Monday, May 30, 2011

თითქმის დავიწყებული ამბავი.

მივედი,როგორც მიდიან ხოლმე.მისვლისთანავე შემეგებნენ უცხო სახეები,მეც ჩემებურად მივეგებე.ვცადე გამოსაუბრება ერთ სანდომიან გოგონასთან,მაგრამ სახემ ნიღაბი მოიხსნა და მეც შევცდი.არ გამოდგა კარგი მოსაუბრე.ტრადიციულად მარტო დავრჩი ჩემს თავთან.კედელს მივეყუდე,ცივი იყო,მაგრამ მომერიდა და აღარ გამოვწეულვარ უკან.იქვე სამნი საუბრობდნენ ისეთ თემებზე,რაზეც მეც სიამოვნებით ვისაუბრებდი,მაგრამ ჩემმა მორიდებამ მათთან მისვლის საშუალება არ მომცა,შორიდან ვაკვირდებოდი.ალბათ,ვერც კი ამჩნევდნენ.ხშირად მიფიქრია,ნეტავ მეც თუ მაკვირდებიან ხოლმე ასე ჩუმად,ტრანსპორტში,ქუჩაში,ისე,რომ მე ვერ ვხედავ.ცოტა ხანში შევნიშნე იქვე მდგომი მამრის მზერა.მერე როგორც ხდება ხოლმე - ვუყურებდი ყველაფერს,მის გარდა. ზურგი და ფეხები მთლიანად გამეყინა.ხელში შერჩენილი ბატი-ბუტი ჩანთაში ჩავაბრუნე და ვეცადე შიგნით რაიმე საინტერესო მომეძია.ვერაფერი ვიპოვნე.დავხურე და ისევ ზურგზე მოვიკიდე.
ცოტა ხანში გაიღო კარი და მეც შევედი.ვიღაც შუახნის მამაკაცმა გვამცნო,რომ დაცდა მოგვიწევდა 2 საათამდე,ვინაიდან მერს ელოდებოდნენ.
-მერი 2 საათზე მოვა?
-კი.
-მერი არ მოვა 2-ზე,მერი მოვა 3-ის ნახევარზე.
გაკვირვებულმა შემომხედა:
-შენ ყველაზე მიხვედრილი ყოფილხარ.

Thursday, May 26, 2011

ეგოისტური დღე-დაბადების დღე.

რამდენიმე საათში აღარასოდეს ვიქნები 21 წლის-ანუ დაბადების დღე მაქვს.

დაბადების დღე,გაზრდის დღე,საფეხურებიანი დღე,ბავშვის დღე,მოზარდის დღე,გოგოს დღე,ბიჭის დღე,დედის დღე,მამის დღე,ბედნიერების დღე,მწუხარების დღე,უბრალოდ დღე,მეგობრობის დღე,მუსიკის დღე,ფეხბურთის დღე,ადამიანის ერთი დღე,მზის ყველა დღე,სიკვდილის ბოლო დღე..და,მაინც,დღეს ჩემი,ეგოისტურად ჩემი დაბადების დღე,მიუხედავად იმისა,რომ ვიცი,ამ დღეს ჩემს გარდა კიდევ ათასობით ადამიანი ზეიმობს,იგივე მიზეზით-ისინიც 27 მაისს დაიბადნენ.

დიახ,22 წლის წინ დავიბადე და იმის მერე ყოველ წელს ისევ და ისევ ვიბადები.დღეს ჩემს ძველ ჩანაწერს გადავაწყდი რვეულში. აი,ისიც:

თურმე,წლების მატებასთან ერთად,მოვლენათა მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება.როდესაც დავიბადე ალბათ გაუხარდათ.დედა ბევრ მილოცვას იღებდა.მას მერე ბევრი დრო გავიდა,ისევ განმეორდა ყველაფერი,მაგრამ უკვე სხვა ემოციით..ახლა დედას არა,მე მილოცავენ,ზოგი გულწრფელად,ზოგი მოვალეობის მოხდის მიზნით,ერთი სატელეფონო ზარი,მშრალი სიტყვა და მოვალეობაც მოხდილია,მეც ყალბად ვიღიმი და ყველაზე უნამუსოდ ბევრჯერ ვიყენებ სიტყვას-გმადლობ.
სინამდვილეში რა არის ამ დღეს გასახარებელი? ალბათ უფრო მეტი ყურადღება შენს მიმართ,ვიდრე სხვა დღეებშია,უფრო გემრიელი საჭმელი,ვიდრე სხვა დღეებში გაქვს და..და მეტი არც არაფერი.ვცდილობ აღვიდგინო სხვა წლებიც..1..2..3..4..5..6..7..8 (ალბათ მიხაროდა)..9 (ზუსტად მახსოვს,მიხაროდა)..10..11..12..13..14..15..16..(რაღაც პატარა კაფეში აღვნიშნე 2 მეგობართან ერთად)..17 (აბიტურიენტი ვიყავი და ქართულზე ვიჯექი,შემდეგ უნარებზე)..
დღეს კიდევ ბევრი ადამიანის დაბადების დღეა.ჩემი დაბადების დღე,მათი დაბადების დღე..

პ.ს. დაბადებამაც დაკარგა ემოცია. (2008.05.27.)

1989- ....



Пусть плывут к тебе журавлики
пусть цветы хранят спокойствие
пусть бы жизнь кончалась с игрушками
Ведь дальше ничего достойного.. 



Tuesday, May 3, 2011

გზააბნეული სურვილები

ახლა სიცხე მაქვს,მომბეზრდა გერმანულის გამეორება,გონებამ დაწერის იდეა შემომავაზა და მეც დავეთანხმე.ვორდს ერთი-ორი ფრაზა მოვახსენე და მაშინვე ფურცლისკენ გამექცა თვალი.რა ვქნა,ვერ ავუწყე ფეხი ტექნიკის განვითრებას. ფურცელი და კალამი ისევ ისეთი ძვირფასია ჩემთვის. მოვავლე ხელი ორივეს და აივანზე დავჯექი,კომპიუტერისგან შორს. (ქაღალდიდან შემდეგ აქ გადმოტანა მეზრება თუ არა? არა!)

დღეს გამახსენდა,რომ ცხოვრებაში ბევრი რაღაც მინდოდა(და მინდა) ჩემი ცვალებადი ხასიათიდან გამომდინარე. რაიმე საქმის დაწყება და ბოლომდე დაუმთავრებლობა ჩემი ხასიათის შტრიხად იქცა. აქედან გამომდინარე ძნელი აღარ უნდა იყოს პოსტის სათაურის ჯეროვნად აღქმა. 21 წლის განმავლობაში დიახ,მე ბევრი გზაანეული სურვილი დამიგროვდა.ვეცდები ყველა გავიხსენო.მეტად რთულ საქმეს კი შევეჭიდე.