Friday, January 7, 2011



ვერასდროს წარმოვიდგენდი,რომ ამ თემის ირგვლივ მომიწევდა ოდესმე საუბარი. (წინადადების დასაწყისში "არასდროს" რომ მეთქვა,აუცილებლად წავაწერდი მომდევნო ფრაზად "არასოდეს თქვა არასოდეს"-მეთქი,მაგრამ მთხოვა,რომ მეტისმეტად გადაიღალა ადამიანებისგან და "ვერასდროს" გამომაყენებინა.ეს შედარებით გაუცვეთელია.)
გრძლად,("მოკლეს" არ გამოყენების იგივე მიზეზი,რაც "არასდროს"-ზე)გარემოებამ მაიძულა,რომ შევხებოდი ამ საკითხს.გარემოებაში ვგულისხმობ ე.წ. თინეიჯერებში ამწიფებულ შეხედულებას ფერადი თმის პატრონის საზოგადოებისგან გამორჩევის თაობაზე.არ აქვს აზრი ფერადი თავის პატრონს ამდენი შეღებვისაგან თმა გადამწვარი აქვს,გადაბუგული,უსიცოცხლო თუ უბრალოდ მახინჯი,მთავარია ყავისფრის ან შავის გარდა ყველა შეფერილობის თმა ჰქონდეს და საკმარისია : "აუუუუუუუ,რა მაგარი თმა გაქვს"-ის მსგავსი ფარზები გარანტირებული ჰქონდეს.

ეს საკითხი მით უფრო კურიოზული და საცოდავი იმის გამო ხდება,რომ ზოგს ფერადი თმის არსებობა რაღაც ზეციურ,არაამქვეყნიურ წყალობად მიაჩნია და თითქოს თავადვე არ ძალუძს,რომ აიღოს არც თუ ისე ბევრი ფული და თვითონაც შეიღებოს.
და ბოლოსდაბოლოს მორჩეს სხვის ფერად თმაზე ნძრევას.

თუმცა,ალბათ წყლის ნაყვაა(გნებავთ წ-ს გარეშე) იმ ქვეყანაში ამის თაობაზე საუბარი,სადაც ადამიანს დახეული შარვლის ჩაცმის გამო ჯერაც თვალს აყოლებენ,პირსინგიან-ტატუანი გოგო კი ისევ ბოზია.

Thursday, January 6, 2011

Backstage.


  • ყველაფერს ახლავს თან კარგი განწყობა,განსაკუთრებით ისეთ სიტუაციებს,როდესაც მეგობრები ვიკრიბებით და ვაკეთებთ რაიმე სახალისოს. საქართველოს ბანკის პროექტის გადაღება ნამდვილად ძალიან დამღლელი და დაღლაზე უფრო სახალისო იყო.ჰოოოდა,მეგობრებო,ფარდას ვწევ და წარმოგიდგენთ რამდენიმე ფოტოს და ვიდეოს,იმის შესახებ თუ როგორ მიმდინარეობდა გადაღებები.
















ახლა მივხედოთ ვიდეოებს.




Sunday, January 2, 2011

love.bog.ge-ს ავ-კარგიანობის შესახებ.


  • ერთ რიგით დღეს გამოჩნდა თქვენს ცისფერ ეკრანებზე რეკლამა,რომელიც გამცნობდათ ამ აქციის შესახებ.


საახალწლო პროექტის შესახებ

2010 წლის 3 დეკემბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო "საქართველოს ბანკის" საახალწლო პროექტი .
პროექტი, რომელშიც ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, აწყობილია სპეციალურად "საქართველოს ბანკისთვის" დაწერილი სიმღერის გარშემო და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
პროექტის ფარგლებში გაიმართება ინტერნეტ კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იმღერეთ "საქართველოს ბანკის" საახალწლო სიმღერა love.bog.ge და გადაიღეთ მასზე ვიდეო. გარდა კონკურსისა, თქვენი ვიდეო შეიძლება მოხვდეს "საქართველოს ბანკის" საახალწლო რეკლამაში.
კონკურსის გამარჯვებულები 13 იანვარს გამოვლინდებიან და დაუვიწყარი პრიზებით დაჯილდოვდებიან.


მალე პირველი ვიდეოებიც გამოჩნდა,რომლის ხარისხითა და აზრიანობით ვერც ერთი მათგანი ვერ მოიწონებდა თავს.მალევე გამოჩდნენ ამ პროექტის "გმირები":

1.

ტიპური შემთხვევა,როდესაც აშკარა გოიმობა საყოველთაო ყურადღების ცენტრში ხვდება. მაგალითისთვის ე.წ. კოხორა და დშნცნნ-ც საკმარისია.გააკეთე ყოვლად უაზრო,უხარისხო "რაღაც" და საკმარისია შენი ვიდეო ყველაზე პოპულარული და ნახვადი გახდეს,მოიაროს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელები,გახდეს იუმორისტული შოუების წამყვანი "შუტკა" და ა.შ. მოკლედ რომ ვთვქათ გოიმობა დღეს საქართველოში ყველაზე კარგად იყიდება.ამ ტიპსაც გაუვარდა და კარგადაც გაუვარდა.ყოჩაღ,ვიქტორ!

2.

მომდევნო შემთხვევაც შეიძლება მივაწეროთ ქართველი დედების გარკვეული რაოდენობის ტიპურ საქციელს.კერძოდ:უაზროდ მორთულ-მოკაზმული ბავშვი,რომელიც მშობლების ბნელ ხედვას ეწირება.ამ შემთხვევაში ბავშვი როგორც წესი მსხვერპლია,რომელსაც უთხრეს,რომ მოიქცეს ასე და ისიც იქცევა ასე.იმედია ოდესმე ეს ტენდენციაც მოიჭამს თავის თავს და ბავშვებიც გაუაზრებლად და ჩვენც გააზრებულად შვებით ამოვისუნთქავთ.