* * *
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს,
მასულელებდეს,მიბნევდეს თავგზას
მისი თვალების ჩუმი ბრძანება,
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება.
არ დავირცხვენდი,გითხრათ სიმართლე,
არა და არა, არ დავირცხვენდი,
ოღონდ მიყვარდეს,მართლა მიყვარდეს,
გახელებამდის,თავდავიწყებით..
ოღონდაც,ღმერთო,გარდასულ ყრმობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი,
ის ღვთაებრივი მაცდური თრობა,
შიში,ცახცახი და ფორიაქი.
* * *
მე ავადა ვარ და სიზმარში ვარ,
ავად ვარ სიზმრით თუ სინამდვილით.
თითქოს ბარტყი ვარ კატის არჩივი,
ბარტყი ბუდიდან გადმოვარდნილი.
დრო კატასავით გრუტუნებს სადღაც,
და მეპარება...და ნახტომს ზომავს.
თავზე მშობლების ჟივილი მადგას
და მოუხმობენ მშველელს და ქომაგს.
ცდილობენ მიხსნან,გადამარჩინონ,
არ ცხრება მათი დრტვინვა-განგაში,
ხსნა კი,არ ვიცი,აქ დარჩენაა,
თუ იქ წაყვანა,იმ ქვეყანაში?
სინამდვილეა ეს თუ მირაჟი,
სულის ძილია ეს თჲ სიფხიზლე?
სანამდე ვცოცხლობ ,მე ვარ სიზმარში
და რომ მოვკვდები,გამოვიღვიძებ?
და ვეკითხები გარდაცვლილ მშობლებს:
რომელი არი ყოფა მთავარი,
ანდა რომელი ქვეყანა ჯობნის-
მარადიული თუ წარმავალი?
ბუნება მართლა უფლის სარკეა?
თუ ნიღაბია და უცხო წიგნი?
ანდა საგანთა იერარქია
გადადის დროის და სივრცის იქით?
რად ვიბადებით ან რატომ ვკვდებით,
ან რა ვიყავით გაჩენის დღემდე?
ბედისწერის თუ განგების ნებით
რაღა ვიქნებით სიკვდილის შემდეგ?
და დედა ამბობს,შიშით გვემული:
"ჭეშმარიტ ცოდნას კრძალავს უფალი,
კაცი ყველაფერს მაშინ გებულობს,
სული რომ ხდება თავისუფალი.
ზღვარი დაუდოს,ვერავინ შეძლებს
დროის ბრუნვას თუ სულის ხეტიალს
და ვინც სიკვდილით მეტია შენზე,
მარადისობით ალბთ მეტია..."
. . . . . . . . . . . . . . . . .
სინამდვილეა ეს თუ მირაჟი?
სულის ძილია ეს თუ სიფხიზლე?
სანამდე ვცოცხლობ, მე ვა სიზმარში,
და რომ მოვკვდები - გამოვიღვიძებ.
ნიღბები.
რომ არ გამთვალოს კაცთა სიხარბემ
და მარტივ კაცად რომ არ ჩამთვალონ-
სახეს ვიფარავ ჭრელი ნიღბებით,
როგორც კლდეს ფარავს სურო-ფათალო.
ღარიბი კაცის ნიღაბს ვიკეთებ,
არც ძუნწი კაცის ვთაკილობ ნიღაბს,
რათა სიძუნწე ანდა სიკეთე
ვიხილო სხვათა თამაშის მიღმაც.
უხათრო კაცი ვარ იძულებით,
რომ გამოვცადო სხვაც ჩემი მსგავსი,
მეგობრის ღალატს თუ ერთგულებას
რომ უფრო მეტად გავუგო ფასი.
ხანაც მხდალი ვარ,ხან მიამიტი,
უბირი,ვინმე გამოუცდელი,
ასე ვგებულობ: - ზოგი რაინდი
რა რაინდია და რა სულგრძელი.
ხდება: არჯალ კაცს ვთამაშობ ბრბოში,
ვიცი,ასეა ზოგჯერ საჭირო,
რომ იქნებ სულში უმწეო ბავშვი,
კეთილი ბავშვი გადავარჩინო.
შენთანაც ვჩხუბობ,გებუზღუნები,
სული ტკივილით რომ უფრო ვგვემო,
მაგ დიდ სიყვარულს და ერთგულებას
რომ უფრო მეტად გავუგო გემო.
ვინც ანაწილებს კაცთათვის როლებს,
ვინც რჩეულთათვის ამზადებს ნიღბებს,
ჩემი მფარველიც ის არის სწორედ
და ის მიზოგავს სიმაღლეს,სიღრმეს.
ამ წყეულ ნიღბებს იმიტომ ვიცვლი,
რომ ჩემი სახე შევინარჩუნო,
ცხოვრებას კიდევ გავუძლო ვინძლო,
ვიცხოვრო,ვწერო და ვიფაჩუნო.
და როცა დღიურ ფუსფუსის მიღმა
ღამე საკუთარ სულს ჩამახუტებს,-
მე გადავხედავ ჩამოხსნილ ნიღბებს,
როგორც ნაომარ რკინის ჩაფხუტებს.
ჭინკასთან საუბარი.
ზოგჯერ ცარიელ,მწვანე ბოთლიდან
ან სიგარეტის ლურჯი კვამლიდან
გადმოვა ჭინკა,კუდს გადმოიტანს
და მეცხადება სულ სხვა ჰამლეტად.
კამათობს,ანჩხლობს თმაგაჩეჩილი,
კამათობს ,ანჩხლობს,იგრძელებს კისერს
და სტრიქონებად შემომაჩეჩებს
ამურისათვის მოპარულ ისრებს.
გაიმარტივე ყველა სირთულე
ხელის ჩაქნევით ანდა ქირქილით.
ხელთ იგდე,თუნდაც სხვისი ტიტული,
დაიდგი თუნდაც სხვისი გვირგვინი.
ნიღბები გინდა?ნიღბებს,პარიკებს
რამდენსაც გინდა ,იმდენს მოგიტან,
თვითონ ეშმაკის გარდერობიდან,
ისე,ეშმაკიც რომ ვერ გაიგებს.
იზრუნე წიგნზე და ყდის ფერებზე,
გზას რეკლამებით უნდა იგნებდე,
ბრბოს წიგნი როდი აინტერესებს,
არამედ მხოლოდ აზრი წიგნებზე.
აჩუქე წიგნი ლამაზ გოგონებს,
ყველას ხატება უწოდე ფრესკის
და ესტრადაზე შენც აგოგმანე
ჭრელკაბიანი კუდრაჭა ლექსი.
მგოსნებიც აქე ყველა ცალ-ცალკე,
თუ მარტო დარჩი მთლად ერთი ერთთან.
მერე იმ ერთთან ყველა აძაგე
და ყველა,ყველა გიწამებს ღმერთად.
ჭინკა კი არა ავგაროზი ხარ,
ისე სწორად ხსნი ცხოვრების იგავს,
შენ მგონი უფრო ანგელოზი ხარ,
ვიდრე მაცდური,ბოროტი ჭინკა.
მე კი ხანდახან ვეშვები ქვევით,
როდი ვეძახი ჩემს თავს უცოდველს,
ჯუჯას ვუწოდე პატარა დევი,
დევს კი- ვეება ჯუჯა ვუწოდე...
. . . . . . . . .
თუ ეს ცდუნება გადავიტანე
და ჭინკა ბოთლში თუ ჩავიტყუე,
განწირულ გემის კაპიტანივით
მეც შევასრულებ წმინდა რიტუალს.
დაე,განსაჯოს ვიღაც მესამემ,
განსაჯოს წლების იქით და იქით:
იქნებ ტყუილად ვევნე-ვეწამე
და გაწბილება არ ღირდა ჭინკის?
ხვალე
რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი "ხვალე".
-დღეს გვიანაა,ხვალე,ბავშვებო,
ხვალეც მალეა,მალე!
ხვალიდან ვდგები დილაადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ,ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ,აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალვე ვისესხებ,ხვლაე გიყიდი,
კარგი,დაწყნარდი,კარგი!
ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე,ხვალე და ხვალე!
შენც,ჩემო თავო,რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ,მუდამ იქნება,
მიდი,თვალე და თვალე!
მოსალოდნელი სიბერის დატირება
ასე ადრიან ვინ მომიგზავნა,
რის მოსაკითხად ან რის საშოვრად?
როგორც ჩერჩეტი ანცი თიკანი,
ფეხდაფეხ მოჰყვა ჩემი ბავშვობაც.
როგორ გაგიძლო და მოგიარო
შენ ჩემი ცოდვით სავსე ბებერო,
წითელი კვერცხი როგორ გიგორო,
ანჩხლსა და უჟმურს როგორ გეფერო?!
მხარზე გისხედან სნეულებანი -
შენი ერთგული ქვეშევრდომები,
აგრე უძლური მე არ მინდიხარ
და სხვებს,საბრალოვ,რად ენდომები.
რა მოვასწარი?თავი და ბოლოც
ამოუხსნელი დამრჩა ნახევრად...
სულ ორიოდე ცის გახსნა მხოლოდ,
სულ ორიოდე თავბრუდახვევა.
ახალგაზრდობა - ბუნების ჯილდო,
ცისარტყელის და ელვის ჩანჩქერი
უნდა ჩამოწდეს და დაიშრიტოს
და შემეცვალოს ჯილდო სასჯელით?!
ვიცი:ვალში ვარ ჯერაც კისრამდე,
ვიცი:ადრეა სიტყვა გედური,
მაგრამ არ ვიცი სიბერისათვის
მადლობა მეთქმის თუ საყვედური?
* * *
მდინარის პირას თეთრი ქვა ეგდო,
შორიდან იგი მოჩანდა ლოდად,
რომ ამოვიღეთ,გავვოცდით ერთობ -
შეხედულება პატარის ჰქონდა.
პატარა იყო და მძიმე იყო
და არა დიდი და არა მჩატე...
ვზივარ ნაპირზე და ჩემთვის ვფიქრობ,
ამ ქვის ამბავი მახსენებს რამდენს.
ასე რად არი,დედაბუნებავ,
რასაც კი ვწვდებით,გვიკარგავს იმედს
და ხელთა გვრჩება,როგორც ცდუნება,
რაღაც პატარა და რაღაც მძიმე...
ხვალე
რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი "ხვალე".
-დღეს გვიანაა,ხვალე,ბავშვებო,
ხვალეც მალეა,მალე!
ხვალიდან ვდგები დილაადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ,ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ,აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალვე ვისესხებ,ხვლაე გიყიდი,
კარგი,დაწყნარდი,კარგი!
ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე,ხვალე და ხვალე!
შენც,ჩემო თავო,რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ,მუდამ იქნება,
მიდი,თვალე და თვალე!
მოსალოდნელი სიბერის დატირება
ასე ადრიან ვინ მომიგზავნა,
რის მოსაკითხად ან რის საშოვრად?
როგორც ჩერჩეტი ანცი თიკანი,
ფეხდაფეხ მოჰყვა ჩემი ბავშვობაც.
როგორ გაგიძლო და მოგიარო
შენ ჩემი ცოდვით სავსე ბებერო,
წითელი კვერცხი როგორ გიგორო,
ანჩხლსა და უჟმურს როგორ გეფერო?!
მხარზე გისხედან სნეულებანი -
შენი ერთგული ქვეშევრდომები,
აგრე უძლური მე არ მინდიხარ
და სხვებს,საბრალოვ,რად ენდომები.
რა მოვასწარი?თავი და ბოლოც
ამოუხსნელი დამრჩა ნახევრად...
სულ ორიოდე ცის გახსნა მხოლოდ,
სულ ორიოდე თავბრუდახვევა.
ახალგაზრდობა - ბუნების ჯილდო,
ცისარტყელის და ელვის ჩანჩქერი
უნდა ჩამოწდეს და დაიშრიტოს
და შემეცვალოს ჯილდო სასჯელით?!
ვიცი:ვალში ვარ ჯერაც კისრამდე,
ვიცი:ადრეა სიტყვა გედური,
მაგრამ არ ვიცი სიბერისათვის
მადლობა მეთქმის თუ საყვედური?
* * *
მდინარის პირას თეთრი ქვა ეგდო,
შორიდან იგი მოჩანდა ლოდად,
რომ ამოვიღეთ,გავვოცდით ერთობ -
შეხედულება პატარის ჰქონდა.
პატარა იყო და მძიმე იყო
და არა დიდი და არა მჩატე...
ვზივარ ნაპირზე და ჩემთვის ვფიქრობ,
ამ ქვის ამბავი მახსენებს რამდენს.
ასე რად არი,დედაბუნებავ,
რასაც კი ვწვდებით,გვიკარგავს იმედს
და ხელთა გვრჩება,როგორც ცდუნება,
რაღაც პატარა და რაღაც მძიმე...
* * *
სიჭაბუკეში ყველანი ვხდებით
რაღაც ლამაზი სიგიჟის მსხვერპლი
და ყველას,ყველას გვაცთუნებს ვნება -
დავამხოთ ძველი ღმერთი და კერპი.
სიახლეს ვეძებთ,ვეძებთ და ვეძებთ,
ვეძებთ...ვპოულობთ თუ ვერ ვპოულობთ
და ბოლოს ნაცნობ გზებსა და რელსებს
შევრჩებით გვიან,ანდა დროულად.
ძალებს ვერ ვზომავთ,არ გვესვენება,
ვანგრევთ საკუთარ გზას და კალაპოტს,
სიახლითა და აღმოჩენებით -
ოღონდ ქვეყანა ვალაპარაკოთ.
დასანანია,კარგ ტრადიციას,
როცა ადვილად ვგმობთ და ველევით.
მამებმა ჩვენზე უკეთ იციან,
სად ვართ სუსტები,სად -ძლიერები.
ვგმობთ და უარვყოფთ დაუფარავად.
რა ვართ?ეჭვით და ჯანყით მდიდრები,
ბევრს ვდავობთ,მაგრამ თავი არა გვაქვს
რამის მიღების ან დამკვიდრების.
მაღლა მივფრინავთ და როდი გვესმის,
თუ რას მოგვიტანს ეს აზვირთება,
სიმაღლის ზრდასთან,ბუნების წესით,
როცა უფსკრულის სიღრმეც იზრდება.
და მერე,როცა წლები მოგვიტანს
მწარე ცოდნას და გამოცდილებას,
გზას გამოვხედავთ და სიშორიდან
ჩვენს შეცდომებზე გაგვეცინება.
დასაბამიდან ხორბლის მარცვლიდან
მხოლოდ და მხოლოდ პური ამოდის!
(თავის ბუნებას რაც არ დასცალდა)
და არა თევზი ანდა მამონტი.
ხე ფოთოლს ისხამს,როგორც ისხამდა,
ტრადიციულად და ძველებურად -
და როგორც ვხედავთ,ძველი სიცხადით
წუთისოფელი გაგრძელებულა,
რასაც სიკეთე მოუტანია -
ძველისც,ახალიც მიყვარს ერთიან.
მე რაც წამაქცევს ის ტიტანია
და რაც აღმადგენს,იგი ღმერთია.
შემოეხვევა სულს ხვიარებად
ბრიყვი დუმილი ანდა ქადილი,
ო,რა ძნელია აღიარება
და უარყოფა რარიგ ადვილი!
ო,ტრადიციავ - ბეწვის ხიდი ხარ
და შენთან მეტად გვმართებს სიფრთხილე.
ზოგს ავგაროზად გულზე ჰკიდიხარ
და ზოგიერთი ყულფივით გიფრთხის.
ქართული სულის ხარ აღზევება,
ვენახი,ციხე და ეკლესია,
ვერას დაგაკლებს უცხო ჩვევები -
თუმც ჭილყვავივით შემოგესია.
შენთვის უცხოა მარჩიელობა.
წილადობილა,ცირკის ნიღბები.
როგორც სიბრძნე და ერთადერთობა -
აღთქმის კარივით ჩემთვის ირები.
