Thursday, June 10, 2010

ლოთები vs ძაღლები


ლოთებს ძაღლები დაჰყვებიან.რა იყო?უაზროდ ჟღერს და გაგეცინა? დამაცადეთ,მეგობრებო,ვეცდები უკეთ გადმოგცეთ სათქმელი.
დღეს ორი ლოთი:მდედრი და მამრი ვიხილე.ადრეც შემინიშნავს ისინი,მაგრამ,რატომღაც სწორედ დღეს გავამახვილე მათზე ყურადღება.მოდიოდნენ ნელა,ბარბაცით,სავარაუდოდ ცოლ-ქმარი,ან უბრალოდ პარტნიორები სმაში.ერთგული შეყვარებული წყვილივით ხელკავით მოდიოდნენ,არყის ერთგულები.
უკან ორი ძაღლი მოსდევდათ.მათაც გადასდებოდათ თითქოს ამ ორი ადამიანის განწყობა.მოდიოდნენ ძუნძულით,თავჩაქინდრულები,ჩვეულებრივი ძაღლური სევდით მხრებდამძიმებულნი.საოცარი სანახაობა იყო:სასმლის ერთგულ ადამიანებს ,უკან ადამიანის ერთგული ძაღლები მიჰყვებოდნენ.მოდით,შევადაროთ ეს ორი ერთგულება.დასკვნა საკმაოდ საწყენია:ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველი გამოდის ხშირად.მოკლე ჭკუით და უსაზღვრო შესაძლებლობებით.

პ.ს.გამოფხიზლდით,ადამიანისებრნო!

მიტოვებული სამოთხის კარი.




დღეს უმიზეზოდ,ჩუმად ჭრიალებს
მიტოვებული სამოთხის კარი.
სამოთხის კარი ღია დარჩაო,
დღეს ქვითინებდა ვიღაცა, ქალი.
ქალი-სათქმელად ასე მარტივი
და შესაცნობად რაოდენ რთული,
რა ადვილია ის გააღმერთო,
ან განწყობისთვის ატკინო გული.
სამოთხის კარი ღია დარჩაო,
კვლავ არ ჩერდება ვიღაცა, ქალი,
ვიღაცა ქალი?არა,გეშლება-
დიასახლისი სამოთხის კარის.
ბროლის თითების ხუთგვარი წყობა,
ნაზად ეხება კარების კიდეს
და ხურავს ისე,ვით არწევს აკვანს,
ანდაც პატარის საფენებს ცვლიდეს.
მიხურავს კარებს ,წარსულის მსგავსად
და აუჩქარებს სახლისკენ ნაბიჯს,
გზად აგონდება -ამ ნასახლარში
ახლა ის არის, კაციც და ქალიც.

ჯერ-ჯერობით უსათაურო


ძალზედ გაცვეთილი ფრაზაა,ადამიანის გონების მიერ ალბათ მილიონჯერ გადათელილი ფიქრი...ფიქრი იმ დღეზე,როცა ყველაზე ბედნიერი იქნები..მეც ხშირად მიფიქრია ამაზე.და,აი,ეს დღეც..რა საოცარიც არ უნდა იყოს ჩემთვის და თქვენთვის უბრალოდ მორიგი ფაქტი რიგითი ადამიანის ცხოვრებიდან,ეს დღე დადგა!
საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში,ულამაზეს მინდორში,ლამაზი ,წყნარი ცის ქვეშ,ვზივარ მუხლებზე ,მას კი თავი ჩემ ფეხებზე უდევს და ბალახს პირში ათამაშებს..მე ცისფერი ქუდი მახურავს და ფეხზე მწვანე ფეხსცმელი მაცვია..მას?მას რა აზრი აქვს,ისედაც საყვარელია..ხანდახან შემომხედავს ხოლმე თვისი დიდი,ულამაზესი თვალებით.ერთი შეხედეთ რა ლამაზი წამწამები აქვს:გრძელი,ხშირი..ზოგჯერ მშურს კიდეც (თეთრი შურის არ მწამს) ასეთი წამწამები არ სჯობს გოგოს ჰქონდეს-მეთქი?!
ზოგჯერ ამომხედავს,თუმცა მის სახეზე ვერ ვკითხულობ ვერც ერთ ემოციას..ზოგჯერ მგონია,რომმიღიმის ან უბრალოდ მიყურებს..იქნებ ნაწყენია ჩემზე ან სულაც მადლობას მიხდის..
ნაზად ვეფერები თავზე,ყელში,ვუღიმი და მგონია,რომ დღეს ორივე ყველაზე ლამაზები და ბედნიერები ვართ..
მართლაც, რომ საუცხოო გრძნობაა,ქალაქიდან შორს მოწყვეტილი,ყოველგვარ ხმაურს მოშორებული,პატარა, ლამაზ სოფელში,ლამაზ მინდორში ყოფნა....
ვზივარ მუხლებზე,მას კი თავი ჩემ ფეხებზე უდევს და პირში ბალახს ათამაშებს,ჩემთვის სრულიად უცნობი მენახირის,საოცრად საყვარელი ბოჩოლა...

დიალოგი სიკვდილის რიგში.


-სად ხარ??

-სიკვდილის გზას ვადგავარ.

-ვახ, შე კაცო ვერ დამიცადე? მეც მაქეთ მივდიოდი.

-მგონი დაგინახე,აგერ,ხელს გიქნევ,მხედავ?

-.კი,კი..მთასავით კაცს როგორ ვერ შეგნიშნავდი?

-გადმოდი წინ ჩემსკენ,რა გინდა მანდ?

-ახლავე ვეცდები…. . . . . დიდი რიგია მეგობარო ვერ გადმოვდივარ.

-ოხ, ცუდია ეგ.

-აჰ, არაუშავს,რა აზრი აქვს ადრე მივალ, თუ გვიან. მაინც ყველანი შევხვდებით მანდ ერთმანეთს.

-რა თქმა უნდა მეგობარო,ჩემი შესვლის დროა,აბა, დროებით.

-დროებით..

დედამიწის გალამაზების მცდელობა.



გაალამაზეთ დედამიწა.გადამალეთ ნაგავი.(ნაგავი ადამაინებიც).ჰაერი გაფილტრეთ და გზები გახეხეთ.იწვალეთ,გეტკინოთ ფეხები,ხელებიც.ქალებო ნუ დაგენანებათ სალონებში საგულდაგულოდ გალამაზებული ფრჩხილების მომტვრევა.მეც მდედრი ვარ და თუ საჭირო გახდება, ისედაც ნუნებამდე დაჭრილ ფრჩხილებს,სულ დავიცლი.
გავბედოთ პირველი ნაბიჯის გადადგმა.მერე ნელ-ნელა ავაწყოთ ნაბიჯებისგან გზა.ვიქცეთ ერთ ძალად,ერთ სუნთქვად.ნუ იფიქრებთ, რომ ეს გზა სხვისია,ნუ იფიქრებ,რომ ეს ნაგავი სხვას ეკუთვნის,ნუ იფიქრებ,რომ ეს ნაგავი სხვის დედამიწას ამძიმებს.გაითავისე ერთადერთობა და სრული სვლით წინ,მეგობარო.


-მაქეთ მე მოვასუფთავე.
-ეს ნაგავი იქით მოვაგროვოთ,მერე გადავყრით.
-რა?ნაბიჯს დგამთ?ახლავე გაგატარებთ,დიდი რიგია.

Monday, June 7, 2010

საუბარი, ხესთან.



პროლოგის მსგავსი.

ყოველთვის. როდესაც კალამს ფურცლის მარცხენა მხარეს ვუმიზნებ,მგონია,რომ ახალს ვერაფერს ვიტყვი..
ის ისტორია,რაზეც ახლა მსურს გიამბოთ,ჩემმა ბავშვობის მეგობარმა მომითხრო.ისტორიას ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბის ელფერი გადაჰკრავს .მეგობარს ხათრს ვერ გავუტეხავდი,მითუმეტეს,რომ თავიდანვე გამაფრთხილა,სულაც არ ველი,რომ დამიჯერებო.ჩემს აზრს არ მოგახვევთ თავს.წაიკითხეთ.დაჯერება-არდაჯერების ტვირთიც თქვენთვის დამითმია.


Saturday, June 5, 2010

მოხუცი და ახალგაზრდა


მოხუცი და ახალგაზრდა-დროის ორი ქმნილება,სიცოცხლის ორი გადაკვეთა,სიცოცხლის ორი სხვადასხვანაირობა.დრომ ორივეზე ერთნაირად იზრუნა,უბრალოდ დრო და დრო როგორც ნივთები,ადამიანებიც ძველდებიან,ბოლოს კი მთლად გამოუდეგარნი ხდებიან.უნდა გადააგდო,ან ჩატენო ,სადმე ძველ ყუთში და მიივიწყო.. ისე კი,აბა ,რა მოსატანია სიბერეზე ფიქრი,აი,ახლა,როდესაც ამის წერის პარალელურად სიცოხლით სავსე ახალგაზრდები სიცილისგან მომდგარ ცრემლს აკანკალებული ხელებით იწმენდენ,იმ ცრემლს,რომლის ჩამოვარდნაც მხოლოდ მათი ასაკსის ხათრით ხდება.

