ფლორა და ფაუნა ნინოს,ანუ ჩემი სისუსტეა.რამდენადაც ახლოს ვარ ბუნებასთნ,მით უფრო კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ თავს. შემიძლია საათობით ვუყურო ჩიტების სადილობას,ძაღლის თამაშს,მცენარის ფოთოლს,ხეს.. მე სრულყოფილი ვარ სამყაროსთან ურთიერთობის დროს,როდესაც შორს ვარ ადამიანებისგან.
I don't hate people. I just feel better when they arent't around.(c) bukowski
ის ძაღლის ჯიში კი,რომელზეც ახლა მინდა გესაუბროთ ჩემი დიდი ხნის ოცნებაა ლაბრადორთან ერთად.ამ უკანასკნელზე საუბარი სხვა დროს იყოს.დღეს კი გაგაცნობთ ლაიკას..
მაშ,ასე დავიწყოთ :
როდესაც ამ სახელს ვახსენებთ,პირველ რიგში,ალბათ ყველას კოსმოსში 1957 წლის 3 ნოემბერს გაფრენილი ლაიკა გაგახსენდებათ.დიახ,ამ პატარა გმირ ცუგას ბევრ ჩვენთაგანზე საინტერესო,მაგრამ მოკლე ცხოვრება ჰქონდა.მან ღირსეულად დაიმკვიდრა სახელი ისტორიულ პიროვნებებს შორის. არსებობს ლაიკის რამდენიმე სახეობა.ესენია:
მივედი,როგორც მიდიან ხოლმე.მისვლისთანავე შემეგებნენ უცხო სახეები,მეც ჩემებურად მივეგებე.ვცადე გამოსაუბრება ერთ სანდომიან გოგონასთან,მაგრამ სახემ ნიღაბი მოიხსნა და მეც შევცდი.არ გამოდგა კარგი მოსაუბრე.ტრადიციულად მარტო დავრჩი ჩემს თავთან.კედელს მივეყუდე,ცივი იყო,მაგრამ მომერიდა და აღარ გამოვწეულვარ უკან.იქვე სამნი საუბრობდნენ ისეთ თემებზე,რაზეც მეც სიამოვნებით ვისაუბრებდი,მაგრამ ჩემმა მორიდებამ მათთან მისვლის საშუალება არ მომცა,შორიდან ვაკვირდებოდი.ალბათ,ვერც კი ამჩნევდნენ.ხშირად მიფიქრია,ნეტავ მეც თუ მაკვირდებიან ხოლმე ასე ჩუმად,ტრანსპორტში,ქუჩაში,ისე,რომ მე ვერ ვხედავ.ცოტა ხანში შევნიშნე იქვე მდგომი მამრის მზერა.მერე როგორც ხდება ხოლმე - ვუყურებდი ყველაფერს,მის გარდა. ზურგი და ფეხები მთლიანად გამეყინა.ხელში შერჩენილი ბატი-ბუტი ჩანთაში ჩავაბრუნე და ვეცადე შიგნით რაიმე საინტერესო მომეძია.ვერაფერი ვიპოვნე.დავხურე და ისევ ზურგზე მოვიკიდე.
ცოტა ხანში გაიღო კარი და მეც შევედი.ვიღაც შუახნის მამაკაცმა გვამცნო,რომ დაცდა მოგვიწევდა 2 საათამდე,ვინაიდან მერს ელოდებოდნენ. -მერი 2 საათზე მოვა?
-კი.
-მერი არ მოვა 2-ზე,მერი მოვა 3-ის ნახევარზე.
გაკვირვებულმა შემომხედა:
-შენ ყველაზე მიხვედრილი ყოფილხარ.
რამდენიმე საათში აღარასოდეს ვიქნები 21 წლის-ანუ დაბადების დღე მაქვს.
დაბადების დღე,გაზრდის დღე,საფეხურებიანი დღე,ბავშვის დღე,მოზარდის დღე,გოგოს დღე,ბიჭის დღე,დედის დღე,მამის დღე,ბედნიერების დღე,მწუხარების დღე,უბრალოდ დღე,მეგობრობის დღე,მუსიკის დღე,ფეხბურთის დღე,ადამიანის ერთი დღე,მზის ყველა დღე,სიკვდილის ბოლო დღე..და,მაინც,დღეს ჩემი,ეგოისტურად ჩემი დაბადების დღე,მიუხედავად იმისა,რომ ვიცი,ამ დღეს ჩემს გარდა კიდევ ათასობით ადამიანი ზეიმობს,იგივე მიზეზით-ისინიც 27 მაისს დაიბადნენ.
დიახ,22 წლის წინ დავიბადე და იმის მერე ყოველ წელს ისევ და ისევ ვიბადები.დღეს ჩემს ძველ ჩანაწერს გადავაწყდი რვეულში. აი,ისიც:
თურმე,წლების მატებასთან ერთად,მოვლენათა მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება.როდესაც დავიბადე ალბათ გაუხარდათ.დედა ბევრ მილოცვას იღებდა.მას მერე ბევრი დრო გავიდა,ისევ განმეორდა ყველაფერი,მაგრამ უკვე სხვა ემოციით..ახლა დედას არა,მე მილოცავენ,ზოგი გულწრფელად,ზოგი მოვალეობის მოხდის მიზნით,ერთი სატელეფონო ზარი,მშრალი სიტყვა და მოვალეობაც მოხდილია,მეც ყალბად ვიღიმი და ყველაზე უნამუსოდ ბევრჯერ ვიყენებ სიტყვას-გმადლობ. სინამდვილეში რა არის ამ დღეს გასახარებელი? ალბათ უფრო მეტი ყურადღება შენს მიმართ,ვიდრე სხვა დღეებშია,უფრო გემრიელი საჭმელი,ვიდრე სხვა დღეებში გაქვს და..და მეტი არც არაფერი.ვცდილობ აღვიდგინო სხვა წლებიც..1..2..3..4..5..6..7..8 (ალბათ მიხაროდა)..9 (ზუსტად მახსოვს,მიხაროდა)..10..11..12..13..14..15..16..(რაღაც პატარა კაფეში აღვნიშნე 2 მეგობართან ერთად)..17 (აბიტურიენტი ვიყავი და ქართულზე ვიჯექი,შემდეგ უნარებზე).. დღეს კიდევ ბევრი ადამიანის დაბადების დღეა.ჩემი დაბადების დღე,მათი დაბადების დღე..
პ.ს. დაბადებამაც დაკარგა ემოცია. (2008.05.27.)
1989- ....
Пусть плывут к тебе журавлики
пусть цветы хранят спокойствие
пусть бы жизнь кончалась с игрушками
Ведь дальше ничего достойного..
ახლა სიცხე მაქვს,მომბეზრდა გერმანულის გამეორება,გონებამ დაწერის იდეა შემომავაზა და მეც დავეთანხმე.ვორდს ერთი-ორი ფრაზა მოვახსენე და მაშინვე ფურცლისკენ გამექცა თვალი.რა ვქნა,ვერ ავუწყე ფეხი ტექნიკის განვითრებას. ფურცელი და კალამი ისევ ისეთი ძვირფასია ჩემთვის. მოვავლე ხელი ორივეს და აივანზე დავჯექი,კომპიუტერისგან შორს. (ქაღალდიდან შემდეგ აქ გადმოტანა მეზრება თუ არა? არა!)
დღეს გამახსენდა,რომ ცხოვრებაში ბევრი რაღაც მინდოდა(და მინდა) ჩემი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე. რაიმე საქმის დაწყება და ბოლომდე დაუმთავრებლობა ჩემი ხასიათის შტრიხად იქცა. აქედან გამომდინარე ძნელი აღარ უნდა იყოს პოსტის სათაურის ჯეროვნად აღქმა. 21 წლის განმავლობაში დიახ,მე ბევრი გზაანეული სურვილი დამიგროვდა.ვეცდები ყველა გავიხსენო.მეტად რთულ საქმეს კი შევეჭიდე.
about me-ში ამაყად მიწერია,რომ მკვდარ ქალაქში ვცხოვრობ. ალბათ ეს უმეტესობამ ჩემს ზედმეტად გაქანებულ ფანტაზიას მიაწერა,ან - ასაკს. მოგეხსენებათ ახალგაზრდებს გვიყვარს არ არსებულ ადგილებში ცხოვრება. მაგ: იქ,სადაც არავინაა, ნევერლენდში, კუბოში, სიმარტოვეში, ქვაბში, იქ,სადაც ვერ მიპოვნი, მგლების ქალაქში და ა.შ. სადამდეც გადააწვდენთ ფანტაზიას,მეგობრებო,იქამდე იფანტაზიორეთ.
მე თამამად ვაცხადებ,რომ მკვდარ ქალაქში ნამდვილად ვცხოვრობ და ის ნამდვილად არსებობს.ეს ოფიციალურადაცაა დადასტურებული.საუბარია 1948 წლის 19 იანვრიდან ქალაქად წოდებულ რუსთავზე, იგივე ბოსტანქალაქზე.
ვითვალისწინებ,რომ ზოგიერთი ადამიანი ადვილად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ,ბრმად ენდობა სხვის ნათქვამს და იყალიბებს ისეთივე წარმოდგენებს,როგორიც აქვს სხვას. მე არ მინდა,რომ ვინმე ჩემ აზრზე გადმოვიყვანო,მითუმეტეს ის ადამიანი,ვინც რუსთავში ჯერ არ ყოფილა. ამიტომ გთავაზობთ ალტერნატიულ შემოთავაზებას.თქვენ გაქვთ შანსი რუსთავი იხილოთ ორნაირად: ვიკიპედიის თვალით დანახული რუსთავი
ვფიქრობ საინტერესო პოსტი გამომივა.ინტერნეტში ინგლისური ანდაზები + ქართული თარგმანით და ანბანის მიხედვით მე არ შემხვედრია.იმედია ვინმეს გამოგადგებათ.ინგლისური ხომ ასეთი მნიშვნელოვანი ენაა და რაც მთავარია ძალიან გვიყვარს მისი გამოყენება ხშირად მშობლიურის ენის ნაცვლადაც,კი!ჰოდა,ვფიქრობ,რომ სასაუბრო ენა ერთი-ორად გაგიმდიდრდებათ.ზოგიერთ შემთხვევაში,კეთილხმოვანების მიზნით,სიტყვა-სიტყვით თარგმნის პრინციპი მშობლიურზე დარღვეულია,რისთვისაც მეც და წიგნის ავტორებიც ბოდიშს გიხდით.
A
a badending.
ვინც ცუდად დაიწყო,ის ცუდად დაამთავრებს.
A badcompromiseisbetterthan a goodlawsuit.
ცუდი დათმობა სჯობს სასამართლოში ჩივილსო.
A badwomanisworsethan a badman.
ავი დედაკაცი ავ მამაკაცზე უარესიაო.
მონგოლური დაღით
ზედ შავი თარაქამა
ვერ უსწორებს აღვირს.
და კალია მჭამელი
უკან სვეტად მისდევს
მუზარადის მტვერით
დაბნელებულ მინდვრებს.
ვერ უძლებენ მთები
მულიდების ყივილს
საყვირებით,ზურნით
დროშების ტყე წივის.
ბრწყინავს თათრის ხმალი,
ბრწყინავს თათრის ჩალმა,
მოდის ჩინგისხანი
გზა გაცეცხლა ალმა.
დიდი ხანია სურვილი მბწკენს,რომ ეს პოსტი დავწერო.იქიდან გამომდინარე,რომ მეტად მტკივნეული საკითხია ჩემთვის ხშირად მომდევნო დღისთვის ვდებდი ხოლმე.არ აქვს აზრი,სათქმელი უნდა ითქვას!
ყველაფერი დაიწყო იმით,რომ საქართველოში გაისმა სიხარულის ყიჟინა მაისში deep purple-ის სტამბულში ჩასვლის შეხაებ.ავფორიქდი,აქეთ ვეცი,იქით ვეცი ფულის შოვნის იმედით (500 ლარი იყო საჭირო),მოვირბინე მთელი სახლი,ვეძებდი რა გამაჩნდა გასაყიდი.პირველმა მღელვარებამ გვერდით რომ ჩამირბინა მივხვდი,ტყუილად ვიჭაჭებოდი -
მე ფარფლების კონცერტზე ვერ წავიდოდი!
.
მერე როგორც ხდება ხოლმე-ტირილი,ხასიათის მოსპობა,საკუთარი უსუსურობის შეგრძნება და ა.შ.
დროის საოცარი სამკურნალო ეფექტის შესახებ გსმენიათ,ალბათ.გამონაკლისი არც მე ვიყავი.გავიდა დრო.დადგა 2010 წელი და კვლავ გაისმა ხმა ჩვენს ქვეყანაში
"deep purple 25 მაისს ერევანს ესტუმრებაო
წასვლაც გაცილებით იაფი ჯდებოდა ( 100 ლარი გზა და 27$-დან იწყებოდა ბილეთის ფასი).კიდევ ერთხელ მოვირბინე სახლი და ამჟამად აღმოჩნდა,რომ ვმუშაობდი და + ციფრული აპარატიც მქონდა,რომელიც მაინცდამაინც დიდად აღარ მომწონდა.საბოლოო ჯამში მოვაგროვე 150 ლარამდე და ვიყიდე ტურ-პაკეტი თავისი ბილეთიანად.სხვა აღარაფერი იყო საჭირო,გარდა 25 მაისამდე ლოდინისა. (27 მაისს დაბადების დღედ წოდებული დღე მქონდა და ვიფიქრე,ეს ყველაზე ბედნიერი შობადობის დღე იქნება მეთქი ჩემთვის.ჰოი,როგორ ცვდებოდი).
მისი უდიდებულესობა,ბილეთი.
დადგა ნანატრი დღეც.აქ უკვე მოკლედ ვიტყვი:ავიბარგე,წავიბარგე,მივებარგე და.....ვერ წავედი.
კომპოზიცია წყლის წვეთმა შემომთავაზა.
აი,როგორ მოხდა:
ეცემა წყლის წვეთი რკინის დიდ ქვაბზე,აქვს დაგუდული და მძლავრი ხმა. ამას ემატება ონკანის შიშინი.ავუყოლე რკინის აბაზანას ხელი,დაგუდული წვეთის მერე ორჯერ ფრჩხილს ვურტყამ აბაზანას,შემდგომ, ნელ-ნელა ჩემი შარდის ხმა მივამატე წყვეტილად,მერე ფეხის იატკაზე დარტყმა დავიწყე.ბურთულიან კალამსაც გავუჭეჭყე თავი ერთი-ორჯერ. გახევის ხმის ეფექტი ტუალეტის ქაღალდს დავესესხე. გამოსვლისას სინათლის ჩამრთველს მოვუთათუნე ხელი ზემოთ-ქვემოთ...