სოციალური ქსელების სიცუდეზე ბევრი საუბრობს,მაგრამ,მაინც აქტიურად იყენებენ მას. მე ამ ბოლოს დროს ყველაფერში კარგის დანახვა და გამოჩიჩქვნა ვისწავლე,ამიტომ არ გამჭირვებია ერთ-ერთი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" კარგი თვისების შემჩნევა. კერძოს,ის ინახავს ჩემს აზრებს,საკმაოდ დიდი ხნით,ვიდრე ტვინი და უფრო საიმედოდაც. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე ე.წ. არქივატორი,ანუ საიტი,რომელიც გვიჩვენებს ჩვენს მოღვაწეობას დარეგისტრირების დღიდან აი,ისიც. მეც ჩავეშვი ცხვირით ამ დიადი ქექვის საქმეში და ხან გამეცინა,ხან - ამეტირა. ამ პოსტში მინდა დავწერო რამდენიმე სახალისო,თუ უბრალოდ ჩემთვის საინტერესო და გარკვეული აზრის მატარებელი სტატუსი.მინდა,რომ ისინი არა მხოლოდ ფბ-მ,არამედ,ჩემმა ბლოგმაც შემოინახოს.
მანამდე კი ჩემი ფბ-ზე არსებობის მოკლე ექსკურსი:
Wall messages : 2010 წლის 14 იანვრიდან ჩემი კედელი იტევს 204 შეტყობინებას.
Statuses : 2010 წლის 4 თებერვლიდან დღემდე დავჯღაპნე 426 სტატუსი.
Posts : 2010 წლის 24 დეკემბრიდან დღმდე მაქვს 765 პოსტი.
Links : 2010 წლის 20 იანვრიდან დღემდე დამიგროვდა 631 ლინკი.
Photos : 2010 წლის 30 აპრილიდან დღემდე მოვინიშნე 33 ფოტოზე.
Videos : 2010 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე მოვინიშნე 12 ვიდეოზე.
Notes : 2011 წლის 13 ივნისიდან დღმედე მაქვს 3 ჩანაწერი.
Likes : 2010 წლის 16 თებერვლიდან დღემდე მაქვს 139 მოწონება.
Events : 0
Checkins : 0
ახლა კი უშუალოდ სტატუსები:
ახლა კი უშუალოდ სტატუსები: