ხალხი კი ზურგსუკან ქირქილებდა,ამაყი კაციაო".
6 ოქტ : წვიმს-ქოლგები დასაქმდნენ.
9 ოქტ : საშლელის ხმარებისას ხელზე ძარღვები რომ იბურცება სასიამოვნოა.
11 ოქტ : ფილმებში როგორ გემრიელად ჭამენ ხოლმე.
15 ოქტ : მეგობრებო,ერთ დღესაც ნინჩო მტერსასრუტუნა რომ დავირქვა,მაგინებთ თუ წამშლით?
27 ოქტ : ჩემი ყველი გამითავდა.
9 ნოე : მეც(ძ)ინება.
18 ნოე : დავწვე,არ დავწვე,დავწვე.. გვირილას მხოლოდ სიყვარულზე კი არ უნდა დაეიკითხო ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარო..
23 ნოე : საწოლს კვლავ სკამთან ვღალატობ.
2 დეკ : უცნაურები ხართ,ადამიანებო. ჩემ მიმართ ისე ხშირ-ხშირად იცვლებით.. :შ
5 დეკ : ხერხი ვნახე! ვაშა!
13 დეკ : გოგლი-მოგლის გემო მომნატრებია. ) ერთი მამალოც უნდა გავიკეთო კოვზით გაზზე და ეგაა,დავბრუნდები შორეულ,საცოდავ წარსულში.
16 დეკ : დღეს ჩემი გუნდის,მილანის დაბადების დღეა! 111 წლის გენიალური კლუბი! აწ და მარადის!
18 დეკ : დღეს ჰიტჩკოკის "ჩიტები" ვნახე თბილიში.: | ამდენი ჩიტი არ ახსოვს ჩემ მეხსიერებას.
20 დეკ ; ვა,რუსთავში წყალი არ მოდის მესამე დღეა? ლოლ,მანდ როგორ ცხოვრობთ? : დ
28 დეკ : გილოცავთ,მეგობრებო. დღეს კინოს 115 წელი შეუსრულდა.

2011


3 იან : I just had sex.
5 იან : ბიბლიოთეკაში მინდა ვიცხოვრო.
7 იან : ხალხი ბლაგვია.
27 იან : ხომ შეიძლება ხვალ ვინმე მოკვდეთ?
28 იან : დღეს ვნახე ხე,რომელსაც ყველა ტოტზე თითო ფოთოლი ჰქონდა დაკიდებული..აღსანიშნავი მოვლენაა..
31 იან : რაღაცას რაც უფრო ბევრჯერ აღნიშნავს ადამიანი ხარისხს მოუმატებს იმ რაღაცას,თუ უბრალოდ ტვინს გაღუნავს?
3 თებ : მარტივი ინტერესი. )მე ნებისმიერ თქვენგანზე შეიძლება უცებ დავფიქრდე.არ აქვს აზრი სად ვიქნები:ქუჩაში,სახლში..აი,დღეს მაგალითად მარშუტკაში ამომიტივტივდით რამდენიმე. )უშუალოდ კითხვა: ამგვარ ვითარებაში,სულ უმიზეზოდ მეც მოვსულვარ ერთხელ მაინც თქვენ გონებაში?
9 თებ : ზოგჯერ როგორ მინდება,რომ წიგნებში არსებულ ფოტოებს ადგილი გავუცვალო.
15 თებ : "ჭირსა შიგან გამაგრება" როგორ უნდა, თქვენც კი იცით..
16 თებ : კატებთან ფოტოების გადაღებაზე რატომ გაზარდეს მდედრებმა მოთხოვნილება? თუ კარგი რამეა,მეც ვცდი.
20 თებ : გველის მიახლოვებისას ჯერაც ახალი დაყრილი ქვირითებიც კი ხვდებიან,რომ ნაადრევად უნდა დაიბადონ და მტერს გაექცნენ.თქვენ ახლა ამას კითხულობთ,მე ვწერ,ვნახე კიდეც და რაც მთავარია გ ა ვ ი ა ზ რ ე !
26 თებ : ქვემოთ ჩავედი,თოვლს გავეხმიანე,იმანაც ისე მაგრადჩამიხუტა,რომ სულ დამასველა.კარგია თოვლი! ახლა დავემშვიდობე.პირობა მოვაცემინე,რომ ხვალაც დამხვდებოდა. კიო,კიო..ცოტა იმედგაცრუება კი შევნიშნე სახეზე..
28 თებ : ნუ გეწყინებათ,კონკრეტიკის გარეშე გეტყვით: როგორ იდიოტურ ფოტოებს დებთ : შ (თქვენსას,არა,ზოგადად). უცებ რაღაც მოგეწონებათ,აგიმღვრევთ გულს და..ფუნქცია "ფოტოს ატვირთვაც" დასაქმებულია.