და შენთვის მსხვერპლად მომიტანია,
რაც განგებისად ჩემი ხვედრია -
მე რაც წამაქცევს,ის ტიტანია
და რაც აღმადგენს,იგი ღმერთია.
ჩემშია ორი ადამიანი,
ორი ცხოვრება, - ღარიბ-მდიდარი -
თავისებურად ავკარგიანი -
ორი ნაპირი ერთი მდინარის.
ერთს რომ ოცნება თავს მოაბეზრებს,
ძიებისათვის აღარ სცალია:
არაფერია,რასაც დაეძებ,
რასაც იპოვი,ის მთავარია...
მეორე ხატავს და ქმნის სტრიქონებს
და ამბობს:-მართლაც,საოცარია,
არაფერია, რასაც იპოვნი,
რასაც დაეძებ,ის მთავარია!
ეზებენ,თრთიან და აშიშვლებენ,
ხარბი თვალები,ხარბი ხელები,
აღფრთოვანებით და გაგიჟებით,
თავდავიწყებით და გახელებით.
და თუკი პირველს უმღვრევს გონებას
ქალის ღიმილი,უბე,მუხლები,
მეორეს უყვარს ჰაეროვნება
ფაქიზი,წმინდა და ხელუხლები.
ერთი დაეზებს ღმერთ და ავრსკვლავებს,
მეორე რწმენას ებრძვის ჯიუტად,
კარგს ავისაგან ვეღარ ასხვავებს,
მისთვის ერთია ქრისტეც,იუდაც.
იცის,ცხოვრება სხვა კანონს მისდევს
და ხელოვნებას სხვა საზომი აქვს -
უნიჭო მხატვრის უცოდველ ქრისტეს
ნიჭიერ მხატვრის ეშმა სჯობია.
მეორე უქმე დროს მიწილადებს,
იხრება,როგორც კითხვის ნიშანი
და მემუქრება,რომ სიკვდილამდე
ვართ ერთსულოვნად გაუთიშავი,
მაგრამ მეორე ინაზღაურებს
პირველმა დღემდე რაც იზარმაცა,
ცოდნის,ძიების მოსიყვარულე
კატალოგებში ეძებს რაღაცას.
ჩვეულება აქვს მიჰყვეს ბოლომდის,
რაიმე საქმეს თუ დაეჭიდა,
არ უშინდება - ცდას და მოლოდინს
და მძიმე წიგნებს უზის ბეჯითად,
ცოტა იცოდე და ბევრი გსურდეს! -
აი,სხეულის მოთხოვნა ბრძნული.
ბევრი იცოდე და ცოტა გსურდეს! -
აი,მიზანი სრულქმნილი სულის.
აღიარება და უარყოფა,
რწმენა და ეჭვი ორად გამყოფი.
როგორც სასჯელი და როგორც ჯილდო,
არის შემოქმედ სულის ნაყოფი.
მაგრამ გათავდა! ხსნას მივაკვლიე
და გაორების მინდა დაძლევა,
თუმცა ის მინდა და ის მაკლია,
რაც ბევრი მაქვს და რიტაც სავსე ვარ.
აქეთ სოფელი,იქით ქალაქი
და თვითეული შუკა და ქუჩა
ჩემი კვერთხია და ჩემი ფუნჯი,
ჩემი ჭოგრიტი და აქვალანგი.
ერთს უვენახოდ არ გაეძლება,
მეორეს კიდევ - უსტადიონოდ.
ორივე ერთად ფიქრებს ეძლევა
და არ იციან თუ რა იღონონ.
მაგრამ იციან ჩემი სისუსტე,
მომდგებიან და შუაზე მყოფენ.
დევი ვარ:ქალაქს ამოვისუნთქავ
და ჩავისუნთქავ მაშინვე სოფელს.
თურმე რაცა მყოფს,მაერთებს კიდეც
და წიგნად მკინძავს სულ ფურცელ-ფურცელ,
ჩემი ორი ფრთა და ორი კიდე,
ორი ნაპირი და ორი ფუძე.
ცემი წაკითხვა სულ იოლია,
ვინძლო ზეპირად ისწავლოს ბალღმაც.
ჩემი ცალი ყდა ქარხნის ბოლია,
მეორე - ლურჯი რიონის ტალღა..
და ვიფურცლები ჟამიდან ჟამად:
მზიან დღეებად,სტრიქონებად,ტილოდ,
ხნულის სურნელი და ბოსტნის ნამი
ქალაქს სახლებზე დავკიდო,ვცდილობ.
გარითმული ვარ "ჰო" და "არათი",
აღიარებით და უარყოფით.
მე ვარ სიცოცხლის ლტოლვა მარადი,
ძველის ფესვი და ახლის ნაყოფი.
რაც კარგია და ჭეშმარიტია,
ის ახალია,მარად ახალი.
აი,ძლეული ეშმა რითაა,
აი,რით არის ღმერთი მაღალი.
ჩემშია ორი ადამიანი,
ორი ცხოვრება,ღარიბ-მდიდარი.
თავისებურად ავკარგიანი -
ორი ნაპირი ერთი მდინარის...
რასაც სიკეთე მოუტანია,
ძველიც,ახალიც მიყვარს ერთიან.
მე რაც წამაქცევს ის ტიტანია
და რაც აღმადგენს იგი ღმერთია.
ნახატი "ნახიმოვი"
ზღვაში ეშვება მზის ვეება,წითელი დისკო,
ზედ გემის ანძა გადატეხილ ჯვარივით მოჩანს,
დაწყვეტილია ჰორიზონტი ბაგირის სიმსხო,
ნაპირზე გემი გარიყულა ვეშაპის ჩონჩხად.
მზეს მიშვერილი ზარბაზნები ანთხევენ დაისს,
თითქოს ჭურვები მინავლებულ მზეში ცვივიან,
ცეცხლს უმატებენ,ათბობენ და მზე კვდება მაინც...
მაინც სიკვდილი და სიცივეა...
ბინდი არბილებს თუ აზავებს აფოფრილ ხაზებს
და ზღვა მიაგავს გიგანტურ დაჭმუჭნულ გაზეთს
და ცა კითხულობს ბრძოლის ეპიზოდს,
რომელსაც მალე ღამე უნდა გადაეფისოს,
და იწეწება ჰორიზონტი კვამლის ქულებით,
მდუღარე რკინა მიწას კორძავს და იღვენთება
და მოხოხავენ,მოხოხავენ რუხ კუებივით
კბილდაკრეჭილი ჩაჩქიანი ინტერვენტები.
დგას ნახიმოვი...და ყივილში ჟღრიალებს თუჯი
და მოფუთფუთე უცხოელებს ჭოგრიტში ჭმუჭნის.
ყეფს გაფოფრილი იალქანი,როგორც ბულდოგი,
ედება ცეცხლი და ჩამავალ მზეს ეტოლება...
მომაკვდავი მზე გმირ ადმირალს ხელებს ულოკავს
და მოღლილ მხრებზე ებჯინება ლომის ტორებით...
ასდის რკინის და ხორცის სუნი შიშინა ფინდიხს
და რუსულ ხიშტზე წამოცმული ფრთხიალებს ბინდი.
* * *
კაცი თავის თავს რომ ვერ პოულობს,
ასე მგონია,სხვის ადგილს იჭერს.
მოგვიანებით ანდა დროულად
ჩვენს შორის იწვევს ღიმილს და იჭვებს.
ის ეთვისება თამაშს და ნიღაბს,
ათას სიყალბეს,ათას სიჭრელეს,
დააბრალებენ რაღაცას იღბლად
და სხვა რა გზა აქვს,ისიც იჯერებს.
სხვის ხვედრს იჩემებს,სხვის მოწოდებას,
სინდისისა და ტანჯვის გარეშე
და რომ მოკვდება,ღმერთო შეგცოდე,
მგონია, წვება სხვის სამარეში.
ძაღლები
თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგცერებია,
რა სიყვარულით და მოკრძალებით!
იმ თვალებიდან არა ბრიყვული,
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არა ნაკლები,
ნუ მიიქცევი ,სულო,საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.
იქნებ ისინი სხეულგაცლილი სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა.
და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.
თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას,
ზედმეტი ქება,ჯილდო,ტიტული,
ზედმეტი ლიზლი და ფუფუნება.
ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და როგორც წესი,მანქანით დაჰყავთ.
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს.
ცირკში ვარ..ძაღლი "ბისზე" გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.
ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა ბუნებით მაინც.
ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტანული,
ჩანს:დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.
ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს
და ხშირად,ხშირად ფიქრებით დავდევ
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს
არსებობისთვის დაკბენილ თათებს.
ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მოვიდა სამსახურისთვის.
ადამიანო,იყავი სათნო
და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.
გთხოვ,ნუ იქნები,მკაცრი და გულქვა,
არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,
არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა
და არც გალახო,ღვთის გულისათვის.
მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ
და ვხედავ: ძაღლი კუდაბურძგნული
ძაღლივით გამხმარ ამ ლექსის პწკარებს
რა ბედნიერი მიაძუნძულებს...
* * *
ათასში ერთხელ ხელთ მიპყრია,
ათასში ერთხელ,
კვერთხი წინასწარმეტყველისა,ღვთიური კვერთხი.
ათასში ერთხელ პოეტი ვარ...
ათასში ერთხელ
ვემსახურები ჩემს ხალხსა და მოგონილ ღმერთებს.
სხვა დროს ცხოვრება მეც თქვენსავით მაჩეჩებს ნიღბებს,
ვწვალობ,ვჯახირობ,ვწვრილმანდები და ვალებს ვიღებ.
მეც მღალატობენ მეგობრები,მეც მსუსხავს იჭვი
და ზოგ მედროვეს (რაკი ვდუმვარ) მეც ნაბიჯს ვუწყობ.
არც ერთი ცოდვა ადამისა,არც ერთი ხინჯი,
არა და არა!ჩემთვის დღემდე არ არის უცხო.
მაგრამ განგება გადომხედავს ათასში ერთხელ
და მგოსანი ვარ,წმინდანი ვარ,
ათასში ერთხელ
ვემსახურები ჩემს ხალხსა და მოგონილ ღმერთებს.
სიკეთე უნდა ყველა მგოსანს,წინასწარმეტყველს,
როგორც მამულის ჭირნახულის ნაჯაფარ მერთვლეს
და თუ შევცდებით,შეგვეშლება მართლაც რაიმე,
ხომ შეიძლება გვეპატიოს ათასში ერთხელ!
გული
არავის გინდათბავშვის გული,ამაყი გული?
წაიღეთ,ძმებო,მომაშორეთ,მე ვეღარ ვუვლი...
არც გოროზია,არც უბირი,არც ავადმყოფი,
რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.
ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს,
აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.
ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას,
ვერც ნიღაბ-როლებს,ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.
კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია:
ვინ ვისი ბატონ-პატრონია,ვინ ვისი ტყვეა.
ცოტა ხანს უნდა დავისვენო,სული ვიცხონო,
ცოტა ხანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.
რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ,
სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.
დანაღმული ხარ საკუთარი გულით,პოეტო,
დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.
ფრთხილად,ბიჭებო,გულებს ტლანქად არ წამოვედოთ,
და მოძმის გულზე,როგორც ნაღმზე,ნუ ავფეთქდებით!
* * *
კარს მივადექი და ტანში გამცრა
და გამოვბრუნდი უკან ბარბაცით:
ბუკინისტური დარაბის ნაცვლად
შემრჩა სახინკლე,ლუდის დარბაზი.
და ამედევნა ისეთი განცდა,
თითქოს აღმოვჩნდი საყვარელ სახლთან,
შევირბინე და მეგობრის ნაცვლად
გადიდებული სურათი დამხვდა.
დასაბამიდან ხორბლის მარცვლიდან
მხოლოდ და მხოლოდ პური ამოდის!
(თავის ბუნებას რაც არ დასცალდა)
და არა თევზი ანდა მამონტი.
ხე ფოთოლს ისხამს,როგორც ისხამდა,
ტრადიციულად და ძველებურად -
და როგორც ვხედავთ,ძველი სიცხადით
წუთისოფელი გაგრძელებულა,
რასაც სიკეთე მოუტანია -
ძველისც,ახალიც მიყვარს ერთიან.
მე რაც წამაქცევს ის ტიტანია
და რაც აღმადგენს,იგი ღმერთია.
შემოეხვევა სულს ხვიარებად
ბრიყვი დუმილი ანდა ქადილი,
ო,რა ძნელია აღიარება
და უარყოფა რარიგ ადვილი!
ო,ტრადიციავ - ბეწვის ხიდი ხარ
და შენთან მეტად გვმართებს სიფრთხილე.
ზოგს ავგაროზად გულზე ჰკიდიხარ
და ზოგიერთი ყულფივით გიფრთხის.
ქართული სულის ხარ აღზევება,
ვენახი,ციხე და ეკლესია,
ვერას დაგაკლებს უცხო ჩვევები -
თუმც ჭილყვავივით შემოგესია.
შენთვის უცხოა მარჩიელობა.
წილადობილა,ცირკის ნიღბები.
როგორც სიბრძნე და ერთადერთობა -
აღთქმის კარივით ჩემთვის ირები.
და შენთვის მსხვერპლად მომიტანია,
რაც განგებისად ჩემი ხვედრია -
მე რაც წამაქცევს,ის ტიტანია
და რაც აღმადგენს,იგი ღმერთია.
ჩემშია ორი ადამიანი,
ორი ცხოვრება, - ღარიბ-მდიდარი -
თავისებურად ავკარგიანი -
ორი ნაპირი ერთი მდინარის.
ერთს რომ ოცნება თავს მოაბეზრებს,
ძიებისათვის აღარ სცალია:
არაფერია,რასაც დაეძებ,
რასაც იპოვი,ის მთავარია...
მეორე ხატავს და ქმნის სტრიქონებს
და ამბობს:-მართლაც,საოცარია,
არაფერია, რასაც იპოვნი,
რასაც დაეძებ,ის მთავარია!
ეზებენ,თრთიან და აშიშვლებენ,
ხარბი თვალები,ხარბი ხელები,
აღფრთოვანებით და გაგიჟებით,
თავდავიწყებით და გახელებით.
და თუკი პირველს უმღვრევს გონებას
ქალის ღიმილი,უბე,მუხლები,
მეორეს უყვარს ჰაეროვნება
ფაქიზი,წმინდა და ხელუხლები.
ერთი დაეზებს ღმერთ და ავრსკვლავებს,
მეორე რწმენას ებრძვის ჯიუტად,
კარგს ავისაგან ვეღარ ასხვავებს,
მისთვის ერთია ქრისტეც,იუდაც.
იცის,ცხოვრება სხვა კანონს მისდევს
და ხელოვნებას სხვა საზომი აქვს -
უნიჭო მხატვრის უცოდველ ქრისტეს
ნიჭიერ მხატვრის ეშმა სჯობია.
მეორე უქმე დროს მიწილადებს,
იხრება,როგორც კითხვის ნიშანი
და მემუქრება,რომ სიკვდილამდე
ვართ ერთსულოვნად გაუთიშავი,
მაგრამ მეორე ინაზღაურებს
პირველმა დღემდე რაც იზარმაცა,
ცოდნის,ძიების მოსიყვარულე
კატალოგებში ეძებს რაღაცას.
ჩვეულება აქვს მიჰყვეს ბოლომდის,
რაიმე საქმეს თუ დაეჭიდა,
არ უშინდება - ცდას და მოლოდინს
და მძიმე წიგნებს უზის ბეჯითად,
ცოტა იცოდე და ბევრი გსურდეს! -
აი,სხეულის მოთხოვნა ბრძნული.
ბევრი იცოდე და ცოტა გსურდეს! -
აი,მიზანი სრულქმნილი სულის.
აღიარება და უარყოფა,
რწმენა და ეჭვი ორად გამყოფი.
როგორც სასჯელი და როგორც ჯილდო,
არის შემოქმედ სულის ნაყოფი.
მაგრამ გათავდა! ხსნას მივაკვლიე
და გაორების მინდა დაძლევა,
თუმცა ის მინდა და ის მაკლია,
რაც ბევრი მაქვს და რიტაც სავსე ვარ.
აქეთ სოფელი,იქით ქალაქი
და თვითეული შუკა და ქუჩა
ჩემი კვერთხია და ჩემი ფუნჯი,
ჩემი ჭოგრიტი და აქვალანგი.
ერთს უვენახოდ არ გაეძლება,
მეორეს კიდევ - უსტადიონოდ.
ორივე ერთად ფიქრებს ეძლევა
და არ იციან თუ რა იღონონ.
მაგრამ იციან ჩემი სისუსტე,
მომდგებიან და შუაზე მყოფენ.
დევი ვარ:ქალაქს ამოვისუნთქავ
და ჩავისუნთქავ მაშინვე სოფელს.
თურმე რაცა მყოფს,მაერთებს კიდეც
და წიგნად მკინძავს სულ ფურცელ-ფურცელ,
ჩემი ორი ფრთა და ორი კიდე,
ორი ნაპირი და ორი ფუძე.
ცემი წაკითხვა სულ იოლია,
ვინძლო ზეპირად ისწავლოს ბალღმაც.
ჩემი ცალი ყდა ქარხნის ბოლია,
მეორე - ლურჯი რიონის ტალღა..
და ვიფურცლები ჟამიდან ჟამად:
მზიან დღეებად,სტრიქონებად,ტილოდ,
ხნულის სურნელი და ბოსტნის ნამი
ქალაქს სახლებზე დავკიდო,ვცდილობ.
გარითმული ვარ "ჰო" და "არათი",
აღიარებით და უარყოფით.
მე ვარ სიცოცხლის ლტოლვა მარადი,
ძველის ფესვი და ახლის ნაყოფი.
რაც კარგია და ჭეშმარიტია,
ის ახალია,მარად ახალი.
აი,ძლეული ეშმა რითაა,
აი,რით არის ღმერთი მაღალი.
ჩემშია ორი ადამიანი,
ორი ცხოვრება,ღარიბ-მდიდარი.
თავისებურად ავკარგიანი -
ორი ნაპირი ერთი მდინარის...
რასაც სიკეთე მოუტანია,
ძველიც,ახალიც მიყვარს ერთიან.
მე რაც წამაქცევს ის ტიტანია
და რაც აღმადგენს იგი ღმერთია.
ნახატი "ნახიმოვი"
ზღვაში ეშვება მზის ვეება,წითელი დისკო,
ზედ გემის ანძა გადატეხილ ჯვარივით მოჩანს,
დაწყვეტილია ჰორიზონტი ბაგირის სიმსხო,
ნაპირზე გემი გარიყულა ვეშაპის ჩონჩხად.
მზეს მიშვერილი ზარბაზნები ანთხევენ დაისს,
თითქოს ჭურვები მინავლებულ მზეში ცვივიან,
ცეცხლს უმატებენ,ათბობენ და მზე კვდება მაინც...
მაინც სიკვდილი და სიცივეა...
ბინდი არბილებს თუ აზავებს აფოფრილ ხაზებს
და ზღვა მიაგავს გიგანტურ დაჭმუჭნულ გაზეთს
და ცა კითხულობს ბრძოლის ეპიზოდს,
რომელსაც მალე ღამე უნდა გადაეფისოს,
და იწეწება ჰორიზონტი კვამლის ქულებით,
მდუღარე რკინა მიწას კორძავს და იღვენთება
და მოხოხავენ,მოხოხავენ რუხ კუებივით
კბილდაკრეჭილი ჩაჩქიანი ინტერვენტები.
დგას ნახიმოვი...და ყივილში ჟღრიალებს თუჯი
და მოფუთფუთე უცხოელებს ჭოგრიტში ჭმუჭნის.
ყეფს გაფოფრილი იალქანი,როგორც ბულდოგი,
ედება ცეცხლი და ჩამავალ მზეს ეტოლება...
მომაკვდავი მზე გმირ ადმირალს ხელებს ულოკავს
და მოღლილ მხრებზე ებჯინება ლომის ტორებით...
ასდის რკინის და ხორცის სუნი შიშინა ფინდიხს
და რუსულ ხიშტზე წამოცმული ფრთხიალებს ბინდი.
* * *
კაცი თავის თავს რომ ვერ პოულობს,
ასე მგონია,სხვის ადგილს იჭერს.
მოგვიანებით ანდა დროულად
ჩვენს შორის იწვევს ღიმილს და იჭვებს.
ის ეთვისება თამაშს და ნიღაბს,
ათას სიყალბეს,ათას სიჭრელეს,
დააბრალებენ რაღაცას იღბლად
და სხვა რა გზა აქვს,ისიც იჯერებს.
სხვის ხვედრს იჩემებს,სხვის მოწოდებას,
სინდისისა და ტანჯვის გარეშე
და რომ მოკვდება,ღმერთო შეგცოდე,
მგონია, წვება სხვის სამარეში.
* * *
ბიბლიოთეკიდან გამოვიდა
სიჩუმისა და მარტოობის სულივით კუშტი,
ქუჩაში მთვარემ და ლამპიონებმა
ჩრდილი გამოწურეს მისი სხეულიდან,
მაგიური იეროგლიფივით დაკრუნჩხული ჩრდილი
ბაღში ცარიელ მერხზე ჩამოჯდა,
ღამეს შეუერთდა ფიქრით და კვამლით.
ზურგს უკან ეკლესია აღმართულიყო,
როგორც წარსულის რწმენა და შიში -
გაქვავებული,მდუმარე,ცივი,
ეკლესია - ქვის მუნჯი სიმფონია
ანუ ლოცვა: ჯვრის მაღალი ანძით
მარადისობაში შეცურებული.
ეს ბაღი ძველი სასაფლაოა...
ეს სიცოცხლის გამარჯვებაა სიკვდილზე
თუ თავის მოტყუება?
აქა-იქ ღამის წიაღიდან
ფოსფორული ჭავლი ამოირხევა
პოლარული ციაგივით მქრქალი,სიზმარეული.
ეს იქნება მიწის ფიქრია
ან გარდასულთა ფერფლწაყრილი ნააზრევი?
ღამეულ სტუმარს ხელზე ჭიანჭველა შეაცოცდა.
შეაჟეჟოლა,თითქოს ფრაზა შეაცოცდაო, "ბუნების დიალექტიკიდან",
"ჭიანჭველები ქიმიური სინათლის სხივებს ხედავენ".
ყველგან ქიმია სუნთქავს,მიწისქვეშ,ჰაერშიც...
იქნებ ადამიანთა ფიქრი არ კვდება
და მიწიდან ამოდის ქიმიურ სინათლედ
ან ბალახად?ვინ წაიკითხავს მკვდართა ფიქრს?
(ან ცოცხლებისას)
ბუნება ნახტომს აკეთებს,
როცა წარმოშობს დიდ ადამაინებს,
დიდ პოეტებს, წინასწარმეტყველებს...
მკვდრები ცოცხლებზე ბევრნი არიან...
წარსული უფრო მეტია თუ მომავალი?
ალბათ პირველი,რადგან მომავალიც წარსულად იქცევა,
ბუდისტებს სჯერათ ადამიანის მრავალგზისი დაბადება.
ქვის საუკუნესაც თავისი აინშტაინი ჰყოლია...
სადღაც უძველესი კოსმოდრომის ნაშთები იპოვნეს...
ატლანტიკის ფსკერზე მარხია მაიას მაგიური ცოდნა..
ცოდნა გროვდება და იკარგება,
მაგრამ ვინც ეძიებს, პოულობს კიდეც.
მსგავსი შეიცნობს მსგავსს.
ყოველი მცენარე საიდუმლო ცოდნის ფორმულაა.
ამირანის ზღაპარში თაგვი აცოცხლებს მკვდარს,
(ადამიანს კი არა აქვს ღვთაებრივი ცოდნა!)
-სინამდვილის გაზღაპრებაო,-
წერენ ყალბი მგოსნები.
ზღაპრის განამდვილება უფრო სასურველია!
როცა ძაღლს მუცელი ატკივდება,
რაღაც ბალახს მოსძებნის და იკურნება.
(ადამაინს კი არა აქვს ღვთაებრივი ცოდნა!)
მინდა,ყოველგვარი თეორია და მისტიკა
ისე მესმოდეს, როგორც ხალხური ლექსი,
ჭეშმარიტი სიბრძნე ღმერთებმა თავისთვის დაიტოვეს.
სიბრძნე უნდა მოვპაროთ ღმერთებს,
როგორც ერთ დროს ცეცხლი!
ცეცხლიც სიბრძნეა-სიცოცხლისა და სიკვდილის სიბრძნე!
ნუთუ ცეცხლი ისევ მშვილდ-ისრებამდე მიიყვანს კავობრიობას
(ეს აინშტაინის შიში იყო),
შიში დაღუპავს თუ იხსნის მსოფლიოს?
როგორც აბრეშუმის პარკის ჭია თუთის ფოთოლს,
შიში ისე სჭამს ბევრისმცოდნეს
(ბევრის ცოდნა სიბრძნეს არ ნიშნავს)
შიშმა შექმნა ატომური ბომბი
ანუ მოსპო მშვილდ-ისარი.
შიში შიშს მოსპობს თუ შეიქმს?
რა ბრძენია ადამიანი:
ყოველთვის თავს არიდებს საშიშ კითხვებს...
ბაღის წინ შვიდსართულიანი დიდი სახლია
უამრავი ფანჯრით დაჩხვლეტილი -
სინათლისგიგანტური ფიჭა.
თვითეულ ფანჯარას თავისი ცალკე ცხოვრება აქვს,
საკუთარი ისტორია,ბედი,რიტმი.
ჰაერში ყრუ ქშუილით მიჰქრის ჟამი,
მაგრამ საით მიიჩქარის,
ვინ თქვას მისი მიმართულება?
მარადისობისკენ!-იტყოდა პოეტი.
ბრძენი დუმილს არცევდა,
დრო გვაკლდება თუ გვემატება?
აი საკითხავი რა არი.
საათები კი აკნაწუნებენ და აკნაწუნებენ
ჟამს და სიცოცხლეს...
დედამიწაზე დრო აქილევსივით გარბის,
ვარსკვლავეთში კი კუსავით მიჩოჩავს!
დრო უწყვეტია,უწყვეტი..
წიკწიკებენ საათები,წიკწიკებენ,წიკწიკებენ.
ეს დრო ირღვევა თუ იკერება?
ჰაერში ინახება გარდასული ხმები,
ფიქრი,სქემები, რომელთაც მხოლოდ დიდი შემოქმედნი
ისმენენ,კითხულობენ,ხელახლა განიცდიან.
აზროვნებს სამყარო -
ქაოსიდან შექმნილი წესრიგი.
ცოდნა გროვდება და იკარგება,
მაგრამ ვინც ეძიებს, პოულობს კიდეც.
მსგავსი შეიცნობს მსგავსს.
ყოველი მცენარე საიდუმლო ცოდნის ფორმულაა.
ამირანის ზღაპარში თაგვი აცოცხლებს მკვდარს,
(ადამიანს კი არა აქვს ღვთაებრივი ცოდნა!)
-სინამდვილის გაზღაპრებაო,-
წერენ ყალბი მგოსნები.
ზღაპრის განამდვილება უფრო სასურველია!
როცა ძაღლს მუცელი ატკივდება,
რაღაც ბალახს მოსძებნის და იკურნება.
(ადამაინს კი არა აქვს ღვთაებრივი ცოდნა!)
მინდა,ყოველგვარი თეორია და მისტიკა
ისე მესმოდეს, როგორც ხალხური ლექსი,
ჭეშმარიტი სიბრძნე ღმერთებმა თავისთვის დაიტოვეს.
სიბრძნე უნდა მოვპაროთ ღმერთებს,
როგორც ერთ დროს ცეცხლი!
ცეცხლიც სიბრძნეა-სიცოცხლისა და სიკვდილის სიბრძნე!
ნუთუ ცეცხლი ისევ მშვილდ-ისრებამდე მიიყვანს კავობრიობას
(ეს აინშტაინის შიში იყო),
შიში დაღუპავს თუ იხსნის მსოფლიოს?
როგორც აბრეშუმის პარკის ჭია თუთის ფოთოლს,
შიში ისე სჭამს ბევრისმცოდნეს
(ბევრის ცოდნა სიბრძნეს არ ნიშნავს)
შიშმა შექმნა ატომური ბომბი
ანუ მოსპო მშვილდ-ისარი.
შიში შიშს მოსპობს თუ შეიქმს?
რა ბრძენია ადამიანი:
ყოველთვის თავს არიდებს საშიშ კითხვებს...
ბაღის წინ შვიდსართულიანი დიდი სახლია
უამრავი ფანჯრით დაჩხვლეტილი -
სინათლისგიგანტური ფიჭა.
თვითეულ ფანჯარას თავისი ცალკე ცხოვრება აქვს,
საკუთარი ისტორია,ბედი,რიტმი.
ჰაერში ყრუ ქშუილით მიჰქრის ჟამი,
მაგრამ საით მიიჩქარის,
ვინ თქვას მისი მიმართულება?
მარადისობისკენ!-იტყოდა პოეტი.
ბრძენი დუმილს არცევდა,
დრო გვაკლდება თუ გვემატება?
აი საკითხავი რა არი.
საათები კი აკნაწუნებენ და აკნაწუნებენ
ჟამს და სიცოცხლეს...
დედამიწაზე დრო აქილევსივით გარბის,
ვარსკვლავეთში კი კუსავით მიჩოჩავს!
დრო უწყვეტია,უწყვეტი..
წიკწიკებენ საათები,წიკწიკებენ,წიკწიკებენ.
ეს დრო ირღვევა თუ იკერება?
ჰაერში ინახება გარდასული ხმები,
ფიქრი,სქემები, რომელთაც მხოლოდ დიდი შემოქმედნი
ისმენენ,კითხულობენ,ხელახლა განიცდიან.
აზროვნებს სამყარო -
ქაოსიდან შექმნილი წესრიგი.
მატარებლები და პოეტები
მატარებლები და პოეტები
საიდან სადო,იტყვით,ღმერთმანი,
ბედის და გზების მაძიებლები
მაინც რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს.
მათ ერთნაირად უყვართ ბუნება,
ღამეთა ტეხვა და ხეტიალი.
ერთადერთია მათი ცდუნება -
გზები და გზები ოხერტიალი.
უყვართ მგზავრების აყოლიება.
და ოცნებები,მზით დამქარგავი.
უყვართ მგზავრების აყოლიება,
მაგრამ ნახევარს გზაში ჰკარგავენ.
იგვიანებენ მატარებლები,
უნიავებენ მგზავრებს ზმანებებს,
იგვიანებენ (კარგი როდია!)
და პოეტებიც იგვიანებენ.
იგვიანებენ რიგიანები,
იგვიანებენ (კარგი როდია!)
იგვიანებენ,იგვიანებენ
ანდა საოცრად ადრე მოდიან.
იმეორებენ დიდი ვნებებით
ძველ გზებს,შეხვედრებს და განშრებებს,
იმეორებენ მატარებლები
და პოეტებიც იმეორებენ.
აქვთ მოლოდინი და იმედები
და მოლოდინში არ ესვენებათ.
მატარებლები და პოეტები
თავს როცა უნდათ,შეგახსენებენ.
მათ სიმყუდროვე ფეხქვეშ ეცლებათ
და სივრცეებთან უყვართ ჭიდილი
და უვარდებათ ფეხქვეშ რელსებად
მომავალი და ზოგჯერ სიკვდილიც.
მაგრამ დიდების მოსახვეჭელად
არც ნიჭი კმარა, არც თავდადება.
დიდება არის მატარებელი,
რომელსაც მუდამ აგვიანდება.
მატარებლები და პოეტები?!
ეს შედარება რით გავამართლოთ?
ეს შედარება რით გავამართლოთ?
არის თავ-თავის შემოქმედებით
ზოგი სახალხო, ზოგი -საბარგო.
ზოგი დიდ გზებზე გადის გრიალით,
ზოგი ჩიხშია და ბუქსირს ელის,
ზოგმა მსოფლიო შემოიარა,
არც ავის არის,არც კარგის მთქმელი,
ჩიხი! (ო,ჩიხი საშინელია!)
შეჩერებანი და სადგურები
თუ მატარებელებს გზებზე შველიან,
პოეტებს მხოლოდ ანადგურებენ.
ზოგი სინდისის წინაშე სცოდავს -
ბევრი უბია და მიაქვს ცოტა.
ტყდება ბწკარები,როგორც წკირები,
ტყდება,წკრიალებს და ტკივილს ამხელს
უმცირესობა ლექსს ეწირება,
უმრავლესობა - ხმაურს და სახელს.
გვიშველეთ! სენი უკურნებელი
არის დიდების აკვიატება.
დიდება არის მატარებელი,
რომელსაც მუდამ აგვიანდება.
სულო,ამივსე სხეულის თიხა,
ამისვსე,ღვთიურ ცეცლით ამივსე.
მგზავრები მიგვყავს ხილულის მიღმა
ზოგს ღმერთისაკენ,ზოგს - ეშმაკისკენ.
მიყვარს გზები და მატარებლები
და პოეტებიც მიყვარს,ღმერთმანი,
ბედის და გზების მაძიებლები,
თურმე რაოდენ ჰგვანან ერთმანეთს!
მაგრამ დიდებას, როგორც შეჰფერის,
გვიან მოელის აკიანთება.
დიდება არის მატარებელი,
რომელსაც მუდამ აგვიანდება.
სინამდვილეა და ზღაპარს უდრის
ტყეში შევდივარ და ხედ ვიქცევი,
ხეში შევდივარ და ხის სული ვარ,
ზღვაში შესული ტალღად ვიქცევი,
მთაში ბილიკად გახიზნული ვარ.
მსურს,ყველა ბონდი გადავიარო,
გადავიწვიმო მეტყევის ქოხში,
გადავიარო ის მთა ფრიალო
და სიჩუმისგან დავიხსნა კოკში.
აიზლაზნება ლეგენდა ციხით,
როგორც დამფრთხალი ბებერი ძერა
და სივრცის იქით და დროის იქით,
რაღაც ასტრალურ სივცრეებს ზვერავს.
მსხვილ-მსხვილ, ჟანგისფერ ჭიანჭველებად
ქვებზე მიცოცავს ჯაჭვის პერანგი,
თითქოს ხილვაა ან გახსენება
ძველი სიკვდილის და ფათერაკის.
მინდა,ვაზივით წამოვაყენო
ქვაზე მტირალი ეპიტაფია,
ვკრიფო ყურძენი ქვაზე ნამყენი,
როგორც შაირი ანდა კაფია.
აი გვირაბიც - ღამის სახელო
გარეთ ხელივით ჰყოფს მატარებელს
და მოლოდინში ღელვას ამხელენ
გზები,ხიდები და პატარები.
ზოგი სადგური წითელქუდაა,
ტყე კი მგელივით უპირებს შეჭმას.
სინამდვილეა და ზღაპარს უდრის
და მირაჟივით ცისკიდურს შერჩა.
სადგურებს თითო მუჭა ბაზარი
კალათებივით უდევთ მუხელბზე,
მზე ჩამავალი ტყეს აზანზარებს,
ჩრდილის საბერტყად გადის მუხლებზე.
ხოლო მუხლუხო მუხის ფოთლებთან
გააზრებული მეტაფორულად
დრომ თავის თავში ვერ გამოკეტა,
როგორც მარტივი რაღაც ფორმულა.
იგი ფერს იცვლის,როგორც მირაჟი
და როგორც აზრი სრულყოფას ეძებს,
გადადის უფრო რთულ ფორმულაში
და მატარებლად მიჰყვება რელსებს.
ეს მზე,ეს მითი დამხურეთ ქუდად,
მიწისქვეშ პაპის სული მიცხონეთ,
სინამდვილეა და ზღაპარს უდრის
და აქ სიკვდილი უდრის სიცოცხლეს.
და მაინც ეჭვი,როგორც კოშმარი,
არავინ მკითხოს,რატომ მდევნიდა
თვითნ სიკვდილმაც ვერ ამომშალოს
სამყაროს ამ დიდ განტოლებიდან...
გზები
უგზოობისგან გზებმა დამიცვა,
მეც მსიზმრებია რაც კი გზებია,
და ქვეყნად გარდა ჩემი თავისა
სხვა არაფერი არ მიძებნია.
უგზოობისგან გზებმა დამიცვა,
მოვსინჯე რაც კი გზა და ფონია,
და ქვეყნად გარდა ჩემი თავისა
სხვა არაფერი არ მიძებნია.
უნდა მივსდიო ამ გზებს, ხეობებს,
უნდა მივსდიო,მივყვე ბოლომდე,
ცაო,ღმერთები თუ არსებობენ,
აქ,ამ მიწაზე უნდა ცხოვრობდნენ!
რას დამავალებს,რას მეუბნება
სული მომავლის,სული წარსულის,
ეს იდეუმალი წიგნი ბუნების
მზისა და მთვარის ყდაშიჩასმული.
ჰა,ცისარტყელას ჭრელი ზონარით
ჩანიშნულია კარგი ამინდი
და როგორც ბავშვი ძუძუმწოვარი,
ვარ მხიარული და მიამიტი.
თვითეულ ბუდეს,აფეთქებულ კვირტს
და ღრუბელს,მიწამ ცას რომ ასტუმრა,
სიხარული შობს,სიხარული ზრდის
და სიხარული უდევს სასთუმლად.
ცა -დედამიწის სიხარულია,
სითბო - სიცივის სიხარულია,
სროლა - სიჩუმის სიხარულია,
როგორც დღე ღამის სიხარულია!
სიხარულია სიცოცხლის დედა,
ჩვენი ცხოვრების ძირი,სათავე.
შეხე ჩიტები ლხენას თუ სევდას
მხოლოდ სიმღერით გამოხატავენ.
ო,სული შენი მადლისმფენელი,
თქვი,როდის უნდა ასახიერო,
ო,უსმინარო ყოვლისმსმენელო,
ო,უხილავო ყოვლისმხილველო.
მივდივარ სწორად თუ არ მივდივარ,
ვცდები ამ გზებზე თუ არა ვცდები,
სალამურივით შენს ტუჩს ვკიდივარ
და თითებივით მამღერებს წლები.
შჶნი წყალობის მოხარული ვარ,
საფლავის კარიც სიბრძნის კარია
და ყოფა მაინც სიხარულია,
მიხარია თუ არ მიხარია.
და არ ასვენებს სურვილი ძებნის,
გზები მიხმობენ ,გზებზე ვიზრდები,
და ჩემს ოთახში გაჩრილან გზები,
როგორც კაპარჭში დასტა ისრების.
შიში
და...გაჩნდა შიში,როცა გაჩნდა ადამ და ევა..
ვიდოდა შიში დინოზავრად,ვიდოდა დევად.
კლდეზე ამოსჭრა წინაპარმა შიშიც და ეჭვიც.
შისს მისცა ლომის ფაფარი და მამონტის ეშვი,
ხოცა ლომები,ამოსწყვიტა მარტორქის ჯიში,
მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოჰკლა ეჭვი და შიში.
და რომ გრუხუნებს და რახრახებს ტანკის მუხლუხო-
ეს შიშნაჭამი მიწა ლუღლუღებს და მოდის შიში,
მოდის შიში და იჩეკება
ურიცხვ ხიშტად,ჩჩქანებად,ურიცხვ ჩექმებად.
მთელი ბუნება ბრძოლის ველის,
ასპარეზია სხვადასხვა ჯიშთა,
ყოველ ნაბიჯზე სიკვდილი და განსაცდელია
ყოველ ნაბიჯზე საქმე გვაქვს შიშთან,
აქაც და იქაც - უმარტივესი უჯრედია თუ გალაქტიკა...
ეს ხვიარები,ბუტკოს მტვერი,ხავსი და ქინაქლა
მიხსნიან სიკვდილ-სიცოცხლის იგავს,
სიკვდილ-სიცოცხლის განტოლებებს,ეპიტაფიებს,
ერთმანეთი რომ შჶმუსვრისგან ვერ იპატიეს.
შიში ნიჭია და თავდაცვის იარაღია,
შიშს ეფუძნება არსთა მთელი იერარქია.
შიშმა წარმოშვა ლომის ტორი,ორბის ნისკარტი,
გამბედაობა,მოხერხება,ფრთონა,სისხარტე,
არწივისა და ვეფხვის კლანჭი შექმნა მარწუხად,
შეშინებულებს შიშზე შიშით რომ ეპასუხათ.
ფრინველების და ცხოველების ყოველი ჯიში
შემოსილი არა ბალნით - არამედ შიშით!
ადამიანებს შიშმა მისცა ჭკუა-გონება,
ადამიანიც შიშს ამიტომ არ ემონება.
ყოველ უკვდავ ფუნჯს შიში ეცხო უჩინარ ფერად,
შიში მოხატავს პეპლის კაბას და გველის პერანგს.
-ყლორტი რა არის?
-სიკვდილის შიში.
ჟამმა აოტა
მწვანე ბალახქვეშ არქივები სასაფლაოთა...
ნაპოლეონის თავისქალიდან
ამოდიან და განაგრძობენ დამპყრობლურ ომებს
მისი აზრები - შუბოსანი ჭიანჭველები.
ერთ ბელტზე მთელმა ვატერლოომ მოიკალათა,
ნაბიჯს არ თმობენ ფუთფუთებს ჟამი საშინელების.
ასე გვაოტებს ჟამი ულმობლად
ვცხოვრობთ იმედით და შიშით ვცხოვრობთ,
რადგან ჯამი განზიდულობის
მიზიდულობის ჯამია მხოლოდ.
აქაც და იქაც - უმარტივესი უჯრედია თუ გალაქტიკა...
ეს ხვიარები,ბუტკოს მტვერი,ხავსი და ქინაქლა
მიხსნიან სიკვდილ-სიცოცხლის იგავს,
სიკვდილ-სიცოცხლის განტოლებებს,ეპიტაფიებს,
ერთმანეთი რომ შჶმუსვრისგან ვერ იპატიეს.
შიში ნიჭია და თავდაცვის იარაღია,
შიშს ეფუძნება არსთა მთელი იერარქია.
შიშმა წარმოშვა ლომის ტორი,ორბის ნისკარტი,
გამბედაობა,მოხერხება,ფრთონა,სისხარტე,
არწივისა და ვეფხვის კლანჭი შექმნა მარწუხად,
შეშინებულებს შიშზე შიშით რომ ეპასუხათ.
ფრინველების და ცხოველების ყოველი ჯიში
შემოსილი არა ბალნით - არამედ შიშით!
ადამიანებს შიშმა მისცა ჭკუა-გონება,
ადამიანიც შიშს ამიტომ არ ემონება.
ყოველ უკვდავ ფუნჯს შიში ეცხო უჩინარ ფერად,
შიში მოხატავს პეპლის კაბას და გველის პერანგს.
-ყლორტი რა არის?
-სიკვდილის შიში.
ჟამმა აოტა
მწვანე ბალახქვეშ არქივები სასაფლაოთა...
ნაპოლეონის თავისქალიდან
ამოდიან და განაგრძობენ დამპყრობლურ ომებს
მისი აზრები - შუბოსანი ჭიანჭველები.
ერთ ბელტზე მთელმა ვატერლოომ მოიკალათა,
ნაბიჯს არ თმობენ ფუთფუთებს ჟამი საშინელების.
ასე გვაოტებს ჟამი ულმობლად
ვცხოვრობთ იმედით და შიშით ვცხოვრობთ,
რადგან ჯამი განზიდულობის
მიზიდულობის ჯამია მხოლოდ.
ძაღლები
თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგცერებია,
რა სიყვარულით და მოკრძალებით!
იმ თვალებიდან არა ბრიყვული,
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არა ნაკლები,
ნუ მიიქცევი ,სულო,საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.
იქნებ ისინი სხეულგაცლილი სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა.
და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.
თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას,
ზედმეტი ქება,ჯილდო,ტიტული,
ზედმეტი ლიზლი და ფუფუნება.
ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და როგორც წესი,მანქანით დაჰყავთ.
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს.
ცირკში ვარ..ძაღლი "ბისზე" გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.
ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ-მედლებით გაბღენძილ რაინდს
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა ბუნებით მაინც.
ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტანული,
ჩანს:დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.
ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს
და ხშირად,ხშირად ფიქრებით დავდევ
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს
არსებობისთვის დაკბენილ თათებს.
ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მოვიდა სამსახურისთვის.
ადამიანო,იყავი სათნო
და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.
გთხოვ,ნუ იქნები,მკაცრი და გულქვა,
არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,
არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა
და არც გალახო,ღვთის გულისათვის.
მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ
და ვხედავ: ძაღლი კუდაბურძგნული
ძაღლივით გამხმარ ამ ლექსის პწკარებს
რა ბედნიერი მიაძუნძულებს...
* * *
ათასში ერთხელ ხელთ მიპყრია,
ათასში ერთხელ,
კვერთხი წინასწარმეტყველისა,ღვთიური კვერთხი.
ათასში ერთხელ პოეტი ვარ...
ათასში ერთხელ
ვემსახურები ჩემს ხალხსა და მოგონილ ღმერთებს.
სხვა დროს ცხოვრება მეც თქვენსავით მაჩეჩებს ნიღბებს,
ვწვალობ,ვჯახირობ,ვწვრილმანდები და ვალებს ვიღებ.
მეც მღალატობენ მეგობრები,მეც მსუსხავს იჭვი
და ზოგ მედროვეს (რაკი ვდუმვარ) მეც ნაბიჯს ვუწყობ.
არც ერთი ცოდვა ადამისა,არც ერთი ხინჯი,
არა და არა!ჩემთვის დღემდე არ არის უცხო.
მაგრამ განგება გადომხედავს ათასში ერთხელ
და მგოსანი ვარ,წმინდანი ვარ,
ათასში ერთხელ
ვემსახურები ჩემს ხალხსა და მოგონილ ღმერთებს.
სიკეთე უნდა ყველა მგოსანს,წინასწარმეტყველს,
როგორც მამულის ჭირნახულის ნაჯაფარ მერთვლეს
და თუ შევცდებით,შეგვეშლება მართლაც რაიმე,
ხომ შეიძლება გვეპატიოს ათასში ერთხელ!
გული
არავის გინდათბავშვის გული,ამაყი გული?
წაიღეთ,ძმებო,მომაშორეთ,მე ვეღარ ვუვლი...
არც გოროზია,არც უბირი,არც ავადმყოფი,
რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.
ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს,
აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.
ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას,
ვერც ნიღაბ-როლებს,ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.
კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია:
ვინ ვისი ბატონ-პატრონია,ვინ ვისი ტყვეა.
ცოტა ხანს უნდა დავისვენო,სული ვიცხონო,
ცოტა ხანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.
რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ,
სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.
დანაღმული ხარ საკუთარი გულით,პოეტო,
დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.
ფრთხილად,ბიჭებო,გულებს ტლანქად არ წამოვედოთ,
და მოძმის გულზე,როგორც ნაღმზე,ნუ ავფეთქდებით!
* * *
კარს მივადექი და ტანში გამცრა
და გამოვბრუნდი უკან ბარბაცით:
ბუკინისტური დარაბის ნაცვლად
შემრჩა სახინკლე,ლუდის დარბაზი.
და ამედევნა ისეთი განცდა,
თითქოს აღმოვჩნდი საყვარელ სახლთან,
შევირბინე და მეგობრის ნაცვლად
გადიდებული სურათი დამხვდა.

3 comments:
"ert aprils mainc wamikidebdes" <3
რამდენიმე ძააალიან კარგი ლექსი აკლია. :*
ჩემი რჩეული ლექსები გადმოვიტანე,საიდანმე კოპირების გარეშე.უაზრო კომენტარი იყო. ))
Post a Comment