ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ამ თემის ირგვლივ მომიწევდა ოდესმე საუბარი. (წინადადების დასაწყისში "არასდროს" რომ მეთქვა,აუცილებლად წავაწერდი მომდევნო ფრაზად "არასოდეს თქვა არასოდეს"-მეთქი,მაგრამ მთხოვა,რომ მეტისმეტად გადაიღალა ადამიანებისგან და "ვერასდროს" გამომაყენებინა.ეს შედარებით გაუცვეთელია.)
გრძლად,("მოკლეს" არ გამოყენების იგივე მიზეზი,რაც "არასდროს"-ზე)გარემოებამ მაიძულა,რომ შევხებოდი ამ საკითხს.გარემოებაში ვგულისხმობ ე.წ. თინეიჯერებში ამწიფებულ შეხედულებას ფერადი თმის პატრონის საზოგადოებისგან გამორჩევის თაობაზე.არ აქვს აზრი ფერადი თავის პატრონს ამდენი შეღებვისაგან თმა გადამწვარი აქვს,გადაბუგული,უსიცოცხლო თუ უბრალოდ მახინჯი,მთავარია ყავისფრის ან შავის გარდა ყველა შეფერილობის თმა ჰქონდეს და საკმარისია : "აუუუუუუუ,რა მაგარი თმა გაქვს"-ის მსგავსი ფარზები გარანტირებული ჰქონდეს.
ეს საკითხი მით უფრო კურიოზული და საცოდავი იმის გამო ხდება,რომ ზოგს ფერადი თმის არსებობა რაღაც ზეციურ,არაამქვეყნიურ წყალობად მიაჩნია და თითქოს თავადვე არ ძალუძს,რომ აიღოს არც თუ ისე ბევრი ფული და თვითონაც შეიღებოს.
და ბოლოსდაბოლოს მორჩეს სხვის ფერად თმაზე ნძრევას.
თუმცა,ალბათ წყლის ნაყვაა(გნებავთ წ-ს გარეშე) იმ ქვეყანაში ამის თაობაზე საუბარი,სადაც ადამიანს დახეული შარვლის ჩაცმის გამო ჯერაც თვალს აყოლებენ,პირსინგიან-ტატუანი გოგო კი ისევ ბოზია.

No comments:
Post a Comment