14 მარ: დღეს ბავშვს პური დაუვარდა მიწაზე,აიღო დედამ და ისევ პირში ჩაუდო.მე ვიფიქრე,რომ მომეჩვენა .. ჩემდა ბედად იმ ბავშვმა მეორედაც დააგდო პური. ისევ იგივე რომ გაამეორა დედიკომ, სახე ამელეწა.
14 მარ : ლამაზი ქალი.აი,როდესაც ხარ ლამაზი ქალი.. როგორი დიდებულია,როდესაც გქვია,ლამაზი ქალი.
23 მარ : მე არ მყავს კარგი მეგობრები,ან,მე ვარ ცუდი.
25 მარ: ჟურნალი "ლიბო" ცოტა ძველ თაობას,აი,სადღაც ტალონების პერიოდის ხალხს გახსოვთ?
26 მარ : მე თუ ჩემი "ფრენდების" ძირითადად გოგონების ფოტოებისთვის ცალკე ალბომი არ მაქვს მიძღვნილი,ცუდი ვარ?
6 აპრ : ამ უცნაურ სახელებს და გვარებს ნუ ირქმევთ,რა. მაინც ის პიროვნებები იქნებით რაც პირადობის მოწმობაში ან პასპორტში გიწერიათ.
17 აპრ : ვდგებით და ვიხედებით აივნიდან. თვალებით ვეძებთ მთვარეს!
20 აპრ : საუბარი მწადია! გავხსენი ონლაინ მეგობრების სია.ავხედე-დავხედე და დაძინება გადავწყვიტე.ვირტუალური ყოფადობა..
21 აპრ : მე ვაძლევ ჩემ თავს პირობას,რომ ვიქნები ბედნიერი!
25 აპრ : მთელი დღე რაღაც მიხაროდა და ბოლოს მივხვდი:ამ საღამოს იყო-ბაყაყი გზიდან გადავიყვანე..
27 აპრ : ბაყაყის ხმა როგორ მსიამოვნებს! კარს არ ვხურავ,ვიყინები,პირდაპირ კაცივით მეჯახება სხეულზე ( გ.ფანჯიკიძის გავლენა), მაგრამ ბაყაყის ყიყინს ვერ ველევი. მახსენებს რაღაც შორეულს,ზაფხულის მშვიდ,თბილ საღამოს.მაშინ მეც სხვანაირი ვიყავი,ჩემი ფიქრებიც სხვანაირი იყო.აი,ბაყაყის ყიყინი კი უცვლელია.
28 აპრ : "სიბერე სიკდვილთან შესარიგებელი ასაკია" 2007 წლის 17 სექტემბერს მითქვამს და მიმიჯღაბნია,სადღაც ძველი რვეულის ნაგლეჯზე. ახლა მიავგენი..
28 აპრ : ვის უნდა,რომ სიკეთეში გამეჯიბროს?
3 მაი : any way the wind blows..
5 მაი: რა კარგი იქნებოდა მაწვნის სუპში ხახვები რომ არ იყოს. : შ
9 მაი : დაბადების მოწმობას ვეძებდი და ვერ ვიპოვნე.ავტეხე განგაში,დავიწყე ფიქრი,სად უნდა ყოფილიყო,გადავწყვიტე,რომ უნივერსიტეტშია.ცოტა ხანში დედას შემოაქვს ოთახში მწვანე,სსსრ წაწერილი სვიდეწელსტვო ო რაჟძენიი..აღარ მახსოვდა,რომ ამ დროს დავიბადე და მითუმეტეს,რომ ლენინის ქუჩაზე ვცხოვრობდი.უფრო თანამედროვე და ქართულწარწერიან დაბადების მოწმობას ვეძებდი..
22 მაი: ლიბ.გი-ზე საკუთარი ნაწერები თუ არ მიდევს,იმიტომ,რომ ვერ ვიკადრებ შოთა ნიშნიანიძის და მრავალი სხვის გვერდით ყოფნას,ჩემი თავის ფასი არ ვიცი?
იქნებ,გახსნილ გონებას დავაბრალო?
22 მაი : როგორი საინტერესოა,ყოველ 5 წუთში ცას რომ აჰხედო ღრუბლების სხვანაირი განლაგება დაგხვდებათ. გასწიეთ ფარდები!
23 მაი : საბოლოოდ,მაინც იმით ფასდები რა გააკეთე და არა იმით,რისი გაკეთებაც ვერ შეგეძლო. მე ვერაფერი ვერ შევცვალე.მხოლოდ ვამხნევებდი ადამიანებს.მე თუ მკითხავ ,ესეც მშვენიერია. ჩ.ჩაპლინი.
26 მაი : არასდროს მქონია ასეთი სიბრალული, ასეთი განწყობა,როგორი ახლა ეს სიახლეა,პატარა სიახლე მოწყენილ ცხოვრებას ზოგჯერ რომ ახლავს. 2008 წელს დამიწერია.
27 მაი : მტრედები შემოეჩვივნენ ჩემ აივანს. რა ტბილი ხმა აქვთ!
27 მაი : 27 სმს მაქვს ,27 თეთრი სასაუბრო და 27 მაისია,ჩემი დაბადების დღე. დიდებული დამთხვევა..
28 მაი : რა ლამაზი დღეა,რა ნათელი ბლაბლა,იმიტომ,რომ დღეს ლიგის,ლიგის ფინალიააა!!
4 ივნ : ორი უპატრონო ლეკვი უნდა ამოვიყვანო სახლში.დილით,7-ზე გამაღვიძა წკმუტუნმა,იმის მერე ამათზე ვფიქრობ. ვაჭმევ და მეყოლებიან ხვალ დილამდე.პატარა შეღავათი ხომ მაინცაა.ჩემი მეზობლის ეზოში შევიდა და ღობიდან გადააგდო!
5 ივნ : კინაღამ შევცდი და პურის გული გადავაგდე.
7 ივნ : ეშმაკის მონოლოგი:რა დროს ეშმაკობაა,-ყველა გაეშმაკდა.
8 ივნ : დაბადების დღის ანონსს,თუ რაც ჰქვია ვათვალიერებდი ახლა. ზოგი 14-ის ხდება,ზოგი 17-ის,ზოგი 24-ის..)) გამეღიმა,რავი..
10 ივნ : რას იღრინები,სამყაროვ?!
10 ივნ : ვა,რა მაგარია. უნივერსიტეტში,გადაუხდელობის გამო,სტუდენტის სტატუსი შემიჩერდა.
11 ივნ : ჩემპიონთა ლიგის ფინალი კი 19 მაისს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გაიმართება. მომდევნო წელს მე ლიგის ფინალს სტადიონიდან ვუყურებ!! აი,ასე!1 ვინ თქვა სასწაულები არ ხდებაო?!
12 ივნ : ჩაი ზაფხულშიც ჩაია.
13 ივნ : და ზღვა მიაგავს გიგანტურ დაჭმუჭნულ გაზეთს და ცა კითხულობს ბრძოლის ეპიზოდს.. აბა,წარმოიდგინეთ.
13 ივნ : ჯერ მიკბენს და მერე მლოკავს.
14 ივნ : სააბაზანოს ტუალეტში გაცილებით ლამაზად რატომ გამოვიყურები ხოლმე?
15 ივნ : მუსიკა რომ ცხოვრების სამკაულია ისედაც იცით,მაგრამ,კიდევ გეტყვით. კარგი გემოვნება კი ორმაგად ალამაზებს ამ სამკაულს.
16 ივნ : წიგნის ნაცრიფერი ჭია როგორ მიყვარს.
21 ივნ : ვიზა ჩარტყმულია! ესეც ასე..
22 იან : ზოგჯერ მგონია,რომ ჩემ ლეკვს ჩემი ესმის. წეღან ვუთხარი წყალი დალიე მეთქი და მივიდა ,დალია.ახლა კიდე კართან მივედი,ადგა,ეგონა გავდიოდი და გავხედე,ვუთხარი დაწექი ,არ გავდივარ მეტქი.გაბრუნდა და დაწვა ისევ.O_O
24 ივნ : უბრალო ტრაპეზი:პური და პამიდორი.
27 ივნ : 2007 წლის 8 სექტემბერს სტადიონზე ვიჯექი და შევჩენკოს ვუმზერდი. ))
ჰაჰ,კარგი დრო იყო,კარგი.
30 ივნ : აღარაა ბუბუ ცემთან და გარშემო თითქოს დაბნელდა!
1 ივლ : გავეშურე აეროპორტს. აბა,დროებით ბლაბლა.. ))
18 ივლ : და,აი,როგორც ყოველთვის ისევ ყველა ბედნიერია,ცხადია ჩემ გარდა. ))
20 ივნ : რა მოხდებოდა ადამიანი სულ ყოველთვის რომ გულწრფელი იყოს? ნეტა როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება.აი,მაგალითად,მე.სულ ყოველთვის რომ გულწრფელი ვიყო..
27 ივნ : ალიანს არენაზე ვიყავი,მილანის თამაშზე.ასევე ვიხილე ბარსელონა და ბაიერნი. ოცნებები სრულდება. მთავარია არასდროს დაივიწყო ისინი.
1 აგვ : ჩიტი ვიპოვნე მეტროში.იქ ხომ არ დავტოვებდი.მეგონა გერმანია მაინც იქნებოდა ამ მხრივ ჰუმანური.ვერავინ ვერ მითხრა სად შემეძლო რომ წამეყვანა.ავდექი და კოლეჯში მივიყვანე,იმ იმედით რომ უკან რომ წამოვიოდი ჩემ სახლთან პარკში გავუშვებდი ,მაგრამ, კოლეჯში ხელში ჩამაკვდა.პარკში მაინც მივიყვანე,ოღონდ დასაფლავების გამო. : |
8 აგვ :  ვარ ძალიან დიდ სახლში მარტო.გარეთ არის ისეთი ამინდი,საშინელებათა ფილმებში ყევლაზე დაძაბულ მომენტში რომ არის ხოლმე. პლიუს ამას,ჰკიდია ისეთივე ნათურა ქუჩაში ფილმებში ქარი რომ არხევს და ჭრიალებს. პლიუს ამას წეღან ყვავმა გადაიფრინა ჩხავილით და ამ წამს გავიხედე და ფანჯარაზე ორი ობობა ჩამოდის ქსელით. პანიკას მივეცე?
11 აგვ : ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ქვეყანაში არის,ის,რომ არავიზე არ დამინახავს ჯერ ჯიშიანი,გასუქებული,პატრონივით მთხლე ძაღლი.უმეტესობას მეტისები ჰყავთ,უბრალო ცუგები..ალბატ ამიტომ არ არის ქუჩაში ერთი მაწანწალა ცოხველიც,კი. ისა,ქართველებო,თვქენზე ძვირიანი ძაღლების ყიდვას არ მოგიშალოთ ღმერთმა,აბა,მეტისი გეკადრებათ თქვენ?
11 აგვ : "როგორ გაუძლებ სიკვდილის სუნს მთელი სიცოცხლე,რომ თან იმღერო,თან ნიჩაბი გეჭიროს ხელში".
15 აგვ : „რომ დამინახეს ჩრდილნი დამიგეს ფეხქვეშ. ბებერი მუხა, ნორჩი ნაძვი და ფიჭვი, მელოდებოდნენ თურმე.“
26 აგვ : დღეს ერთ ქალს რამის დავეჯახე ველიკით და მთელი ხმით დამიწყო ყვირილი.ნუ,დავაცადე,მაინც არ მესმოდა,ჰოდა ბოლოს გავუღიმე და ბოდიში მოვუხადე და კიდევ უფრო ხმაამღლა აყვირდა,არ მჭირდება ბოდიშიო.მიდი და ელაპაკე..მისთის სამარადჟამოდ ნეგატიური ადამიანი ვიქნები. კინო რომ ყოფილიყო,მაგის შვისლ შევუყვარდებოდი რაღაცნაირად და მერე აიწეოდა კაი ამბები..მაგრამ რელობაა. : დ
29 აგვ : გარეთ ისევ თოვს, მახსენდები და ვფიქრობ შენზე ... >>სულ მაინტერსებდა,ვინმეს ფიქრებში, აი, ასე თუ მოვხვედრილვარ?
30 აგვ : "რამხელა ბედნიერებაა, ავს იზრახოდე, მიდიოდე სისრულეში მოსაყვანად და შუა გზაში გადავიფიქრო. ვინც კეთილია, ვინც სიკეთეზე ფიქრობს და ზრუნავს, ვერასდროს იგრძნობს ასეთ უეცარ ბედნიერებას".
1 სექ : როცა მოვკვდები თმა მომაჭერით ვინმემ და შეინახეთ.
4 სექ : დაიწყება რომელიმე სიმღერა და ბრუნდები იქ,სადაც მოუსმინე. სამწუხაროა,რომ ახლა გეპეიში დავბრუნდი. ცუდ ადგილს მომდომებია მოსმენა..
6 სექ : მინდა ისეთი რამ შემემთხვას,იმდენად ამაღეკვებელი,ემოციური,რომ დავმუნჯდე სამუდამოდ,ისე,რომ ხმა აღარასდროს დამირბუნდეს.
7 სექ : როგორ გულისგამაწვრილებლად იპიარებთ ხოლმე თავებს.
9 სექ : დღს მე და ველოსიპედი ერთად მივსდევდით მთვარეს..
11 სექ : თქვენც ხომ ხშირად გიფიქრიათ როდესაც რაიმე მუსიკას უსმენთ,ნეტა ამ სიმღერას კიდევ ვინმე თუ უსმენსო..როგორი საინტერესოა..
16 სექ : როგორ მეზიზღება ფილმების სამყაროდან ისევ აქ რომ ვბრუნდები ხოლმე.

The End.


1 comment:

მართა said...

sheni statusebi. ramodenime gamaxsenda :)