
ძვირფასო,ხეო,მეც შენსავით ქარი მაწუხებს!
დიახ,მეგობრებო,მე მართლაც მაწუხებს ქარი.არ მიყვარს,ქარი.ერთხელ ვუთხარი კიდეც საუბრისას..ძლივს შევაპარე,მეშინოდა,არ გამებრაზებინა.მერე და იცით ალბათ თქვენ გაბრაზებულ ქარს რაც შეუძლია.მაგრამ,შევცდი.რამდენადაც ბრაზიანია გარეგნულად,იმდენადვე მშვიდია შინაგანად.
-გიყვარს დედამიწა?
-კი,მაგრამ ზოგჯერ- არა.
-როდის დგება ის “ზოგჯერ”?
-მაშინ, როდესაც ბევრს ბრუნავს და თავბრუს მახვევს…. . .
-მერე სთხოვე და გაჩერდება.
-დამიჯერებს ვითომ?
-არა მგონია.
-ნეტა ახლა თუ ესმის რასაც ვლაპარაკობთ?
-არა მგონია.
-მე რომ მგონია?
-ვერაფერს გეტყვი . . .არ მიყვარს იმედების მოსპობა ადამიანებში. .
-შენ გიფიქრია იმაზე ,რომ შეიძლება შენც არ უყვარდე ვინმეს ზოგჯერ ,ან თუნდაც სულ?
-მიფიქრია. .
-როგორი ცივი ხარ დღეს.
-ეს ალბათ იმიტომ ,რომ მზე უსაქმურობს,მზის გარეშე კი რა გამათბობს.
-მე გაგთბობ ..თუ მოგერევი. ..
-ვერ მომერევი!
-იცი, მე რაღაც მინდა გაგიმხილო.
-გისმენ.
-მე შენ ზოგჯერ არა,სულ არ მიყვარხარ.ყოველ დღე ვიღვიძებ იმ სურვილით ,რომ აღარ დამხვდები,მაგრამ შენ მაინც უცვლელ ადგილას ხარ.მაპატიე პირდაპირობა კარგი?
-გაპატიებ, ადამიანო და იცი რატომ?
-რატომ?
-სხვას რომ მოუთხრო როგორი სულგრძელი ვარ მე.
თავი ჩაღუნა და ჩვეული ხმაურით გაუჩინარდა ქარი ბნელ ქუჩებში..მისი წასვლის შემდეგ ძლიერი გვალვები დაიწყო,ყველანი ვნატრობით საიდანმე სიოს დაბერვას მაინც, მაგრამ, ამაოდ. იმ დღის შემდეგ ქარი ჩვენს ქალაქში აღარ გამოჩენილა.
მიუხედავად დიალოგში შეპირებულისა,ქარი ისევ გამოჩნდა და მეც ჩემებურად შევეგებე:
შეჩერდი,ქარო,ქროლვის ოსტატო!
ფრთხილად იარე,ხე არ მოსტეხო!
ზუზუნებ ისე,თითქოს წუხელ სატრფო დაკარგე,
ბრზამორეულმა ხეს ფოთლები სულ გამოფატრე.
შეჩერდი,ქარო!ქროლვის ოსტატო,
ვერ ეღირსები სხვაგვარ მოგმართო,
ნუ გადამპარსე თავიდან თმები,
ნუ შეაწუხე ტალღებზე,გემი!
შეჩერდი,ქარო,ქროლვის ოსტატო!
ჯერ-ჯერობით კვლავაც აქ არის.ვითომ საკმარისად ხმამაღლა არ წავუკითხე?
No comments:
Post a Comment