Friday, May 21, 2010

მორიგი სიხლამე!

იცით ახლა რესტორნებში რამდენი 1000 (პირობითად) ლარიანი სუფრაა დაჯავშნული,ან რამდენი იხდის 400$ მოდურ სათვალეში,საათში,შარვალში..მერე სარკის წინ რომ იტრიალოს 1-2-3 საათი,დატკბეს,გაიბეროს თვითკმაყოფილებით.მერე გამოეწყოს და აწ უკვე დაჯავშნულ მაგიდას მიუჯდეს,ხშირად ატრიალოს ხელი რაიმეს გადმოსაღებად,რომ უფრო მძაფრად გასჩხიროს საზოგადეოებას ახალი შენაძენი,რომელიც დროის ცნობის ფუნქციას ყველაზე ნაკლებად ასრულებს...

ბოდიში,გამიგრძელდა.

აი,ამ ფოტოებზე, თქვენ ხედავთ მანუჩარ მაჩაიძის ფორმას და გურამ ფანჯიკიძის ყანწს.ან ერთი ვინაა და ანდაც მეორე?ერთი ჩვენი ვეტერანი ფეხბურთელი გახლავთ,მეორეც ნინო სულის ნაწილი.
ეს ნივთები ღირს 150 და 200 ლარი.ჯამში 350 ლარი მჭირდება,რომ ეს ორივე განძი ჩემ ოთახში დასახლდეს.მე არ მაქვს ეს თანხა და ვერც მექნება.ეს ნივთებიც გაიყიდება დღესვე,ხვალვე,ზეგვე..იყიდის ჩემზე წინ მდგომი ადამიანი (წინმდგომი რითი?-ფულით!).
ამ საუბრის პარალელურად კი 1000 ლარიანი სუფრიდან ვიღაც მადისაღმძვრელ ხიზილალას უსვამს პურს,რომელსაც იმავე საღამოს ტუალეტს გადაულოცავს.

ასეთია ჩვენი "სამართლიანი" ყოფადობა წაკუზულ დედამიწაზე!
გმადლობთ.


Monday, May 10, 2010

ასე იცის radiohead-მა

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც სკამიც კი ფეხებს იკეცავს,როდესაც დაჯდომას აპირებ?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც მუსიკა ყურებს აღარ ესმით.სამაგიეროდ ესმის ყველაფერი,რაც არ გინდა,რომ გესმოდეს?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც არ გინდა,რომ გესმოდეს?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ამის წაკითხვის შემდეგ ემოობას დაგაბრალებენ?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ფანქარივით წვერი გაქვს წატეხილი და არ გაქვს სათლელი?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც არ იცი რა უნდა გააკეთო?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც უნდა იცოდე რაც უნდა გააკეთო?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ხავსი ქვიდან ტვინში გადადის?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც გინდა მიიღო არსებულზე მეტი?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც არ გინდა გერქვას ადამიანი?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ამ ხლამობის დაწერის შემდეგ არ იცი რა უნდა უქნა ამ ნაწერს?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც წამით აღარ გიყვარს დედა?!

  • რა უნდა გააკეთო მაშინ,როდესაც ...როდესაც მაშინ გააკეთო უნდა?!


Thursday, April 8, 2010

ჩემებური ნეტარება.

გონებამ ცოტათი გაიაზრა,რომ დუმილი მიწის შიგნითაც საკმარისად შემაწუხებს და სანამ თითები ისევ მიჭრის ,სჯობს სიზარმაცეს თავში წამოვარტყა და დავბლოგო.ბევრი ვიფიქრე თუ სულ არ ვიფიქრე,მე და გონებამ ერთობლივად გადავწყვიტეთ,რომ გაგაცნოთ,ანდაც უბრალოდ დავდო ჩემი საყვარელი კლიპებისა და სიმღერების ვიდეოები.ადგილებს პირობითად მივუჩენ.მხოლოდ პირველ ადგილზე გასულს ექნება სხვებთან შედარებით ყველაზე ზე ცხოველური უპირატესობა,იმიტომ,რომ ის მართლაც ზე ცხოველურია ,კლიპიც და კომპოზიციაც."პოეტი თავდაყირა მდგარი ღმერთიაო" ეს რა შუაშია და მეც ბოლოდან მოვყვები,ანუ მეათე ადგილიდან.რატომ მაინცდამაინც მეათე?იქნებ სულ არ გამოდის ათი კლიპი, ან ათზე მეტი გროვდება სულაც?მოდი,ჩამოვკიდოთ!

მას აშე,მეგობრებო,ზეიმი იწყება,შენ დაუკარ!


10.

9.

8.

7.

6.

5.

4.

3.

2.

1.