Sunday, June 26, 2011

ფეხბურთი - მარადიული დღესასწაული

1981 წლის 13 მაისიდან დღემდე იგივეს განმეორების სურვილით ვიწვით ქართული ფეხბურთის ჭირისუფლები..არადა რა ძნელია ამ ყველაფერთან შეგუება იმის ფონზე, როდესაც ერთ დროს შენს ქვეყანას ჰყავდა გუნდი,რომელთაც 30-იან წლებში “დიდ ურუგვაელებს” ადარებდნენ.
მაშინ,ჩვენი ქვეყნის რიგებიდან ბრწყინავდნენ : შოთა შავგულიძე,ალექსანდრე დოროხოვი,არჩილ კიკნაძე,ბორის პაიჭაძე,გაიოზ ჯეჯელავა..
წლები გადის.ფეხბურთი უფრო ბიზნესს ემსგავსება ვიდრე სპორტს.ნელ-ნელა ქრებიან ჯენტლმენი ფეხბურთელები. იშვიათად ან აღარც მეორდებიან ყიფიანები და პაიჭაძეები.მათნაირი კორექტულობა და მაღალი სპორტული კულტურა.ფეხბურთი ზოგისთვის ოჯახის რჩენის საშუალებად იქცა.არადა,როგორი გენიალური სიტყვები დაგვიტოვა ვიტალი დარასელიამ: “ფეხბურთი იმით არის კარგი,რომ სიამოვნებას ღებულობ არა მარტო თამაშისგან,არამედ იმისგან,რომ ამ სიამოვნებას ანიჭებ მაყურებელს და თუ ამის ძალა არ შეგწევს-თამაშს თავი უნდა დაანებო". ეს შეგონება ჯეროვნად რომ იქნეს გათვალისწინებული ქართველი ფეხბურთელების მიერ,დამერწმუნეთ, საქართველოში ფეხბურთის მოთამაშეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირედბოდა.  
იყო დრო,როდესაც სსრკ-ს და არა მხოლოდ მათი სპორტული ჟურნალ-გაზეთები აჭრელებული იყო ჩვენი ფეხბურთელების ქებით.წერდნენ ვიტალი დარასელიაზე,თუ როგორ ხშირად ანიჭებდა ფეხბურთის მოყვარულთ ესთეტიკურ სიამოვენბას,როგორ ერკვეოდა ურთულეს სიტუაციებში და არც მისი საიერიშო კომბინაციების უბადლო წამოწყება ავიწყდებოდათ. წერდნენ ბორის პაიჭაძეზე: ”არ ყოფილა საბჭოთა კავშირში ისეთი თავდამსხმელი,როგორიც ბორისია.მასში თანაბრადაა შერწყმული მოედნის გასაოცარი ხედვა,პარტნიორის არჩევის მშვენიერი შეგრძნება,სისწრაფე და ბრწყინვალე დრიბლინგი."დღეს კი,ცოტას თუ ახსოვს მისი ზედმეტსახელი “მოხეტიალე თავდამსხმელი” რითაც იგი მსოფლიომ გაიცნო. და,რაც უფრო სასირცხვილოა,ზოგმა დღემდე არ იცის მისი სათამაშო პოზიცია. წერდნენ რამაზ შენგელიაზე,რომელიც უკვე 17 წლის ასაკში ტორპედოს წამყვანი მოთამაშე იყო,ხოლო 20 წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შეიყვანეს.21 წლის რამაზი საბჭოთა კავშირის ნომერ 1 მოთამაშედ აღიარეს.მასზე ამბობდნენ: “21 წლის შენგელია ისევე ოსტატურად თამაშობს,როგორც თავის დროზე ბორის პაიჭაძე თამაშობდა,რომელიც ახლა მას ბაბუად ეკუთვნის”.რამაზს ეკუთვნის დღემდე განუმეორებლი რეკორდები.ერთ-ერთი გახლავთ მისი გოლების რაოდენობა ,რომელიც 21 წლისათვის 70-ს ითვლიდა. წერდნენ იმაზეც,რომ ძნელად თუ მოიძებნებოდა ისეთი ფეხბურთელი,ვისაც თავისი გუნდისთვის იმდენი ამაგი დაედოს,რამდენიც ავთანდილ ღოღობერიძეს.ცოტას თუ ემახსოვრება საფეხბურთო მინდვრების ამოუცნობი საიდუმლოება და ქართველი კაცის ლაზათიანობის ლამაზი ლეგენდა- გაიოზ ჯეჯელავა. არ შეიძლება ორიოდ სიტყვა არ ითქვას დავით ყიფიანზეც. თბილისელი თავდამსხმელის ინტელექტითა და ელეგანტურობით აღბეჭდილი თამაშის სტილი, ბურთის ფლობის მაღალი დონე და რთული ტაქტიკური აზროვნება დაუვიწყარ გავლენას ახდენდა ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებელზე. შორს წაგვიყვანს ჩვენს საამაყო მოთამაშეებზე საუბარი.სათქმელი მართლაც რომ ბევრია.რად ღირს ალექსანდრე ჩივაძის,მიხეილ მესხის,დავით მუჯირის,ვლადიმერ გუცაევის,მანუჩარ მაჩაიძის,სერგო კოტრიკაძის,ოთარ გაბელიას და მრავალი სხვა მოთამაშის გენიალური კარიერის გახსენება. იყო დრო,როდესაც სტადიონზე გაკრული აბრები გვაუწყებდა: “ყველა ბილეთი გაყიდულია”. იყო სიხარული,იყო საფეხბურთო განწყობა.დღეს კი ტელევიზორშიც კი იშვიათად თუ შეავლებს თვალს უკმაყოფილო გულშემატკივარი,ისიც შემდეგი ფრაზით: “რა აზრი აქვს?მაინც წავაგებთ!” ოპტიმიზმი ჩავმარხეთ ღრმად და ახლა მხოლოდ ევროპულ გრანდებს ვქომაგობთ,რომელთაც ისედაც არ აკლიათ უჩვენოდაც ქომაგობა.
დღეს ქართული ფეხბურთი მკვდარია.იმედის თვალით შევყურებთ რამდენიმე ახალგაზრა ფეხბურთელს,რომელთაც უკვე უჭირავთ ხელში ბილეთი შორეული ევროპისაკენ. პრობლემა ძალზედ დიდია,ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს.მანამდე კი იმედის ბოლოს გარდაცვალების ჯიუტად დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ მოვა დრო, როდესაც ქართველი გულშემტკივარი გაითავისებს მოედანზე მე-12 ფეხბურთელის პოზიციას.
ერთ დღესაც იქნებ ვიხილოთ ჩვენს ქვეყანაში გადარჩენილი მსოფილოს საუკეთესო სპორტი - ფეხბურთი,როგორც მარადიული დღესასწაული.
29.11.2009




Wednesday, June 22, 2011

ილია ჭავჭავაძე - აზრები.

ამ ყველაფერზე ილია 1861-1894 წლებში საუბრობდა. მას მერე დიდი დრო რომ გავიდა თქვენც კი შეამჩნევდით.ამ აზრებსა და დღევანდელ ყოფას შორის პარალელის გავლება თქვენთვის მომინდია.


"განა შეტყობა იმისი,თუ  - რა არის ცაში, ან ცის იქით, - მუდამის წყურვით შესატყობარი არ არის ერთობ ადამიანისათვის? განა ამის ვერ მიღწევის უღონობა ზოგად-კაცბრიული ჩივილი არ არის უძლურებისა? განა ამაებში ტრიალი გონებისა არ არის ზოგად-კაცობრიობის გაუთავებელი ტრიალი იმ საიდუმლოების უძირო მორევში,რომელსაც არც თავი აქვს,არც ბოლო,არც ჰო და არც არა?"

"ერთის ბრძენისა არ იყოს,ქვეყანაზედ ზოგი იმისთანა საგანია,რომ თუ არ დაინახე,ვერ ირწმენ, და ზოგიც იმისთანაა,რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა,თუ ცის იქით,სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის,რომ თუ არ ირწმუნე,ვერას დაინახავ."

