Friday, May 21, 2010

მორიგი სიხლამე!

იცით ახლა რესტორნებში რამდენი 1000 (პირობითად) ლარიანი სუფრაა დაჯავშნული,ან რამდენი იხდის 400$ მოდურ სათვალეში,საათში,შარვალში..მერე სარკის წინ რომ იტრიალოს 1-2-3 საათი,დატკბეს,გაიბეროს თვითკმაყოფილებით.მერე გამოეწყოს და აწ უკვე დაჯავშნულ მაგიდას მიუჯდეს,ხშირად ატრიალოს ხელი რაიმეს გადმოსაღებად,რომ უფრო მძაფრად გასჩხიროს საზოგადეოებას ახალი შენაძენი,რომელიც დროის ცნობის ფუნქციას ყველაზე ნაკლებად ასრულებს...

ბოდიში,გამიგრძელდა.

აი,ამ ფოტოებზე, თქვენ ხედავთ მანუჩარ მაჩაიძის ფორმას და გურამ ფანჯიკიძის ყანწს.ან ერთი ვინაა და ანდაც მეორე?ერთი ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელი გახლავთ,მეორეც ნინო სულის ნაწილი.
ეს ნივთები ღირს 150 და 200 ლარი.ჯამში 350 ლარი მჭირდება,რომ ეს ორივე განძი ჩემ ოთახში დასახლდეს.მე არ მაქვს ეს თანხა და ვერც მექნება.ეს ნივთებიც გაიყიდება დღესვე,ხვალვე,ზეგვე..იყიდის ჩემზე წინ მდგომი ადამიანი (წინმდგომი რითი?-ფულით!).
ამ საუბრის პარალელურად კი 1000 ლარიანი სუფრიდან ვიღაც მადისაღმძვრელ ხიზილალას უსვამს პურს,რომელსაც იმავე საღამოს ტუალეტს გადაულოცავს.

ასეთია ჩვენი "სამართლიანი" ყოფადობა წაკუზულ დედამიწაზე!
გმადლობთ.


Monday, May 10, 2010

ასე იცის radiohead-მა

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც სკამიც კი ფეხებს იკეცავს,როდესაც დაჯდომას აპირებ?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც მუსიკა ყურებს აღარ ესმით.სამაგიეროდ ესმის ყველაფერი,რაც არ გინდა,რომ გესმოდეს?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც არ გინდა,რომ გესმოდეს?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ამის წაკითხვის შემდეგ ემოობას დაგაბრალებენ?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ფანქარივით წვერი გაქვს წატეხილი და არ გაქვს სათლელი?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც არ იცი რა უნდა გააკეთო?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც უნდა იცოდე რაც უნდა გააკეთო?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ხავსი ქვიდან ტვინში გადადის?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც გინდა მიიღო არსებულზე მეტი?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც არ გინდა გერქვას ადამიანი?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ამ ხლამობის დაწერის შემდეგ არ იცი რა უნდა უქნა ამ ნაწერს?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც წამით აღარ გიყვარს დედა?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ...როდესაც მაშინ გააკეთო უნდა?!