"დროთა-ბრუნვა მარტო ხორცს ერჩის,ხორცსა სძლევს.ხორცს მაგისთვის არც ფარი აქვს და არც ხმალი.ადამიანს ხორცის გარდა ერთი რამ სხვა მოჰმადლებია.ის ერთი-სული და გულია,უჭკნობლობის ნიჭით და ღონით დალოცვილი.შესაძლოა ხორცი დაბერდეს,სული და გული- კი ისევ ჰყვაოდეს,თუკი ადამიანი საკადრისად უპატრონებს,ადამიანურად მოუვლის,ხორცის მბრძანებლად გახდის და ხორცს არ გაალახვინებს.ხორცით დაბერებულს სული და გული ჭაბუკისა შერჩება ხოლმე საფლავის კარამდინა. უკეთესნი და უდიდესნი კაცნი ქვეყნიერობაზედ ამისთანანი ყოფილან."

Thursday, June 16, 2011

ჰასკი და მალამუტი

ხშირად, ეს ორი ჯიში ერთმანეთში ერევათ ხოლმე.არცაა გასაკვირი,გაუწვრთნელი თვალი ნაკლებად ამჩნევს მათ შორის სხვაობას.
დავიწყებ ჰასკით. (ზოგი ხასკის უწოდებს,რასაც გავამართლებდი ქართულ ანბანში ჰ ასო რომ არ მოგვეპოვებოდეს).
საუბარს დავიწყებ ჩემი მოსაზრებით ამ ულამაზეს ცუგაზე. თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ადამიანზე ჭკვიანი მზერა აქვს და ზოგადად თვალები.მიმიკები ცალკე ამბავია.ამ ძაღლის გვერდით თავს უბრალოდ სულელად ვგრძნობ და ყველაზე მძაფრად განვიცდი იმას,რომ მე ადამიანი ვარ და ის -ძაღლი. ჰასკის პატრონობა ჩემთვის დიდი პატივი იქნება.იმედია ოდესმე ეს პატივი მეც მხვდება წილად.მანამდე კი ასე,შორიდან შევნატრი.



Saturday, June 4, 2011

შოთა ნიშნიანიძე

* * *
ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს,

მასულელებდეს,მიბნევდეს თავგზას
მისი თვალების ჩუმი ბრძანება,
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება.

არ დავირცხვენდი,გითხრათ სიმართლე,
არა და არა, არ დავირცხვენდი,
ოღონდ მიყვარდეს,მართლა მიყვარდეს,
გახელებამდის,თავდავიწყებით..

ოღონდაც,ღმერთო,გარდასულ ყრმობის
ისევ მარგუნე უცხო თრიაქი,
ის ღვთაებრივი მაცდური თრობა,
შიში,ცახცახი და ფორიაქი.

Thursday, June 2, 2011

ლაიკა.

ფლორა და ფაუნა ნინოს,ანუ ჩემი სისუსტეა.რამდენადაც ახლოს ვარ ბუნებასთნ,მით უფრო კომფორტულად და მშვიდად ვგრძნობ თავს. შემიძლია საათობით ვუყურო ჩიტების სადილობას,ძაღლის თამაშს,მცენარის ფოთოლს,ხეს.. მე სრულყოფილი ვარ სამყაროსთან ურთიერთობის დროს,როდესაც შორს ვარ ადამიანებისგან.

I don't hate people. I just feel better when they arent't around.(c) bukowski 


ის ძაღლის ჯიში კი,რომელზეც ახლა მინდა გესაუბროთ ჩემი დიდი ხნის ოცნებაა ლაბრადორთან ერთად.ამ უკანასკნელზე საუბარი სხვა დროს იყოს.დღეს კი გაგაცნობთ ლაიკას..


მაშ,ასე დავიწყოთ :




როდესაც ამ სახელს ვახსენებთ,პირველ რიგში,ალბათ ყველას კოსმოსში 1957 წლის 3 ნოემბერს გაფრენილი ლაიკა გაგახსენდებათ.დიახ,ამ პატარა გმირ ცუგას ბევრ ჩვენთაგანზე საინტერესო,მაგრამ მოკლე ცხოვრება ჰქონდა.მან ღირსეულად დაიმკვიდრა სახელი ისტორიულ პიროვნებებს შორის.
არსებობს ლაიკის რამდენიმე სახეობა.ესენია: